საკითხავი
ძლიერი ლოცვები ყოველგვარი დამოკიდებულების მოსაშორებლად
„როგორ ვილოცო სახლში სწორად, რომ ქმარმა მეგობრებთან ხშირად ქეიფი და 1–2 ჭიქის გადაკვრა შეწყვიტოს?“ – ჰკითხა ჩემმა დამ მამა ალექსანდრეს ნახევარი წლის წინ. როცა თხოვნები და კოდირება არ მუშაობს, მხოლოდ ღმერთის და ღრმა რწმენის იმედი რჩება.
„უნდა გწამდეთ და ილოცოთ. ყველაფერი დალაგდება, მთავარია – ხელი არ ჩაიქნიოთ!“ – უთხრა მღვდელმა ჩემს დას, შემდეგ კი ღვთისმშობლის ხატი მისცა. 21 დღის შემდეგ, როცა ჩემი და ამ ხატის წინაშე ლოცვას კითხულობდა, მისი ქმარი თითქოსდა გამოცვალეს. მან იპოვა სამსახური, რომელიც დილით სიხარულით ადგომას და ბედნიერებით ანთებას აიძულებდა. სასმელის მოყვარულ საზოგადოებასთან ურთიერთობა რატომღაც თავისთავად გაქრა.
როგორ ვილოცოთ სახლში სწორად
დღეს გიამბობთ, თუ რომელი ხატები და ლოცვებ დაგეხმარებათ მავნე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ლოცვები ბევრ ადამიანს ოჯახური ბედნიერების პოვნაში დაეხმარება!
ლოცვა ხატის „დაულევნელი ბარძიმის“ წინაშე
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „„დაულევნელი ბარძიმი“ პირველი დამხმარეა მათთვის, ვისაც ახლობლის დახმარება და მავნე დამოკიდებულებისგან მისი გათავისუფლება სურს. ამ ხატის წინაშე ლოცვის წაკითხვა ათასობით მტანჯველ ადამიანს დამოკიდებულების მოშორებაში დაეხმარა.
ჵ, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩუენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა – ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩუენნი განჰკურნენ.
ჵ, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.
ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩუენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩუენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.
დაგვიცევ და დავგიფარენ ჩუენ ბადეთაგან მაცდურისასა და მტერისა ჩუენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩუენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩუენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.
ლოცვა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მიმართ
ლოთობის საწინააღმდეგოდ ერთ–ერთი ძლიერ ლოცვად წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისადმი მიმართვა ითვლება. უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატის წინაშე ლოცვამ „მწვანე გველისგან“ ბევრი დაიცვა.
ჰოი, ყოვლადნეტარო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღმრთივშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლადბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ გვეყავნ წინაშე მისსა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოზთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა წმინდა იოანე კრონშტადტელის მიმართ
სასულიერო პირები გირჩევენ, რომ წმინდა იოანე კრონშტადტელის მიმართაც ილოცოთ. ეს მართლმადიდებელი სასწაულმოქმედი სასწაულების მოხდენის და სხვების დამოკიდებულებისგან განკურნების ნიჭს ფლობდა. ლოცვა წმინდა იოანე კრონშტადტელის მიმართ დაგეხმარებათ მავნე დამოკიდებულებად სამუდამოდ დაივიწყოთ და მათ აღარასდროს დაუბრუნდეთ.
„უფალო, ასწავე მონასა შენსა, სატანებრივსა ამპარტავნებასა შთავრდომილსა, მორჩილებაჲ და სიმდაბლეჲ, და განაგდე გულისა მისისაგან სიბნელეჲ და უღელი სატანებრივისა ამპარტავნებისაჲ!“
რა თქმა უნდა, ახლობელმა ადამიანმა მავნე დამოკიდებულება რომ მოიშოროს შეგიძლიათ თავად უფლის მიმართ ილოცოთ.
ახლა უკვე იცით, როგორ წაიკითხოთ ლოცვა სახლში სწორად, რომ ძლიერი ოჯახი შეინარჩუნოთ და სახლში კეთილდღეობა და სიყვარული მოიზიდიოთ. ეს ლოცვები ნამდვილ სასწაულს ახდენს. მთავარია – გულწრფელად წარმოთქვათ!
სტატია კი მამა ალექსანდრეს სიტყვებით მინდა დავასრულო: „ისე უნდა ილოცოთ, თითქოს ყველაფერი ღმერზეა დამოკიდებული, იმოქმედოთ ისე, თითქოს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!“ მთელი სული და გულით გისურვებთ, რომ მავნე დამოკიდებულებები მოიშოროთ. უფალი გფარავდეთ!