Connect with us

ჰოროსკოპი

თანდაყოლილი სისუფთავის მოყვარული ან სისუფთავით შეპყრობილები ზოდიაქოს ნიშნები

სისუფთავის სიყვარული ძალიან სანაქებო საქმეა. მაგრამ როცა ხვდებით ადამიანს, რომელიც ფანჯრასთან მტვრის ორ ბუსუსს მშვიდად ვერ უყურებს ან მუდმივად ჩვრით ხელში დადის, თავს უხერხულად იგრძნობთ. არსებობენ სისუფთავის მოყვარულები ნების გარეშე. აკვიატება ან ობსესია – ერთ–ერთი მიზეზი, რაც მუდმივად წესრიგის დამყარების სურვილს იწვევს. ამ დროს ადამიანს ყოველდღე რამდენიმე რიტუალის განმეორება სჭირდება, რომ დამშვიდდეს. ამ რიტუალების გარეშე სამსახურში წასვლას, დაწოლას ვერ შეძლებს და მუდმივად სტრესს განიცდის. ბრიტანელებს აქვთ შესანიშნავი სატელევიზო შოუ, რომელსაც ასე ეწოდება „სისუფთავით შეპყრობილები“. აქ, კარგად ნაჩვენებია, თუ რა გვაქვს მხედველობაში.

თუმცა, დღეს სამწუხაროზე არ ვისაუბრობთ, რადგან ამ აშლილობის გარეშეც არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სახლში იდეალური სისუფთავის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოდიაქოს ნიშანთან. დღეს Alltime.ge გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან სისუფთავით შეპყრობილნი.

სისუფთავით შეპყრობილნი

ქალწული

უწესრიგობას ქალწულის წყობიდან გამოყვანა შეუძლია. თავის სახლში ზედმიწევნით ალაგებს, საწოლზე ერთ ნაკეცსაც არ უშვებს. მის სამზარეულოში და ოთახებში კი მკაცრი წესრიგი სუფევს. როცა საწოლს სისუფთავის სუნი ასდის, ყველა ტანსაცმელი დაუთოებულია, იატაკები კი მოწმენდილი, მხოლოდ მაშინ არის კმაყოფილი. ღმერთმა არ ქნას, ვინმემ თეფში თავის ადგილზე არ დადოს ან ოთახის დალაგება დაავიწყდეს.

მორიელი

მორიელმა რაც არ უნდა პატარა დალაგება დაიწყოს, ის მასშტაბურ ღონისძიებად გადაიქცევა. როგორც კი მორიელი გადაწყვეტს, რომ ერთი ოთახი დაალაგოს, თაროებზე ყველაფერი სკრუპულოზურად ლაგდება, ზედმეტი ხარახურა იყრება, ზოგჯერ მაშინაც კი, თუ ნაგავი არაა. მორიელს სახლის დალაგებისთვის მთელი დღის მიძღვნა უყვარს, ხშირად ამისთვის შაბათ–კვირას იყენებს. მხოლოდ მოვალეობის შესრულების შემდეგ ჯდება დივანზე სერიალების საყურებლად. არ დაუშვებს, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ფილონიტია და დალაგებაზე უარს ამბობს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს შეუძლია პულსის დაკარგვამდე სახლი დაალაგოს. ჯერ საკუთარ სახლში ყველაფერს ალაგებს, რაც შესაძლებელია და არ შეიძლება, შემდეგ ნათესავების და მეგობრების დახმარებაზე გადადის. მშვილდოსანს ურჩევნია თავად დაალაგოს, რადგან მხოლოდ მან იცის, ყველაფერი სწორად როგორ გარეცხოს, გაწმინდოს და დაკეცოს.

სახლის დალაგებისას ადამიანი ფიქრებსაც ალაგებს. თუ ცხოვრებაში რაღაც რიგზე არაა, არ განაწყენდეთ, სახლის დალაგება დაიწყეთ და ნახავთ, თუ როგორ შეცვლის დარდს კმაყოფილება და დაღლილობა. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ დალაგების საკითხზე? საინტერესოა, საკუთარი ქცევის წესები თუ გაქვთ სახლში წესრიგის დასამყარებლად. ამ თემაზე თქვენი კომენტარების წაკითხვა საინტერესო იქნებოდა.