Connect with us

ტესტები

ტესტი: აირჩიეთ ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ალბათ, ყველას სურს იმის გაგება, თუ რა მოუმზადა მათ ბედმა. ამაში უცნაური და გასაოცარი არაფერია. მომავლის შესახებ ინფორმაციის ქონა დაგეხმარებათ უფრო სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

დღეს მსგავსი ცოდნის მიღება სავსებით შესაძლებელია და ამისთვის ერთ–ერთი ჯადოსნური ბურთი უნდა შეარჩიოთ. ასეთ ბურთებს ჩვეულებრივ მკითხავები წინასწარმეტყველებისთვის იყენებენ, რომლისაც უმეტესობა ჩვენგანს სჯერა. ამას შეგიძლიათ ისე შეხედოთ, როგორც გსურთ, მაგრამ რა მოხდება, თუ უბრალოდ ბურთს აირჩევთ და გაიგებთ მომავლის პროგნოზს? მოკლედ, ბურთი სწრაფად აირჩიეთ!

ჯადოსნური ბურთი № 1

თქვენ საკმარისად იფიქრეთ სხვებზე და ვერ შეამჩნიეთ, რომ ცვლილებების დროა. ახლა ზედმეტი საზრუნავი უნდა მოიშოროთ და გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ. ცოტა ხნით საყვარელი საქმით დაკავდით, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ, თვითშეფასებას გაგიზრდით და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ცხოვრება ერთ დღეში უკეთესი ვერ გახდება, მაგრამ თანდათან, ახალთან შეგუების მიხედვით, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

გახსოვდეთ, რომ გვერდით თქვენზე დამოკიდებულები ადამიანები არიან – ეგოისტები, რომელთაც მსგავსი ცვლილებები არ მოეწონებათ. სწორედ ამიტომ, წინააღმდეგობა გაუწიეთ შურიან ხალხს, რომელთაც თქვენი განწყობის გაფუჭება და თქვენს გეგმებში ჩარევა სურთ.

თუ მიზნისკენ დაჟინებით სვლას გააგრძელებთ და აწმყოსა და მომავალზე იფიქრებთ, ნეგატიურ წარსულს დაივიწყებთ, ბედი მეტად მადლიერი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ისეთი ადამიანი გახდებით, რომელსაც ბედის ნებიერას უწოდებენ.

ჯადოსნური ბურთი № 2

ძალიან მალე საკუთარ თავში აღმოაჩენთ ნიჭს, რომლის არსებობაზეც ეჭვიც არ გეპარებოდათ. ახალი ნიჭის თანდათან გამოვლენით ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, რაც დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეთ. არ შეგეშინდეთ ახალი კარის გაღების და ძველი ოთახების და ადგილების დატოვების, რადგან წინ ნამდვილი ბედნიერება გელოდებათ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით.

გახსოვდეთ, რომ ადამიანი საკუთარი ბედნიერების მჭედელია, ბედი მხოლოდ შესაძლებლობებს გაძლევთ, იღბალი კი მათ რეალიზებაში გეხმარებათ. იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაც „ბიძია“ ყველაფერს თქვენს ნაცვლად გააკეთებს. საკუთარი ბედნიერებისკენ, ნათელი მომავლისა და კეთილდღეობისკენ თავად უნდა იაროთ!

იმედი არ გქონდეთ, რომ გზაზე სირთულე არ დაგხვდებათ, რადგან ბედნიერებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა რთულია.

ჯადოსნური ბურთი № 3

როგორც ჩანს, იღბლიანი ხართ და ამაზე წარმოდგენაც არ გაქვთ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა. დარწმუნებული იყავით, რომ უახლოეს მომავალში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. საქმე იმაშია, რომ თქვენი დრო მოვიდა – პირადი ცხოვრება, კარიერა და ურთიერთობა, როგორც სასიყვარულო და რომანტიკული, ასევე საქმიანი უფრო მეტად გაგახარებთ. ახალი ნაცნობები გამოჩნდება და ძველი მეგობრები არსად წავლენ, დაწინაურების ან ახალი თანამდებობის შემოთავაზებას მიიღებთ. მოსალოდნელია დიდი პრემია ან ანაზღაურება ან მემკვიდრეობა.

თუმცა, გახსოვდეთ, ესაა „სპილენძის მილების“ ტესტი და თქვენი მომავალი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ მას როგორ გაუმკლავდებით და გაივლით. შესაძლოა, ყველაფერი გაორმაგებულად მიიღოთ ან ყველაფერი დაკარგოთ. პრიორიტეტები სწორად დასახეთ, ღირებულებები განსაზღვრეთ, სიკეთე გააკეთეთ და მაშინ ყოველმხრივ მდიდარი ადამიანი გახდებით.

ჯადოსნური ბურთი № 4

უცნაურია, რომ ასეთ ჭკვიან და თავდაჯერებულ ადამიანს სხვისი აზრის საჭიროება არასდროს აწუხებს. ამ ჯადოსნურმა ბურთმა იცის, თუ როგორ აფასებთ დროს, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავა. პირველ რიგში, ბურთის გარეშეც იცით, თუ რა გელით მომავალში, რადგან ყველაფერს დეტალურად გეგმავთ. მეორეც, აბსოლუტურად მართალი ხართ! მესამეც, გყავთ ახლობლები, რომელთა აზრსაც ეყრდნობით, თუმცა მათთან საუბარს ხშირად ვერ ახერხებთ.

ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ გჭირდებათ, უბრალოდ ხშირად გაიხსენეთ, თუ თავად ვის სჭირდებით, როგორც მოსიყვარულე, კეთილი და ახლობელი ადამიანი. სხვებს ცოტა ყურადღება დაუთმეთ, რომლებსაც ნამდვილად და გულწრფელად უყვარხართ. ეს არც თქვენ და არც თქვენს გეგმებს ხელს არ შეუშლის. სხვა მხრივ მთელი თქვენი ცხოვრება გეგმის მიხედვით მიდის, მაგალითად, მალე მორიგი წარმატება გელოდებათ, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე წინასწარ დაგეგმილი გქონდათ.