Connect with us

ტესტები

აირჩიეთ სურათი და მიიღეთ ზეციური შეტყობინება თქვენი სულისთვის

აირჩიეთ სურათი, რომელიც მოგწონთ, და აღმოაჩინეთ ამაღელვებელი ზეციური შეტყობინება.

№1 – განახლება

„ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ“

მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილების შემდეგ განახლების დრო დადგა. შესაძლოა, ზოგიერთი გამოცდილება ისეთი პოზიტიური არ აღმოჩნდა, როგორც გსურდათ. დარწმუნებული იყავით, რომ მიღებული გამოცდილება შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, გჯეროდათ, რომ ის, რასაც აკეთებდით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

ალბათ, დროის გასვლის შემდეგ მიხვდებით, რომ ზოგიერთმა გამოცდილებამ ძალა გამოგაცალათ, მაგრამ, უდაოდ, ბევრმა სხვამ გაგამდიდრათ.

არჩეული სურათი მიგითითებთ, რომ დრო მოვიდა ცხოვრებაში სუფთა ჰაერი შემოუშვათ და განახლების თესლი დათესოთ, რომ ღრმა ემოციებიდან კარგი განახლების გრძნობები გაღვივდეს.

დრო მოვიდა ძველი ჭრილობები მოიშუშოთ და თქვენი გული ახალი განცდებისთვის მოამზადოთ.

რჩევა:

დროა განახლების ენერგია მიიღოთ, რომელიც კარზე გიკაკუნებთ. ის შეგახსენებთ, რომ წარსულს ხელი უნდა გაუშვათ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ის, რაც გულის სიღრმეში ყოველთვის გსურდათ, უკვე ხელმისაწვდომია.

№2 – დასვენება

„ცხოვრება ახალი და სასიამოვნო შეგრძნებებით აგავსებთ“

ცხოვრება სხვადასხვა მოვლენებისა და განცდებისგან შედგება. არჩეული სურათი მიგითითებთ, რომ დრომ, რომელიც პირად სრულყოფილებაზე დახარჯეთ, დიდი შედეგები გამოიღო. მშვიდობა და ჰარმონია თქვენი არსის ნაწილია, რომელიც თავისუფლებას განიჭებთ და სიყვარულის მთლიანად შეგრძნებაში გეხმარებათ.

თქვენი შინაგანი სამყარო ყვავის და ახლა დრო მოვიდა თქვენი სხეული განავითაროთ, რომელსაც სჭირდება ყურადღება, რომ სული სილამაზით და დიდებულებით გაძლიერდეს. ახლა დასვენების დროა: ერთი დღე მთაში გაატარეთ, სანაპიროზე ან ქალაქში გაისეირნეთ და ღირშესანიშნაობები დაათვალიერეთ. უბრალოდ ცხოვრება უნდა გიყვარდეთ.

რჩევა:

აღმოჩენების და ახალი ცოდნის მიღების დროა. შინაგან სამყაროზე მიძღვნილი პერიოდი დიდ შედეგებს მოგცემთ და სულის თავისუფლებამდე მიგიყვანთ. სხეულს სათანადო ყურადღება დაუთმეთ. თბილი აბაზანით ისიამოვნეთ და იგრძენით, თუ როგორ ივსება თქვენი კანი მზის ენერგიით.

№3 – იმედგაცრუება

„მოიშორეთ ბლოკირება, რაც მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით“

ამჟამად ძალაგამოცლილი და დაბნეული ხართ. თქვენ ჩიხში ხართ. თქვენი ძალისხმევა წარმატებით არ დასრულდა, ამ ეტაპზე პრობლემების გადაჭრის მეთოდებს ვერ ხედავთ. დროის და ენერგიის უმეტესი ნაწილი მათ გადაჭრას დაუთმეთ და მაინც იმავე ადგილას იმყოფებით, საიდანაც დაიწყეთ.

ახლა უნდა დაისვენოთ. დრო პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას გაძლევთ, როგორი დიდიც არ უნდა იყოს. თქვენ ხართ ის, ვინც დიდ ან პატარა გარემოებებს თავად ქმნის, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გარს ეხვევა.

არჩეული სურათი გეუბნებათ, რომ ზეციური ძალები ამ მდგომარეობიდან გათავისუფლებაში გეხმარებათ. ამისთვის თქვენი განწყობა პოზიტიური უნდა იყოს. ანგელოზები თქვენს მხარესაა და მზად არიან, დაგეხმარონ. გულის კარი გააღეთ და გჯეროდეთ, რომ თავისუფლება თქვენს ცხოვრებაში შემოვა.

რჩევა:

დროა, პრობლემები დაივიწყოთ. თქვენი ანგელოზი თქვენთანაა და წნეხისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ანგელოზები მოქმედებას შეძლებენ, როგორც კი განწყობას შეიცვლით. ამრიგად, არსებული ბლოკირება მოიხსნება, სიტუაცია განიმუხტება და თქვენ პრობლემების გადაჭრის გზებს იპოვით.