თავის მოვლა
58 წლის ასაკში მაქსიმუმ 40 წელს მაძლევენ. უბრალო ნიღაბი ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის
დედაჩემი 58 წლისაა და 40 წლის ქალივით გამოიყურება. მისი ახალგაზრდობის საიდუმლო სასწაულმოქმედ ნიღაბშია, რომელიც ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. ნიღბის ინგრედიენტები იმდენად მარტივია, რომ სახლში პრაქტიკულად ყველას ექნება. ამასთან პროცედურა დიდ დროს არ მოითხოვს, შედეგი კი უბრალოდ განსაცვიფრებელია!
ანტიასაკობრივი სახის ნიღაბი 40 წლის შემდეგ
კარგ მდგომარეობაში მყოფ კანს ჯანსაღი მბზინვარება და მიმზიდველობა აქვს. ასეთი მდგომარეობის შესანარჩუნებლად პერიოდულად სახის ნიღბები უნდა გაიკეთოთ. ამ სილამაზის საშუალების მომზადება სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია, ხოლო ინგრედიენტები ძალიან სასარგებლო და ნატურალურია. უბრალოდ ინსტრუქციას მიყევით და არ იზარმაცოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ლიმონი
- 5 ს/კ შვრიის ფანტელი
მომზადება:
ლიმონი დაჭერით, გაწურეთ და სუფთა, კომფორტულ თასში ჩაასხით. შემდეგ წვენი და შვრიის ფანტელები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. თქვენ პასტა უნდა მიიღოთ.
გამოყენება:
მიღებული პასტა სახეზე მაკიაჟის ფუნჯის დახმარებით წაისვით. სახის კანი რომ გაახალგაზრდავეს და დატენიანდეს, ნიღაბი სუფთა სახეზე დაძინებამდე 20 წუთით ადრე წაისვით. თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ. სასურველია პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ.
თუ ნიღბის ყოველდღე გამოყენება გადაწყვიტეთ, იზრუნეთ იმაზე, რომ შემდეგ თქვენი კანი მზის ზემოქმედების ქვეშ არ იყოს. ამისთვის მზისგან დამცავი საშუალება ან SPF ფაქტორის კარგი დონის ტონალური კრემი გამოიყენეთ.
გიზიარებთ კიდევ ერთ სახის ნიღაბს, რომელიც შვრიის ფანტელზეა დაფუძნებული. შვრია კანს შესანიშნავად ამშვიდებს და კვებავს.
სახის ნიღაბი შვრიით, თაფლით და რძით
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ს/კ შვრია
- 1 ს/კ რძე
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ს/კ მდუღარე წყალი
მომზადება:
შვრიის ფანტელებს რძე და ცხელი წყალი დაასხით, გაფუებას დაელოდეთ. შემდეგ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ,
გამოყენება:
ნიღაბი სუფთა, გაწმენდილ სახეზე კოსმეტიკური ფუნჯის ან სპონჟის დახმარებით წაისვით. თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. სახეზე დაახლოებით 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ სახის ფერის პრობლემები გაწუხებთ და დატენიანება გჭირდებათ, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ასეთი შვრიის ნიღაბი სახის კანს დაამშვიდებს, დაატენიანებს და უფრო ნათელს გახდის.
ანტიასაკობრივი ეფექტის გარდა, ამ ნიღბებს სახიდან უსიამოვნო ლაქების მოშორება შეუძლია. თქვენი კანის გარდაქმნით გაოცებული დარჩებით.
როგორც დიდებული კოკო შანელი ამბობდა: „20 წლის ასაკში გაქვთ სახე, რომელიც ბუნებამ მოგანიჭათ, 30 წლის ასაკში გაქვთ სახე, რომელიც ცხოვრებამ გარგოთ. ხოლო 50 წლის ასაკში გაქვთ სახე, რომელსაც იმსახურებთ“. საკუთარი თავი შეიყვარეთ და სილამაზისთვის დღეში 20 წუთის დახარჯვა არ დაგეზაროთ.
სახლის ნიღბების ეს შესანიშნავი რეცეპტები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.