Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გულწრფელობით და პატიოსნებით

ტყუილი – ცოდვა, რომელიც ყველას ახასიათებს. ზოგჯერ უფრო ადვილია მოტყუება, ვიდრე სიმართლის თქმა. ბევრს არ შეუძლია იტრაბახოს, რომ ცხოვრებაში ტყუილი არასდროს უთქვამს. ასტროლოგიის მიხედვით, არსებობს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც პატიოსანი ხალხის რეპუტაციით გამოირჩევიან. ნახეთ, ვინ არის ყველაზე გულახდილი ზოდიაქოს ნიშნები.

კირჩხიბი

კირჩხიბს მკაცრი მორალური კოდექსი აქვს. მის მსოფლმხედველობაში ტყუილი და მოტყუება არ ეწერება. მან შესანიშნავად იცის, რომ ტყუილი დამანგრეველ ძალას ფლობს, ამიტომ ცდილობს მას თავი აარიდოს.

კირჩხიბი საკუთარ ოჯახს და საახლობლო წრეს დიდად აფასებს. ძვირფასი ადამიანების მოტყუებას თავშიც არ გაიფიქრებს. ასეთ ვერაგობას მისგან არ ელოდოთ.

ლომი

ალბათ, ლომი ყველაზე გულწრფელი და ექსტრავერტული პიროვნებაა. მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ თვალთმაქც ხალხს ეჭვის თვალით უყურებს.

ლომი ბუნებით გულახდილია და საკუთარ ემოციებს არ მალავს, ამიტომ არ ესმის მათი, ვინც იტყუება. თავად არ იტყუება, ასეთი მოთხოვნილება არ აქვს. მისთვის უფრო მარტივია სიმართლე პირდაპირ სახეში გითხრათ.

მორიელი

მორიელზე ხშირად ცუდად საუბრობენ, თუმცა გულწრფელობის მხრივ ვერაფერს იტყვით. სხვის ტყუილს პირდაპირ გრძნობს. მისთვის ტყუილი სისუსტის ნიშანია. ალბათ, მატყუარა ხალხს მეორეჯერ აღარც დაელაპარაკება.

მორიელი საკმაოდ პირდაპირია, ის თამაშს არ დაიწყებს. სრულ სიმართლეს მისი პირით მოისმენთ მაშინაც კი, თუ ეს არასასიამოვნო იქნება.

მერწყული

მერწყულს, როგორც მომთმენ და გამგებიან ადამიანს, ნებისმიერი საქციელის გაგება და პატიება შეუძლია. გამართლების შესაძლებლობას აუცილებლად მოგცემთ. თუმცა თუ მის მოტყუებას გააგრძელებთ, მისთვის უბრალოდ არსებობას შეწყვეტთ.

მერწყულის სამყაროში მატყუარა და მოღალატე ადამიანების ადგილი არაა. ის ცდილობს ყველასთან მაქსიმალურად გულწრფელი იყოს. მის გვერდით ადამიანი უფრო თავდაჯერებულია. ნამდვილად, მერწყული ყველაზე გულწრფელი ადამიანია.

თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ურჩევნია პირდაპირ გითხრათ, რასაც ფიქრობს, მაშინაც კი, თუ მისი სიტყვები შეიძლება ცოტა საწყენი იყოს. თვალთმაქცობას ან თამაშს არ დაიწყებს, ასეთს არ ელოდოთ.

ზოგჯერ თევზებს აკრიტიკებენ, რომ გრძნობების დამალვა არ შეუძლია. მას უხეშ ადამიანად თვლიან. სინამდვილეში უბრალოდ ყველა მიმართულებით გულწრფელია.

როგორც ხედავთ, ამ ზოდიაქოს ნიშნებს საკუთარი გულწრფელობით და პატიოსნებით შეუძლიათ ამაყები იყვნენ. ისინი არასდროს მოგატყუებენ და ზურგს უკან არ გაგკიცხავენ. როგორ ფიქრობთ, რეიტინგი სწორად არის შედგენილი? ეთანხმებით?