Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ ფსორიაზი? 8 რეცეპტი მათგან, ვინც ფსორიაზის დამარცხება შეძლო

ფსორიაზი ძალიან გავრცელებული აუტოიმუნური დაავადებაა. დაავადება ხშირად კანზე ბალთების გაჩენით ვლინდება, რაც იწვევს ქავილს, ანთებას და სხვა დისკომფორტს. დღესდღეობით ფსორიაზი და ფსორიაზული ართრიტი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ზოგიერთი ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 3%–ს ეს დაავადება აწუხებს. ამასთან ფსორიაზით მცხოვრები 2/3 ადამიანი აღნიშნავს, რომ დაავადებას მათი ყოველდღიური ცხოვრება ძლიერ ართულებს.

სამწუხაროდ, ფსორიაზის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ მისი გამოვლენა შეაფერხოთ და ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიმსუბუქოთ. გთავაზობთ ექიმების და ფსორიაზის მქონე პაციენტების რეკომენდაციებს.

ცხოვრების წესით დაიწყეთ

სულ უფრო ხშირად, კვლევები ფსორიაზის განვითარების გაზრდილ რისკს უკავშირებენ ჭარბ წონას, მე–2 ტიპის დიაბეტს, ჰიპერტონიას და გულის იშემიურ დაავადებას. ექიმები გირჩევთ მედიკამენტებით მკურნალობასთან ერთად კვების ჩვევებიც შეცვალოთ. კერძოდ, მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტები შეამცირეთ და გაზარდეთ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების წილი: თევზი, კაკალი, ბოსტნეული, ხილი, ასევე მუქი მწვანილი.

ექიმის დანიშნულება ზუსტად დაიცავით

ფსორიაზის სიმპტომების მკურნალობაში პუნქტუალურობა და აქტუალურობა თითქმის ყველაზე მთავარია. მნიშვნელოვანია წაისვათ კრემი, მალამო და სხვა საშუალება ზუსტად დანიშნულების მიხედვით, წამლების მიღება არ გამოგრჩეთ და მკურნალობის ხანგრძლივი კურსი ზუსტად დაიცავით. თვითნებური შეწყვეტა ან, პირიქით, გაგრძელება გამოჯანმრთელებას შეანელებს და შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ექიმთან პალეო დიეტაზე გადასვლის შესაძლებლობა განიხილეთ

პალეო დიეტა რაციონიდან მარცვლეულის და რძის პროდუქტების თითქმის სრულად ამოღებას გულისხმობს. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ დრო და დრო ასეთ რაციონზე გადახვიდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში კანზე და თავზე ბალთების გაჩენას ანელებს ან საერთოდ აქრობს.

წამლების და ნატურალური საშუალებების კომბინირება სცადეთ

მსუბუქ შემთხვევებში ნატურალური საშუალება, როგორიცაა მცენარეული ზეთი ან ნაყენი, ფსორიაზთან ბრძოლაში მედიკამენტების გარეშე დაგეხმარებათ. მძიმე შემთხვევებში შეგიძლიათ ერთობლივად გამოიყენოთ. აუცილებლად ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და ამა თუ იმ საშუალების გამოყენება დაუყონებლივ შეწყვიტეთ, თუ მდგომარეობა უარესდება.

ულტრაიისფერი სცადეთ

კვლევა ადასტურებს, რომ სინათლის თერაპია (ზომიერი დოზით ულტრაიისფერი სხივები) ფსორიაზის სამკურნალოდ ეფექტურია. ხშირად ის ბალთების წარმოქმნას ამცირებს ან სრულად თავიდან იცილებს. გახსოვდეთ, რომ ფოტოთერაპია გულის დაავადებების და დიაბეტის გაზრდილ რისკს უკავშირდება, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე არასდროს გამოიყენოთ.

ლაზერიც დაგეხმარებათ

თუ ბალთები სხეულის ზედაპირის 10%–ს იკავებს, ლაზერის გამოყენება ეფექტური იქნება, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს პირდაპირ ზედაპირზე მიმართავს და ამით უსიამოვნო „ნადებს“ აქრობს. ამ მეთოდს ექიმები თავის კანის ფსორიაზის სამკურნალოდ ერთ–ერთ ეფექტურ მეთოდად თვლიან.

ქავილის დროს კაპსაიცინი გიშველით

კაპსაიცინი – ნივთიერება, რომელიც წიწაკას სიცხარეს მატებს, ქავილის და ანთების გაქრობაში დაგეხმარებათ. კაპსაიცინის ექსტრაქტები ან უბრალოდ დაფქული წიწაკის და ნაღების ნარევი შეგიძლიათ ბალთაზე წაისვათ და ამით უსიამოვნო ქავილი შეამციროთ.

ვანილის ექსტრაქტი სცადეთ

თაგვებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ცოტა ხელოვნური ვანილის ექსტრაქტით ფსორიაზის დროს ბალთების განკურნება შეიძლება. მეცნიერები თვლიან, რომ ის ანთებასთან დაკავშირებული ცილების (IL-17 და IL-23) აქტიურობას თრგუნავს და ამით დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს.