თავის მოვლა
თმის შეღებვა სახლში ისე, როგორც სალონში: ეს რეალურია!
რა თქმა უნდა, სუპერ რთული ბალიაჟის სახლში გაკეთება არ ღირს, მაგრამ მარტივ ორფერიან შეღებვას ადვილად გაუმკლავდებით!
თქვენ დაგჭირდებათ 16 თმის რეზინა, სავარცხელი ბასრი კუდით, 2 შეფუთვა საღებავი (სასურველი შეფერილობის მიხედვით, უბრალოდ 1 ოდნავ მუქი, მეორე უფრო ღია), პლასტმასის საჭერები (3-4 ცალი).
1. თმა 4 თანაბარ ნაწილად გაყავით
თავის შუა ნაწილში ხაზი გაავლეთ, შემდეგ თითოეული ნახევარი ყურის ხაზთან სწორად გაყავით. უკვე 4 „კვადრატს“ მიიღებთ. შემდეგ 4 თმის კუდი დააფიქსირეთ.
2. კიდევ ერთხელ
ახლა ერთ–ერთ კუდზე თმის რეზინა მოიხსენით და კვლავ 4 ნაწილად გაყავით. თითოეული რეზინით დააფიქსირეთ. დარჩენილ 3 სექციაზეც იგივე გაიმეორეთ.
3. თმის ღერები გამოყავით
სავარცხლის წვერით თითოეული თმის კუდიდან 5-6 წვრილი თმის ღერი გამოყავით.
4. ღია ფერის საღებავი წაისვით
წვრილ, გამოყოფილ თმის ღერებზე უფრო ღია ფერის საღებავი წაისვით.
5. მუქი ფერის საღებავი წაისვით
აქ, 2 ვარიანტი გაქვთ: კუდების დაშლა ან არა. პირველ შემთხვევაში თმა ძირებიდან შეგიძლიათ შეღებოთ, მაგრამ უკვე წასმული თმის წინასწარ გაყოფა მოგიწევთ. მეორე შემთხვევაში თქვენი ძირები შეუღებავი დარჩება, მაგრამ ფერების საინტერესო გადანაწილებას მიიღებთ, თითქოსდა ტონი სიგრძეზე „გაჭიმეს“.
6. ჩამოიბანეთ
დანიშნული დროის გასვლის შემდეგ საღებავი ჩამოიბანეთ (დრო ბოლო თმის ღერზე საღებავის წასმიდან ათვალეთ). მზადაა!
მნიშვნელოვანია: ეს მეთოდი თმის ფერის რადიკალურად შეცვლისთვის, ასევე ჭაღარა თმის ან წამოზრდილი ძირების შესაღებად არ გამოგადგებათ.