ჰოროსკოპი
ნახეთ, ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო სისუსტეები, რომელთა შესახებ არავინ იცის
ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი სუსტი მხარე აქვს. თუ სისუსტეების გამოსწორებაზე სათანადოდ არ იმუშავებთ, ეს თქვენი ხასიათის ნაწილი გახდება. ნახეთ, ზოდიაქოს ნიშნების მთავარი სისუსტეები.
ვერძი
თქვენს მთავარ სისუსტეს ბრაზი წარმოადგენს. სწორედ მასზე მუშაობა მოგიწევთ, თუ გარშემომყოფებთა ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ. თქვენ რისხის გაკონტროლების შანსი გაქვთ. თქვენ სწრაფად ბრაზდებით, მაგრამ ასევე სწრაფად მშვიდდებით. სიბრაზის გაკონტროლება არ გაგიჭირდებათ, თუ ამ საკითხზე მუშაობას დაიწყებთ.
კურო
თქვენი სისუსტე ტოლერანტობის ნაკლებობაა. ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენი აზრი არის ერთადერთი სწორი. ამის გამო გარშემომყოფების აზრს არ აფასებთ. თქვენთან საუბარი დიდად არ უყვართ, რადგან ყოველთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობთ. სერიოზულად? ნუთუ შეიძლება ყოველთვის მართალი იყოთ?
ტყუპები
პირდაპირობა თქვენი სისუსტეა. ზოგიერთი ადამიანი ამას აფასებს და პატიოსნად მიაჩნიხართ, თუმცა ზოგი ამას უხეშობად აღიქვამს. უფრო მეტიც, ხშირად გავიწყდებათ, რომ შეუსაბამო სიტუაციაში უხერხულ სიტყვებს ამბობთ. ყველაფერს შესაბამისი დრო და ადგილი სჭირდება. ეს არ დაგავიწყდეთ.
კირჩხიბი
თქვენ შურისმაძიებელი ადამიანი ხართ. სხვების ცუდად მოპყრობას ვერ იტანთ და გსურთ დაუყონებლივ შური იძიოთ. შურისმაძიებლობა თქვენი ნეგატივის მიზეზი ხდება, ასევე დროის ფუჭ ხარჯვას წარმოადგენს, რადგან მხოლოდ შურისძიების გეგმის შედგენით ხართ დაკავებული.
ლომი
ქედმაღლობა თქვენი სისუსტეა. ამის გამო, ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას არ ცდილობთ. ცოტას თუ მოუნდება თქვენთან საუბარი, რადგან ამპარტავნობა ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება. სხვებს ზემოდან ნუ უყურებთ და ეცადეთ, უფრო მიწიერი გახდეთ. ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება.
ქალწული
სხვადასხვა გეგმას იგონებთ, რომლებიც გონებაში კარგად მუშაობს. პრობლემა ისაა, რომ გარშემო სამყარო მათ მორგებას არ დაიწყებს და ამის გაგება გიჭირთ. ყველაფრის დეტალურად დაგეგმვა შეწყვიტეთ და მოქმედება დაიწყეთ, ეს უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ.
სასწორი
საკმარისია ვთქვათ, რომ უპატიოსნო ადამიანი ხართ. ზოგჯერ ხალხს ატყუებთ. იმდენად კარგად ცრუობთ, რომ ტყუილ-მართლის გარჩევა ზოგჯერ თავად გიჭირთ. ეცადეთ, უფრო გულწრფელი იყოთ და ხალხის ნდობას მოიპოვოთ.
მორიელი
თქვენ მიმზიდველი ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად საზღვარს გადადიხართ და უბრალოდ მათი არსებობაც გავიწყდებათ. სხვებს ამცირებთ და მათ თავს უხერხულად აგრძნობინებთ, რაც თქვენს ურთიერთობაზე გავლენას ახდენს.
მშვილდოსანი
საკუთარი თავი ყველაზე მნიშვნელოვანი გგონიათ და ეს თქვენი სისუსტეა. საკუთარი თავით შეპყრობილი ხართ. გეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენს ირგვლივ უნდა ტრიალებდეს. ასე საკუთარ თავს ატყუებთ. დროა ნარცისიზმი შეწყვიტოთ.
თხის რქა
თქვენ მომავლის გეშინიათ. ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური ადამიანი ხართ. ყველაფრის დაგეგმვა და წინასწარ მოფიქრება გიყვართ. ყველაფერს აკეთებთ, რომ მოვლენების შედეგი წინასწარ განსაზღვროთ. საქმე იმაშია, რომ რაც უფრო მეტს იფიქრებთ მომავალზე, მით უფრო შეგეშინდებათ, რადგან მომავალში 100%-ით დარწმუნებული ვერ იქნებით. ეცადეთ აწმყოთი იცხოვროთ.
მერწყული
მუდმივად ყველას აკრიტიკიბეთ. არაფერი ცუდი არ მოხდება, თუ ადამიანებში კარგის დანახვას დაიწყებთ. ადამიანებზე გაკრიტიკება ძლიერ გავლენას მოახდენს და თვითშეფასებას ამცირებს. ეს თქვენ დამშინებლად გაქცევთ, რაც კარგი არაა.
თევზები
თქვენ ილუზიებით ცხოვრობთ. მუდმივად ღრუბლებში დაფრინავთ და ხანდახან რეალურობასთან კავშირს კარგავთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოცნებების გასახორცილებლად ხელს არ ანძრევთ. რეალურ სამყაროში უფრო მეტი უნდა იშრომოთ, რომ ოცნებას მიაღწიოთ. ასე არ იქცევით, რადგან ოცნებების სამყარო რეალურზე უფრო უსაფრთხოდ მიგაჩნიათ. თქვენ უბრალოდ ოცნებებით ცხოვრება უნდა შეწყვიტოთ.