ყვავილები
იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის
იოდი გერანისთვის – ბუსტერს წარმოადგენს რომელიც დამცველ ძალებს ააქტიურებს, ზრდის კვირტების ოდენობას. გაიგეთ როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ ის სწორად.
გერანს მისი უპრეტენზიობისა და ლამაზი ყვავილობის გამო აფასებენ, თუმცა ეს მარტივად მოსავლელი მცენარეც კი საჭიროებს გამოკვებას. მაშინვე მიხვდებით როდის ხდება კაპრიზული თქვენი საყვარელი გერანი: იწყებს მწვანე მასის აქტიურ ზრდას და ყვავილების გარეშე რამდენიმე თვით გტოვებთ.
ჩვეულებრივი მინერალური სასუქის შეტანა შემოდგომამდე გადაწიეთ. შემოდგომაზე, მცენარის დასასტიმულირებლად მებაღეები იოდს გვირჩევენ.
რით არის სასარგებლო იოდი გერანისთვის
იიოდის ხსნარით კვირაში ერთხელ რწყავენ დასუსტებულ გერანს. ეს საშუალება ხელს უწყობს დაფესვიანებას, რომლებიც უფრო უკეთ და უფრო სწრაფად ითვისებენ ნიადაგში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს. ეს მაშინვე აისახება ყვავილის გარეგნულ იერზე.
როგორ მოქმედებს იოდი გერანზე
- ფოთლები უფრო ხორციანი ხდება და ფერი უფრო მკვეთრი
- ჩქარდება კვირტების გაჩენა
- ყვავილების რაოდენობა იზრდება
- ყვავილი უფრო მკვეთღი ფერის და უფრო დიდი იქნება
- ყვავილობის პერიოდი ხანგრძლივდება
გარდა ამისა, იოდი ანტისეპტიკია ნიადაგისთვის. ის ხეს უშლის ფესვის ლპობას, სოკოს გაჩენას, მცენარეს იცავს დაავადებებისგან.
როგორ გამოვიყენოთ იოდი გერანისთვის
გერანისთვის იოდის ხსნარის მოსსამზადებლად, პიპეტის მეშვეობით 1 წვეთი იოდი 1 ლიტრ ოთახის ტემპერატურის ნედგამ წყალში ჩააწვეთეთ.
მნიშნელოვანია! იოდის ხსნარით მორწყვამდე 1 დღით ადრე, მცენარის ნიადაგი მორწყეთ და გააფხვიერეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვებს დააზიანებთ.
ერთი მცენარის გამოსაკვებად დაახლოებით 50-100 მილიგრამი ხსნარი დაგჭირდებათ, ყვავილის ზომისა და ასაკის მიხედვით. ეცადეთ მორწყვისას სითხე ფოთლებზე არ მოხვდეს. თუ ასეთი რამ მოხდა, ის ქაღალდის ხელსახოცით აამშრალეთ.
ზამთართან მიახლოვებისას, ჩვეულებრივ რწყვის რეჟიმზე გადადით, სტანდარტულად – ნადგამი წყლით განარგძეთ მორწყვა. გარკვეული დროის შემდეგ საყვარელი გერანი ფუმფულა, დიდი და ხანგრძლივი ყვავილობით გაგახარებთ.