ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ნიშნის ხასიათი მტერთან მოქცევაზე პირდაპირ გავლენას ახდენს
უდაოდ, თითოეული ადამიანი უნიკალურია, შესაბამისად, სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულად რეაგირებენ. თუმცა, ზოგჯერ ორ, ერთი შეხედვით განსხვავებულ ადამიანში შეიძლება მსგავსი ნიშნები დაინახოთ. ამ მოვლენის ასახსნელად ბევრი თეორია არსებობს და ასტროლოგია ერთ–ერთი მათგანია.
ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც დაიბადა. დღეს Alltime.ge გთავაზობთ შეამოწმოთ, ნამდვილად ასეა თუ არა. ნახეთ, სპეციალისტების აზრით, როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები იმ ადამიანებთან, ვინც მათში მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. მიღებული ინფორმაცია თქვენს და ახლობლების ქცევებს შეადარეთ.
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები
ცეცხლის ნიშნები
ცეცხლის ნიშნებს ყველაზე ძლიერი ხასიათი აქვთ. უსიამოვნო ხალხთან ურთიერთობისას ღირსეულად და თავშეკავებულად იქცევიან.
ხშირად ცეცხლის ნიშნები უსიამოვნო ხალხთან ურთიერთობას საერთოდ გაურბიან. თუ ამის გაკეთებას ვერ ახერხებენ, გამოცდას მტკიცედ უძლებენ.
მიწის ნიშნები
რაც შეეხება მიწის ნიშნებს, მათი ქცევა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლების ქცევას ძალიან ჰგავს. ისინიც ცდილობენ, რომ უსიამოვნო ხალხთან კონტაქტს მაქსიმალურად თავი აარიდონ.
უკიდურეს შემთხვევაში უბრალოდ უგულებელყოფენ სიტუაციას და ადამიანს, რომელიც მის სულიერ სიმშვიდეს არღვევს.
თუმცა, თუ მიწის ნიშანს ზედმეტად გააღიზიანებთ, ისეთივე დიპლომატიური არ იქნება, როგორც ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელი. ასეთ სიტუაციაში ყველა პრეტენზიას დაუყონებლივ გამოხატავს და ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოგშლით.
წყლის ნიშნები
ამ ნიშნებს მტრობა სძულთ, ამიტომ შესაძლებლობის მიხედვით სხვებთან ურთიერთობაში სიტუაციის გამწვავებას თავს არიდებენ. ყოველთვის მზად არიან დამნაშავეს მეორე შანსი მისცენ, ოღონდ კონფლიქტის მონაწილე არ გახდენ.
წყლის სტიქიის წარმომადგენლები ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ხალხია. მათ ყველაზე პატარა და უმნიშვნელო ჩხუბის გადატანაც ძალიან უჭირთ.
ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია მორიელი, რომელიც რთული ხასიათით ცნობილია.
ჰაერის ნიშნები
და ბოლოს, ჰაერის სტიქია. მისი წარმომადგენელები ჰარმონიას და სიმშვიდეს აფასებენ. ნებისმიერი ხმამაღალი საუბარი მასში ძლიერ სტრესს იწვევს, ამიტომ ხმაურის მონაწილე არასდროს ხდება.
ჰაერის ნიშანი ყოველთვის მზადაა კომპრომისისთვის და იარაღის დასადებად მაშინაც კი, თუ კამათის მოსაგებად უპირატესობა აქვს.
ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები დროს და მენტალურ ჯანმრთელობას აფასებენ, ამიტომ უსიამოვნო ხალხის მიმართ აგრესიის გამოვლენაზე არ ფიქრობენ.
თქვენ როგორ იქცევით იმ ადამიანებთან, ვისი ატანაც არ გაქვთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.