Connect with us

თავის მოვლა

ტესტი თქვენთვის იდეალური არომატის დასადგენად

ზაფხულში მკვეთრი სურნელის მქონე სუნამო სხვებს მხოლოდ აღიზიანებს. სწორედ ამიტომ, სასიამოვნო სურნელის და დახვეწილ სუნამოებს სიფრთხილით ვირჩევთ. ზამთარში სასიამოვნოა უფრო გაჯერებული არომატები, მაგრამ არსებობს წესი, რომლის მიხედვით ზამთრის სუნამოს ირჩევენ. დღეს გიამბობთ, რა შეცდომას უშვებენ გოგოები ცივ სეზონზე სუნამოს არჩევისას და როგორც შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი არომატი.

ზამთრის სუნამოები

წლის ცივ სეზონზე სუნამოს სურნელი ისეთი შესაგრძნები არაა, როგორც სიცხეში. იმის მიუხედავად, რომ მოსაცმელ ტანსაცმელზე მდგრადი არომატი შენარჩუნდება. კაფეში, სამსახურში ან კინოში წასვლისას, სადაც მოსაცმელი ტანსაცმლის გახდა მოგიწევთ, სუნამოს რაოდენობა უნდა შეამციროთ. რაც უფრო თბილად ჩაიცვამთ, მით უფრო ნაკლები სუნამო უნდა იპკუროთ.

სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობისთვის სუნამო სხეულის ღია ადგილებში იპკურეთ: ყურებთან, საფეთქლებთან ან მაჯაზე. სჯობს სუნამო ბეწვის ან აბრეშუმის ნაწარმზე არ აპკუროთ. სუნამოს არომატი ქსოვილში ჩაჯდება და სხვა სუნამოს შეერევა, თუ მის გამოცვლას გადაწყვეტთ.

ზამთარში ჯანსაღი მსუბუქი არომატები ძლიერდება, მათი სუნი გვაღიზიანებს, სპირტი ძლიერ იგრძნობა. ცივ დროში ყვავილების არომატი ოდნავ მომწარო იქნება. ამ სეზონზე სასურველია გამოიყენოთ შიპრის სუნამოები, ისინი სიცივეს თავიანთ სიმკვრივეს აძლევენ და ნაზ საბურველს ქმნიან. ალდეჰიდური სუნამოები სიცივეში პრაქტიკულად არ იცვლებიან. ზამთარში სანდლის, სუნელების, ხმელი ხილის ნოტებს ყურადღება მიაქციეთ. აღმოსავლური და ტკბილი ნოტების მქონე სუნამოები ზამთარში დომინანტი ხდება.

როგორ შევარჩიოთ სუნამო

თუ ძვირადღირებული სუნამოს ყიდვას ვერ ბედავთ ან რამდენიმე არომატი მოგწონთ, აუცილებლად ტესტერებით დაიწყეთ. რამდენიმე სუნამოს ტესტერი შეიძინეთ და მორიგეობით იპკურეთ. სუნამო მთელი დღის განმავლობაში იცვლება, რომ მთლიანად დაიშალოს. ერთდროულად რამდენიმე სუნამო არ იპკუროთ, მოთმინება მოიკრიფეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ თქვენი არომატის არჩევას.

მცირე სუნამო მაჯაზე წაისვით. არომატის პირველი ნოტები იგრძენით. სუნამოს ზედა ნოტების შესაფასებლად 5-30 წუთია საჭირო, შემდეგ პარფუმის გული იშლება. ნახევარ საათში თქვენ სუნამოს დასუნეთ და არომატი კვლავ შეაფასეთ. ეს სურნელი 2-6 საათში აორთქლდება. რამდენიმე საათში სუნამოს სურნელი კვლავ შეაფასეთ.

სანამ ზამთარში სუნამოს იპკურებთ, კარგად დაფიქრდით, თუ როგორ პირობებში აპირებთ მის „გასეირნებას“. უნდა გაითვალისწინოთ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, მოსაცმელი ტანსაცმელი და ის, თუ რამდენად თბილად გაცვიათ. როგორც ხედავთ, ზამთარში რამდენიმე დეტალის გათვალისწინება არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულში, რომ თქვენი სუნამოთი სამსახურში ან ტრანსპორტში ცუდად არავინ გახდეს.