Connect with us

ჰოროსკოპი

კარმული დავალების 9 ტიპი: როგორ გამოვიცნოთ საკუთარი დავალება ნუმეროლოგიით

კარმული დავალება არის ის, რისი შესრულებაც კარმის გასაწმენდად ბედმა დაგვაკისრა. საკუთარი ამოცანის გასაგებად  სახელით და დაბადების თარიღით ნუმეროლოგიური გამოთვლები გამოიყენეთ.

კარმული დავალება შეიძლება დაკავშირებული იყოს კარმულ კვანძებთან და კარმულ ვალთან. ჩვენი ყველა წარსული ცხოვრება გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ ვართ ახლა და რა ამოცანები დაგვაკისრა სამყარომ.

ნუმეროლოგიური გამოთვლები კარმული დავალების დასადგენად

მაგალითად, ავიღოთ სახელი მარიამი და დაბადების თარიღი 26.10.1985. თქვენი სახელი ციფრულ კოდში უნდა გადაიყვანოთ. ამისთვის ექსპერტები სპეციალური ცხრილის გამოყენებას გირჩევენ.

ასოები ციფრებში გადაიტანეთ. შედეგად მივიღებთ: მ – 3, ა – 1, რ – 8, ი – 9, ა – 1, მ – 3, ი – 9. ამის შემდეგ მიღებული ციფრები დაბადების თარიღთან ერთად დააჯამეთ და ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ, რომ თქვენი კარმული ამოცანა გაიგოთ.

3+1+8+9+1+3+9+2+6+1+0+1+9+8+5=66, 6+6=12, 1+2=3 გამოვიდა კარმული რიცხვი 3. ახლა მხოლოდ გაშიფვრა დაგრჩათ.

კარმული ციფრების გაშიფვრა

ციფრი 1

თქვენი კარმული ამოცანა დაკავშირებულია რომელიღაც პიროვნებასთან. სავარაუდოდ, ვინმეს დაბრკოლების გადალახვაში უნდა დაეხმაროთ. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ნათესავი, მეორე ნახევარი. თქვენმა საქციელმა ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

ციფრი 2

თქვენი კარმული ამოცანაა სულიერად უკეთესი გახდეთ. სავარაუდოდ, სამყაროს სურს, რომ საკუთარი თავი შემოქმედებას დაუთმოთ, ასევე სულიერი გზა იპოვოთ, რწმენა მოიპოვოთ და ღვთის კანონებს დაეუფლოთ. მატყუარა და თაღლით ხალხს ერიდეთ.

ციფრი 3

თქვენი კარმული ამოცანაა ერთი ან რამდენიმე ადამიანის დამრიგებელი გახდეთ. სავარაუდოდ, ასეთი ადამიანები გვერდით უკვე გყავთ ან მალე გამოჩნდება.

ციფრი 4

თქვენი ვალია სამყაროსთან ჰარმონიაში იცხოვროთ. ყოველთვის სწორად, სინდისის შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. თუ მიზნებს მოტყუებით მიაღწევთ, ეს მცდარ გზაზე დაგაყენებთ.

ციფრი 5

თქვენი ამოცანაა ერთი პრიორიტეტული მიმართულება აირჩიოთ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. საყვარელი საქმისადმი ერთგულება სულის განკურნებასა და კარმის გაწმენდაში დაგეხმარებათ.

ციფრი 6

ამ ცხოვრებაში თქვენი მიზანია საზოგადოებას დაეხმაროთ. არ შეიძლება დაელოდოთ, როდის შეიცვლება თქვენი ცხოვრება. იმ ადამიანთან უნდა იყოთ, ვინც ირგვლივ ყველაფერს ცვლის და სხვებს შთააგონებს.

ციფრი 7

თქვენი ამოცანაა სირთულეები ოპტიმიზმის შენარჩუნებით დაძლიოთ. სამყარომ აგირჩიათ, როგორც სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი. ცხოვრების სიყვარული უნდა გააგრძელოთ. თქვენ წარმატება და სულიერი ზრდა გელოდებათ.

ციფრი 8

თქვენი ცხოვრების მიზანია იყოთ ფინანსურად წარმატებული. ახლობლების და ოჯახის ბედნიერი და კომფორტული ცხოვრებისთვის მთელი ძალა და ენერგია უნდა დახარჯოთ. ასევე ციფრი 8 ქველმოქმედებას წარმოადგენს.

ციფრი 9

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოთ. პასუხისმგებლიანი ადამიანი უნდა იყოთ. სამყაროს სურს, რომ სიმართლე თქვათ.