საკითხავი
ლოცვა შვილთათვის, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
თუ ერთხელ მაინც წაგიკითხავთ ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“, ბერი ზოსიმე აუცილებლად გემახსოვრებათ. იცით თუ არა, რომ ამ პერსონაჟს ნამდვილი პროტოტიპი ჰქონდა? მას ამბროსი ოპტინელი ერქვა და როგორც ბერს ჯერ კიდევ სიცოცხლეში პატივს სცემდნენ. ხალხის სიყვარულით სავსე უხუცესი კეთილი საქმეებისთვის ყველას კურთხევას აძლევდა და ყველანაირად ეხმარებოდა. მორწმუნეებს ამბროსი ოპტინელის ლოცვა ყოველგვარი ბოროტების და უბედურებისგან თავდასაცავად ახლაც ეხმარება. ლოცვის წყალობით მორწმუნე ძალებს იკრებს და სულით ძლიერდება.
ამბროსი ოპტინელის ლოცვა
1878 წელს ფიოდორ დოსტოევსკი ოპტინა უდაბნოში ჩავიდა, სადაც იმ დროისთვის უკვე ცნობილი უხუცესი გაიცნო. ამბობენ, რომ პერსონაჟის და მამა ამბროსის მსგავსება მხოლოდ გარეგნული იყო, თუმცა ახლა უკვე რთული სათქმელია. აი, დოსტოევსკის აღწერილი ზოსიმეს საკანი ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ოპტინელი ბერის სამყოფელი.
მამა ამბროსს ყველაზე სანუკვარზე ევედრებოდნენ: ბავშვებზე, მშობლებზე, ჯანმრთელობაზე. ყველაზე ხშირად ამ წმინდანის ლოცვას დედები ამბობენ, რომელთაც შვილების ბედი და კეთილდღეობა აღელვებთ.
ამბროსი ოპტინელმა ბევრი კეთილი საქმე გააკეთა, რომელთაგან ერთ–ერთია – შამორდინის დედათა სავანეს მოწყობა. სწორედ მისი შრომით აღიმართა შამორდინის ეკლესია. ამბროსი გახდა სქიმა მონაზონი სოფიას სულიერი მრჩეველი, რომელმაც რამდენიმე წელში მონასტრის საქმიანობას ორგანიზება გაუკეთა.
ლოცვის ორი ვარიანტი არსებობს. მოკლე ლოცვა შეგიძლიათ ყოველ საღამოს, დაძინებამდე წაიკითხოთ. აი, გრძელი ვარიანტი ეკლესიაში ყოფნის დროს შეგიძლიათ წაიკითხოთ.
მოკლე ლოცვა შვილთათვის ღირსი ამბროსი ოპტინელისა
უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განაბრძუნე შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე.
გრძელი ვარიანტი (დასაწყისი)
ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, შენ ღირს-მყავ მე დედობასა ოჯახისასა, სახიერებამან შენმან მომმადლა მე შვილნი, და კადნიერ ვიქნები თქმად: შენნი არიან იგინი, რამეთუ შენგან აქვთ მყოფობა, და შენ განაცხოველე იგინი სულითა უკვდავითა, აღმოშობე ნათლისღებითა ცხოვრებად ნებითა შენითა, იშვილე იგინი და დაადგინე წიაღსა შინა შენისა ეკლესიისა.
გარდმომივლინე მე მადლმოსილი შეწევნა შენი აღზრდად მათდა სადიდებელად სახელისა შენისა. მომმადლე მე ამისთვისცა მოთმინებაი და ძალი. მასწავე მე ვითარ დავნერგო გულსა შინა მათსა ძირი სიბრძნისა – შიში უფლისა, რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა ძრწოდნენ სიტყვათაგან შენთა. განუხვენ მათ გონებისა მათისა საცნობელნი გულისხმისყოფად სჯულისა შენისა. და მიმწუხრამდე ცხოვრებისა მათისა ჰმოქმედებდნენ შენისა ყველგანმყოფობისა შეგრძნებითა. დაასხ გულთა შინა მათთა გარემიქცევაი ყოვლისა უსჯულოებისაგან, რათა უბიწოებითა ვიდოდნენ გზათა თვისთა ზედა.
მსაჯულო სიმართლისაო, რომელი მშობელთა ცოდვათათვის დასჯი შვილთა, ნუ დასჯი მათ ცოდვთა ჩემთა გამო, არამედ აწვიმე მათ ცვარი მადლისაგან შენისა. მამაო ზეცათაო, წარმართე ბედი შვილთა ჩემთა კურთხევითა შენითა, და ნუ მოაკლებ მათ პურსა არსობისასა ყოველთა დღეთა და გარდმოუვლინე ყოველივე მიუცილებელი თვისსა ჟამსა, რათა ჰპოვონ ნეტარება საუკუნო.
მოწყალე ექმენ, ცოდვათა შინა მათსა, ნუ შეურაცხავ ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა მათისათა, დასჯიდე მათ და სწყალობდე, გარნა ნუ განიშორებ მათ პირისა შენისაგან. ნუ გარემიაქცევ პირსა შენსა მათგან ოდეს იურვოდნენ, რათა არა ეწეოდნენ მათ განსაცდელნი დაუტევნელნი. მოჰფინე წყალობა შენი, რათა ვიდოდეს ანგელოსი შენი მათთანა და სცვიდეს მათ. ნუ დაუტევებ შვილთა ჩემთა, უფალო, არამედ მიანიჭე სარგებელი საცხოვნებლად, ამინ.
რედაქციისგან
ლოცვის წაკითხვისას მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არაა. ეს გზაა ენერგიის გასათავისუფლებლად თქვენი შვილების ბედნიერების და ჯანმრთელობისთვის. კითხვის დროს მხოლოდ მათზე უნდა იფიქროთ. მაგალითად, ბევრი ლოცვას რითმად აღიქვამს, განსაკუთრებით ბევრი გამეორების შემდეგ.
რა თქმა უნდა, ყოველთვის კონცენტრირება ძნელია. თუმცა თქვენ ხომ იცით, რომ თქვენი ძალისხმევა ახლობლების კეთილდღეობისკენ არის მიდრეკილი. დაე, ეს თქვენი ყველაზე სერიოზული მოტივაცია გახდეს.