თავის მოვლა
რატომ ითხოვენ ახალგაზრდა ემიგრანტები აშშ–ში გერონტოლის კრემის გაგზავნას
დედაჩემს კოსმეტიკური საშუალებების უჩვეულოდ გამოყენების გამოგონება უყვარს. მისი ბოლო მსხვერპლი გახდა სახის კრემი „გერონტოლი“. ვაღიარებ, ამ ბიუჯეტურ პროდუქტს სკეპტიციზმით ვუყურებდი, მაგრამ დამაინტერესა, თუ რას წარმოადგენს და კიდევ როგორ შეიძლება გამოვიყენო.
გერონტოლი – სახის კრემი
გერონტოლის კრემს რუსული კოსმეტიკური ქარხანა „თავისუფლება“ უშვებს. ამ ხნის მანძილზე კრემმა ორაზროვანი რეპუტაცია მოიპოვა. ზოგი ეფექტით ნამდვილად კმაყოფილია, ზოგს საშუალება საერთოდ არ მოსწონს. უფრო მეტიც, ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ფოტო მიმოხილვები, სადაც ქალები ამ პროდუქტზე ალერგიულ რეაქციაზე საუბრობენ.
ამ კრემს ერთმნიშვნელოვან შეფასებას ვერ მივცემთ, მაგრამ მის შემადგენლობაზე და გამოყენების მეთოდებზე საუბარი ადვილია. პირველ რიგში, „გერონტოლი“ მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. საკმაოდ ზეთოვანი, მძიმე კრემია, რომლის ამოცანაა კანის დატენიანება და გამოკვება.
მეორეც, საკმაოდ მარტივი შემადგენლობა აქვს. სხვა კომპონენტებთან ერთად მასში შედის მინერალური ზეთი, ზეითუნის ზეთი, ლანოლინის მჟავა და ოროტის მჟავა. ეს უკანასკნელი სახის კანზე ასაკობრივი ნიშნების წინააღმდეგ მოქმედებს.
როგორ გამოვიყენოთ „გერონტოლი“
ეს კრემი ყველას არ მოსწონს, რადგან კანს ამძიმებს. თუმცა შეგიძლიათ სხვა დანიშნულებით გამოიყენოთ. მაგალითად, ერთ–ერთი უჩვეულო მეთოდი – ტუჩის გამძლე მაკიაჟის მოშორება. ახლა განსაკუთრებით აქტუალურია მკვრივი, მატისებრი ტუჩსაცხები, რომელთა მოშორება ზოგჯერ ძალიან რთულია.
უბრალოდ ტუჩებზე „გერონტოლის“ სქელი ფენა წაისვით. შემდეგ რამდენიმე წუთით მოიცადეთ და ტუჩსაცხის ნარჩენები ბამბის დისკით ან სალფეთქით მოიშორეთ. კრემი არა მხოლოდ ტუჩს გაწმენდს, არამედ დაატენიანებს და გამოკვებავს. შედეგად, ტუჩები დარბილდება.
მანიკიური
თუ კლასიკურ მანიკიურს თავად იკეთებთ, უჩვეულო ხრიკი გამოიყენეთ. ხელები კი არ დაიორთქლოთ, არამედ კრემი კუტიკულაზე უხვად წაისვით. 10 წუთში შეგიძლიათ კუტიკულა ფორთოხლის ჩხირით ჩასწიოთ. შედეგად, კანი უფრო დამყოლი და მოქნილია.
სხვათა შორის, მეთოდი შეგიძლიათ სრულყოთ. კრემის წასმის შემდეგ ხელებზე პოლიეთილენის ხელთათმანები გაიკეთეთ. შემდეგ თბილი წყლის აბაზანაში ხელები ჩაყეთ. ამის წყალობით კრემი კუტიკულაში სწრაფად და უკეთ შეიწოვება, ის კი რბილი გახდება.
მკვებავი ნიღაბი
ქალი რაც უფრო ასაკოვანია, მით უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ყელს და დეკოლტეს ზონას. დატენიანება და სათანადო მოვლა მათ განსაკუთრებულად სჭირდებათ. ამისთვის ძვირადღირებულ სალონში ვიზიტი საჭირო არაა. საკმარისია დროდადრო მარტივი შინაურული სპა–პროცედურა გაიმეოროთ.
თქვენ დაგჭირდებათ კრემი „გერონტოლი“, წყალი, ალოეს გელი და უნაჭრო სალფეთქი. საჭირო რაოდენობის წყალი და ალოე (1:1) აურიეთ, შემდეგ ნარევით სალფეთქი გაჟღინთეთ. ამის შემდეგ სალფეთქი ყელზე და დეკოლტეს ზონაზე წაისვით.
ახლა ყველაზე სასიამოვნო მომენტი: 10-15 წუთით დაწექით, ნიღბის ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. თუ ხედავთ, რომ სალფეთქი გაშრა, ოდნავ წყლით დაასველეთ. შემდეგ სალფეთქი მოიშორეთ და კანზე კრემის კარგი ფენა წაისვით. ახლა კვლავ 10-15 წუთით გაიჩერეთ და კრემის ნარჩენები მშრალი სალფეთქით მოიშორეთ. მზადაა!
საინტერესოა, თქვენ იყენებთ სახის კრემს „გერონტოლს? ეს კოსმეტიკური საშუალება მოგწონთ?