სხვა
რატომ ჯდება არაბული სუნამოები ლამაზად და კაშკაშად იშლება
არაბული პარფიუმერია ცალკე სამყაროა, რომელშიც შეგიძლიათ იპოვოთ ზეთების ნარევი ორიგინალურ ბოთლებში და ჩვენთვის ჩვეული ევროპული ტიპის სუნამოები. აღმოსავლურმა სუნამოებმა მსოფლიოს მაღაზიებში ადგილი უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრეს.
არაბული პარფიუმერია
დღეს არაბული სუნამოების ყველაზე პოპულარულ ბრენდებზე გიამბობთ. მოდით, ერთად გადავეშვათ იდუმალი აღმოსავლეთის მშვენიერ არომატებში.
Attar Collection
ატარი – ზეთოვანი კონცენტრატები, რომლებიც ნატურალური კომპონენტებისგან მზადდება. ბრენდი საკმაოდ ახალგაზრდაა, 2015 წელს გამოჩნდა. ყველაზე პოპულარული არომატია Musk Kashmir, რომელიც დახვეწილი მუშკის და სასიამოვნო ხის ნოტების კომბინაციას წარმოადგენს. ბრენდზე პარფიუმერების საერთაშორისო გუნდი მუშაობს – ბულგარელი მიროსკლავ პეტკოვი, ფრანგი იან ვანე, ესპანელი ჰორდი ფერნანდესი და სხვები. სულ ბრენდის კოლექციაშია 32 არომატი, არსებობს სხვადასხვა ხაზები, მაგალითად, Selective და Crystal. პოპულარულია სუნამო „გუმბათი“. ის ნამდვილად ევროპაზე მორგებულია და სახელის მიუხედავად ტრადიციული ატარიდან გადახვეულია.
Ajmal
ბრენდის დამფუძნებელია ინდოელი ჰაჯი აჯმალ ალი. ადრე აგარის ხის და უდის (აღმოსავლური პარფიუმერული ოქრო) მიწოდებით იყო დაკავებული, რომლებიც ბევრ აღმოსავლურ არომატში შედის. აჯმალმა პირველი მაღაზია 1976 წელს გახდა, როცა დუბაიში გადავიდა. იქ ყიდდა Dehn al oud – აგარის ხიდან მიღებულ ზეთის კონცენტრატს. საინტერესოა, რომ აჯმალის შვილმა მამის საქმე გააგრძელა, ხოლო თავად ჰაჯი აჯმალ ალიმ სხვა საქმიანობა ამჯობინა. მაგალითად, მან მშობლიურ ინდოეთში ღარიბებისთვის საავადმყოფო გახსნა.
2001 წელს პირველი მამაკაცური სუნამო გამოვიდა, სახელწოდებით Expedition. წარმოება სწრაფად განვითარდა და ბოლო 20 წელზე 200–ზე მეტი არომატი დაიბადა. ევროპულ ბაზარზე ყველა არომატს ვერ იპოვოთ. აქ, უფრო ევროპული ვარიანტები შემოაქვთ. განსაკუთრებით პოპულარულია ყვავილების და ხილის არომატები – Orchidee Celeste, Hawaiian Breeze, Vanille Celeste, Fantabulous.
Rasasi
ეს აღმოსავლური ბრენდი 1979 წელს დუბაიში დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელმა აბდულ რაზაკ ხალსკარმა ოჯახური ბიზნესი საკუთარი წარმოების მქონე ცნობილ პარფიუმერულ ბრენდად სწრაფად აქცია. პროდუქცია Rasasi იყოფა ორ კატეგორიად: ზეთოვანი არომატები და ევროპული სპირტიანი პარფიუმერია. ბრენდი არაბულ ქვეყნებში ძალიან განვითარებულია – აქ, ბრენდული მაღაზიებიც აქვთ. Rasasi–ს ლუქ სეგმენტიც აქვთ, მაგრამ, მასობრივი გაყიდვებისთვის ძირითადად, საშუალო კლასის არომატებს უშვებს. ამ სუნამოებში უდის ნატურალურ ზეთს, ვარდს და სხვა მშვენიერ ექსტრაქტებს ძებნა არ დაუწყოთ. კომპონენტების სახელი უფრო ახლოსაა ისეთთან, როგორიცაა „ბუტილფენილ მეთილპროპიონალი“ და ა.შ.
Designer Shaik
ეს ბრენდი არ აგერიოთ Shaik–ში, ანალოგიურ პარფიუმერულ მწარმოებელში. თუმცა თუ Designer Shaik–ის სუნამოების ბოთლებს ნახავთ, აღარ აგერევათ. ბრენდი 1989 წელს გამოჩნდა, მაგრამ პირველი არომატი 2007 წელს გამოუშვეს. დამფუძნებელი არის შეიხი ბაჰრეინის დინასტიიდან. სუნამოების გარდა ბრენდი უშვებს ტანსაცმელს, ქსოვილებს, აქსესუარებს და სამკაულებს.
Designer Shaik–ის თითოეული არომატი ორ სხვადასხვა ბოთლში გამოდის. Classic Line – ბროლის კრისტალებით და მეტალის შენადნობით, ხოლო Precious Line – ძვირფასი ქვებით და ლითონებით. თუ მამაკაცის არომატების ბოთლებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, თუ როგორ ჰგავს ეროვნულ სამოსს. ქალის სუნამოს ბოთლი მოცეკვავეს წააგავს. ბოთლების თავსახურები ეროვნული ხანჯლის სახელურს ჰგავს.
არაბული პარფიუმერია ახალი, მდიდრული და იდუმალი არომატებია. თუ სადმე ამ ბრენდებს ნახავთ, გირჩევთ, სცადოთ. არაბული პარფიუმერია თქვენს გულსაც დაიპყრობს.