სხვა
მათემატიკური ამოცანები უფროსებისთვის, რომელთა ამოხსნაც მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ
სასკოლო დისციპლინებიდან მათემატიკა ნამდვილად შეიძლება ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიოთ. ზეპირად ანგარიშის უნარი ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ და არა მხოლოდ ფინანსურ საქმეში. გასაკვირი არაა, რომ მათემატიკა უფროსებში დიდ ინტერესს იწვევს.
სწორედ ამიტომ, დღეს გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მაგალითს, რომელთა ამოხსნას მხოლოდ ყველაზე ყურადღებიანი მკითხველები შეძლებენ, ასევე ისინი, რომელთაც მათემატიკის გაკვეთილები კარგად ახსოვთ.
მათემატიკა უფროსებისთვის
ამოცანის პირობები
1. პირველი მაგალითი ერთი შეხედვით მარტივია, რადგან მხოლოდ ერთიანებისა და ერთი ნულისგან შედგება, მაგრამ ბევრი აქაც შეცდომის დაშვებას ახერხებს. დათვლა სცადეთ, თქვენ რამდენი გამოგივათ.
2. შემდეგი ამოცანა უკვე საზრიანებისთვის. ვთქვათ თქვენ წყლის შეუზღუდავი მარაგი და 3 და 5 ლიტრიანი მოცულობის 2 ვედრო გაქვთ. როგორ გაზომავთ ზუსტად 4 ლ წყალს?
3. ახლა გთავაზობთ ციფრებს, რომლებიც განლაგებულია შემდეგი წესით: 1, 6, 0, 2, 4, 8, 3, 7, 9, 5. რა კანონზომიერება არის ჩადებული ამ წესით განლაგებულ ციფრებში? საქმე არითმეტიკულ კანონებს ეხება, მაგრამ აქ მათემატიკის ცოდნა პრაქტიკულად არ დაგჭირდებათ.
4. ბოლოს გთავაზობთ ამოცანს, სადაც მეკობრეების გემის ეკიპაჟი უნდა დათვალოთ. ცნობილია, რომ გემზე იმყოფება რამდენიმე მეზღვაური, კატა, მზარეული და ცალფეხა კაპიტანი. ცნობილია, რომ სულ ეკიპაჟს 16 თავი და 43 ფეხი აქვს. რამდენი კატა და მეზღვაურია გემზე?
პასუხები:
1. თუ მიიღეთ 12, გაცნობებთ, რომ ეს ყველაზე პოპულარული პასუხია, მაგრამ მას სწორ პასუხად ვერ ჩავთვლით. სწორი პასუხია 30. მის მისაღებად სურათზე პირობა სწორად უნდა აღიქვათ. ამისთვის მაგალითის პირობა ერთ ხაზზე გადავწეროთ 1+1+1+1+11+1+1+1+11+1*0+1=30
2. პირველ რიგში, 5 ლიტრიანი ვედრო წყლით უნდა გაავსოთ და აქედან 3 ლიტრიანი ვედრო გაავსოთ. შემდეგ პატარა ვედრო უნდა დაცალოთ დიდ ვედროში 2 ლ წყალი დარჩება, რომელიც ცარიელ 3 ლიტრიან ვედროში უნდა გადაასხათ.
შემდეგ კვლავ 5 ლიტრიანი ვედრო წყლით გაავსეთ და დარჩენილი ლიტრა წყლით 3 ლიტრიანი ვედრო გაავსეთ. ამ მანიპულაციების შემდეგ დიდ ვედროში 4 ლ წყალი დარჩება.
3. რიცხვები განლაგებულია ანბანური წესით მათი სახელებით (ერთი, ექვსი, ნული). ასეთი ამოცანა საკმაოდ მარტივია, მაგრამ საინტერესოა, რადგან იმავე ინგლისურ ვერსიაში მთელი რიგი ციფრები სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.
4. თუ ცალფეხა კაპიტანს და მზარეულს არ გავითვალისწინებთ, მაშინ გემზე 14 მაცხოვრებელს 40 ფეხი მოდის. 14-ივე მეზღვაური რომ იყოს, ფეხები იქნებოდა 14*2=28. ამიტომ სხვაობა 40-28=12 ეს ყველა კატის ნახევარი ფეხებია, რომლებიც გემზე იმყოფებიან. ასე, რომ გემზე სულ 12*2/4=6 კუდიანი კატაა. მაშინ მეზღვაური გამოდის 14-6=8. თუ ფეხებს დაითვლით, ყველაფერი სწორია.
ვიმედოვნებთ, რომ ამ ამოცანების ამოხსნა საინტერესო იყო. თქვენი შედეგების შესახებ მოგვწერეთ. ყველა ამოცანის ამოხსნა შეძელით?