თავის მოვლა
როგორ გავაუმჯობესოთ კანისა და თმის მდგომარეობა ქორწილის წინ
ეს 7 უმარტივესი ეშმაკობა თქვენი თმისა და კანის მდგომარეობას რამდენიმე დღეში გააუმჯობესებს
ყველა პატარძალს სურს ქორწინების დღეს იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა გიჟური ცხოვრებისეული გრაფიკის გამო ყველას არ შეუძია თავისი კანისა და თმისთვის რეგულარული ზრუნვა უზრუნველყოს. ეს ეშმაკობები ქორწილის ან ნებისმიერი დღესასწაულის წინ აუცილებლად დაგეხმარებათ.
ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი
საღამოს სახე მიცერალური წყალით, ორჯერ გაიწმინდეთ, ბოლოს კი სახეც ჩამოიბანეთ რათა მაკიაჟი ბოლომდე მოგშორდეთ. თუ ძალიან დაღლილი ხართ, ეცადეთ საწოლთან, უსპირტო საწმენდი საშუალება და ბამბის დისკები იქონიოთ და მაკიაჟი მათი მეშვეობით მაინც მოიცილოთ.
დაეხმარეთ დახეთქილ ტუჩებს
იმისთვის, რომ ტუჩები წამიერად იქცნენ დარბილდნენ, ერთმანეთში ქოქოსის ზეთი, შაქარი და თაფლი აურიეთ, ტუჩებზე 10 წუთით წაისვით და შემდეგ ფრთხილად მოიცილეთ სუფთა კბილის ჯაგრისით.
იზრუნეთ თვალებიდან შეშუპების მოხსნაზე
იმისთვის, რომ თვალის შეშუპება აიცილოთ თავიდან, ძილის დროს თავი წამოწიეთ, გამოიყენეთ სათადარიგო ბალიში, ეს თვაკების ქვეშ სითხის დაგროვებას შეუშლის ხელს. გამოიყენეთ მდუღარეში დასველებული და შემდეგ გაციებული მწვანე ჩაის პაკეტები და დახუჭულ თვალზე 10 წუთის განმავლობაში დაიდეთ.
მოიშორეთ მუწუკები
დილით სახეზე მუწუკის დანახვა ნებისმიერი პატარძლისთვის კოშმარული მოვლენაა. თუ აკნესადმი გაქვთ მიდრეკილება, სახე ყოველდღე სალიცინის ფუძეზე დაყენებული საწმენდი საშუალება გამოიყენეთ, კვირაში ორჯერ კი პილინგი გაიკეთეთ. მუწუკის წვალება არ დაიწყოთ, უბრალოდ სპეციალური, ჰიდროკოლოიგური მუწუკის საფენი გამოიყენეთ, ეს მუწუკს მოაშუშებს, მის დატოვებულ კვალს კი საქორწინო მაკიაჟში დაფარავთ.
შემატეთ თმას სილამაზე და ბზინვარება
ეს მეთოდი თმისთვის მოცულობისა და მბზინვარების შესამატებლად ათწლეულების მანძლზე გამოიყენება – თმაზე ვაშლის ძმრის, იოგურტის, თაფლისა და ალოე ვერას ნარევის 30 წუთით წაისვით შემდეგ კი რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ. ამ ნარევზე აერგიულობის შემოწმება აუცილებელია – ცოტაოდენი ნარევი იდაყვის შიდა მხარეს წაისვით და რამდენიმე წუთით გაიჩერეთ.
ნუ გააკეთებთ ექსპერიმენტებს
სახის კანის მოვლის თქვენი ჩვეული პროცედურების ექპრომტად შეცვლას, ხშირ შემთხვევაში უარყოფით შედეგი აქვს. ამიტომ ქორწილი ან დღესასწაულის წინა დღეს ექპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ და მხოლოდ ჩვეულ პროცედურებს მიმართეთ.
ყურადღება მიაქციეთ კვებას
ქორწილამდე ერთი კვირით ადრე თავი შეიკავეთ რძის პროდუქტებისა და შაქრის შემცველი საკვებისგან. ეს შებერილობისა და მუწუკებისგან გიხსნით. მოერიდეთ ალკოჰოლის და ცხარე საკვების მიღებასაც.