სხვა
როგორ მოვიქცეთ თუ ზეწარი მატრასზე არ ჩერდება
მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად საგულდაგულოდ გაასწპრებთ ლოგინს, დილამდე ზეწარი მატრასზე მაინც არ ჩერდება. ერთადერთი გამოსავალი რეზინიანი ზეწრის საკუთარი ხელით შეკერვაა. ამ სტატიასში სწორედ ამ ხელსაქმის შესწავლით დავკავდებით და ბოლოს კი შესაბამის ვიდეო ინსტრუქციასაც იხილავთ.
ზეწრი შესაკერად ბიაზის ან ბამვის ნაჭერი დაგჭირდებათ. თუ ახალბედა ხართ აჯობებს ნატურალური მატერია გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რეცხვის შემდეგ ნატურალური ნაჭერი ზომაში ოდნავ მცირდება აიტომ კერვის დროს მისი ზომის +15% გაითვალისწინეთ.
დაგჭირდებათ
- შესაკერი ნაჭერი
- რეზინა
- მაკრატელი
- ქინძისთავები
- საპონი, მარკერი
- А4 ფურცელი
- სახაზავი
- საკერავი მანქანა
1. იმისთვის, რომ ზეწრის ზომა გამოთვალოთ ქაღალდის ფურცელი აიღეთ, მასზე ორი მართკუთხედი დახაზეთ. პირველი მართკუთხედი ლეიბს გულისხმობს, მეორე კი ზეწრის ნაჭერს. დაიტანეთ ორივე მათგანის ზომები.
2. ზეწარს ყველა მხირდან 27 სანტიმეტრი დაუმატეთ, ეს მატრასის სიმაღლის (20 სმ) და შემოსაკერი ნაწილის (7სმ) ზომების ჯამია. თუ შეკერვამდე ნაჭერი არ გაგირეცხავთ მაშინ ზომის 2% კიდევ დაუმატეთ.
3. მოჭერით 2 მეტრი და 67 სანტიმეტრის ნაჭერი. უკუღმა მხარეზე, შუაზე გადაკეცეთ. კუთხეები გაასწორეთ და სწორ კუთხეზე 26 სანტიმეტრი გადაზომეთ. გაშალეთ ნაჭერი.
4. კუთხის კიდეები მოჭერით და გადანაჭერი ადგილი ორივე მხრიდან გადაკერეთ საკერავი მანქანით. იგივე გააკეთეთ დარჩენილ კუთხეებთანაც.
5. როდესაც ყველა კუთხე მზად იქნება, საჭირო ზომის რეზინა გაზომეთ და მოჭერით.
6. ზეწრის კიდეები ჯერ 1 სანტიმეტრით შეკეცეთ, შემდეგ 2,5 სანტიმეტრი დაუმატეთ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძიათ ქინძისთავები გამოიყენოთ. გარშემო შემოკერეთ ძეწარი და შემდეგ რეზინა შეუყარეთ, ბოლოს რეზინაც გადაკერეთ და ეწარს დარჩენილი ადგილიც შემოაკერეთ.
როგორც ხედავთ ზეწარის შეკერვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა თუ ინსტრუქცია ბოლომდე გასაგები ან დეტალური არ არის, შეგიძიათ ვიდეო ინსტრუქციით იხელმძღვანელოთ.