Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი გაჩვენებთ, თუ როგორი ქალი ხართ

თითოეულ ქალს საკუთარი თავის უკეთ გაცნობა სურს, სანამ სხვებს თავს შეადარებს. ამის გაკეთება სხვადასხვა გზით შეიძლება, პიროვნების განვითარების წიგნებით დაწყებული და ფსიქოლოგიური ტესტებით დამთავრებული. იმის მიუხედავად, შედეგები რეალისტურია თუ არა, პიროვნების ზოგიერთ თვისებაში გარკვევას მაინც ახერხებენ.

ყვავილები დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორი ქალი ხართ. უბრალოდ მოცემულ სურათზე ერთ–ერთი ყვავილი უნდა აირჩიოთ. შემდეგ შედეგები წაიკითხეთ და ნახეთ, თუ ამოიცნობთ საკუთარს თავს აღწერაში.

1. ვარდი

თუ თქვენი საყვარელი ყვავილი ვარდია, თქვენ „დედა–დედოფალი“ ხართ. ამ როლს ძალიან სერიოზულად ეკიდებით, ამიტომ ცდილობთ ბავშვებს საუკეთესო განათლება მისცეთ და ცხოვრებისთვის მაქსიმალურად მოამზადოთ. მათ მისაბაძად კარგ მაგალითს აძლევთ. არ მოგწონთ არასტაბილური ადამიანები, მაგრამ ამასთან გულუხვი და ემპათიური ხართ, ამიტომ სხვების პრობლემების გაგება შეგიძლიათ.

ვარდი სილამაზის და ქალური დახვეწილობის სიმბოლოდ ითვლება. ვარდი ყვავილობით და სასიამოვნო არომატით დააჯილდოებს მას, ვინც მასზე იზრუნებს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად თქვენი ძალების, პროდუქტიულობის და პასუხისმგებლობის გონივრულად გამოყენება მოგწონთ. თქვენთვის დამახასიათებელია გულუხვობა, რაც იშვიათობას წარმოადგენს. თქვენ აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლობისკენ მიდრეკილებაც გაქვთ.

2. ექინაცეა

ამ ყვავილის სიმბოლოს მიხედვით საკუთარ თავს შეგიძლიათ „დედამიწა“ უწოდოთ. თქვენ გატაცებული ხართ ყველაფრით, რაც ბუნებას და გარემოს უკავშირდება. სხვებისთვის თავდაჯერებულობის სწავლა და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მითითება გიყვართ. თანაგრძნობა, რომელიც გახასიათებთ, მომავალ თაობას სწორ გზამდე მიიყვანს.

ექინაცეა გვირილას ჰგავს და შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს, თეთრიდან მეწამულამდე. მცენარე, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და სურდოს და გრიპს ებრძვის.

თქვენი ცხოვრებისეული დევიზი: რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოთ, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. სიტყვა, რომელიც შეგეფერებათ, – „იმედი“. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მოგწონთ, როცა დროს, ენერგიას ან ფულს მსხვერპლად იღებთ. თქვენ სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს აკეთებთ.

3. გეორგინა

სხვებისთვის სუფთა ჰაერი ხართ. ცხოვრებით გატაცებული და შემოქმედებითი ადამიანი ხართ, რომელსაც არსებული წესების დარღვევა და ახლის გამოგონება უყვარს. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ოცნებების ასრულებაში გეხმარებათ, რომელთაც ადვილად აღწევთ, რადგან გარემოსთვის გახსნილი ხართ.

პრინციპი, რომლითაც ცხოვრებაში ხელმძღვანელობთ, ბარიერების დარღვევას ეფუძნება, რომლებიც ადამიანს თვისებების გამოვლენაში ხელს უშლის. სამართლიანობა მოგწონთ და მისი გაცნობიერება შეგიძლიათ, როცა ნეგატიური გრძნობები გამძიმებთ.

4. პიონი

თუ თქვენი საყვარელი ყვავილი ლამაზი პიონია, თქვენ ხართ ქალი, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქალურობას ასხივებს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ გარემოს მოერგოთ. ხუმრობა ან მოთხოვნების წამოყენება არ გიყვართ.

სხვებისგან კეთილი სულით გამოირჩევთ და სხვების გაღიმება, მათთვის ყურადღების მიქცევა მოგწონთ. როცა ვინმეს რჩევა ან კეთილი სიტყვა სჭირდება, თქვენ მოგმართავს, რადგან შეგიძლიათ მოსმენა და გამოცდილების გაზიარება. თავს ყველგან კარგად გრძნობთ. თქვენი გარდერობი სხვებისგან გამოგარჩევთ და ყოველ ჯერზე ქალურობას ასხივებთ.

თქვენი ცხოვრების მიზანი – სხვების დახმარება, რადგან იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დახმარება, როცა ვინმეს ეს ძალიან სჭირდება. უცნობია, როდის აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში!