Connect with us

ყვავილები

გოგონა ორქიდეას ბოთლებში რგავს, რომ ყვავილებს სიცოცხლე დაუბრუნოს

ორქიდეას გაზრდა ჩემთვის ყოველთვის პრობლემა იყო. ხან ზედმეტად მოვრწყე, ხან ზედმეტად გამოვაშრე, აქ კი პრეტენზიულ ყვავილს ორპირმა ქარმა დაუბერა. ამით არაერთი მცენარე დამეღუპა. ცოტა ხნის წინ ნაცნობმა ფლორისტმა მირჩია მცენარისთვის ბუნებრივი მიკროკლიმატი შემექმნა. თითქოსდა, ორქიდეა ბოთლში უკეთ გაიზრდება.

ვაღიარებ, თავიდან მის რჩევას სკეპტიკურად შევხედე. იმედგაცრუების მომენტში, როცა ჩემი ყვავილის ფესვებმა ლპობა დაიწყო, ამ მეთოდის შესახებ დეტალები გამოვკითხე. აი, რატომ და როგორ გაიზრდება ორქიდეა ბოთლში.

რატომ უნდა გადარგოთ ორქიდეა ბოთლში

ბუნებაში ორქიდეა ტროპიკულ კლიმატში იზრდება. ის მაღალ ტენიანობას და ჰაერის ტემპერატურას მიჩვეულია. სწორედ ამიტომ მსგავსი პირობები მცენარის ზრდას და გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს. პირველ რიგში, ფლორისტმა განმიმარტა, რომ ბოთლში შეიძლება როგორც მთელი მცენარის, ასევე ყვავილის ყუნწის გადარგვა.

თუ მცენარის ფესვები დალპა, თამამად გადაჭერით. გადანაჭერ ადგილას ბრილიანტის მწვანე, შემდეგ B1 ვიტამინი წაუსვით. პლასტმასის ბოთლი შუაზე გადაჭერით. ბოთლის ძირში შემდეგი ნარევი ჩაყარეთ: თანაბარი პროპორციებით ფიჭვების ქერქი, კორპის მუხა და პენოპლასტის ბურთები.

ნიადაგი დაატენიანეთ, მასში დამუშავებული მცენარე მოათავსეთ. ზემოდან ბოთლის ზედა ნაწილი დააფარეთ. ორქიდეამ ბოთლში საკმარისი სითბო უნდა მიიღოს, ამიტომ მზიან მხარეს ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ. ზომიერად მორწყეთ. რამდენიმე დღეში კონდენსაციას დაინახავთ.

თბოთერაპია

მსგავს პირობებში ყვავილის ყუნწებიდან ორქიდეის შვილების გაზრდას შეძლებთ. აყვავილებული ყვავილის ყუნწი გადაჭერით. გადაჭრილი ბოთლის ქვედა ნაწილში სუფთა წყალი ჩაასხით. მასში ყვავილის ყუნწი მოათავსეთ. შემდეგ ბოთლის ზედა ნაწილი დააფარეთ და კვლავ თბილ ფანჯარასთან მოათავსეთ.

წინასწარ ეს ყვავილის ყუნწი დღის განმავლობაში უნდა გამოაშროთ. ასე შანსი, რომ ორქიდეა გაიზრდება, მაღალია. ზოგჯერ ყვავილის ყუნწი წყალში შეამოწმეთ. თუ ლპება, გადაჭერით. როგორც კი შვილები გაჩნდება და ფესვები გამოჩნდება, ახალგაზრდა მცენარე გამოყავით. ის ხავსში უნდა გადაიტანოთ.

აი, ყვავილის აღდგენის ასეთი მეთოდი მირჩია მეგობარმა ფლორისტმა. ამბობს, რომ ორქიდეა ბოთლში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ის ხომ სწორედ ასეთ ბუნებრივ კლიმატს არის მიჩვეული. ამ ხრიკმა ჩემს ყვავილებზე ნამდვილად გაამართლა. გაგვიზიარეთ გამოცდილება, თქვენ როგორ ზრდით ჯანმრთელ და აყვავილებულ ორქიდეას!