ჯანმრთელობა
7 სერიოზული დაავადება, რომელთა ამოცნობა ექიმებს სუნით შეუძლიათ
სხეულზე უსიამოვნო ან განსხვავებული სუნის გაჩენისთანავე ადამიანი ექიმთან იშვიათად მიდის. არადა სხეულის სუნის ცვლილება ბევრი სერიოზული დაავადების ერთ–ერთი ნაადრევი სიმპტომია. თუ ეს სიმპტომი არ გამოგრჩებათ, დიაგნოზის დასმა გამარტივდება და მკურნალობა წარმატებით დასრულდება. ავადმყოფობის დროს ჩვეული ბიოქიმიური პროცესები იცვლება, რამაც შეიძლება ახალი აქროლადი ნაწილაკების წარმოქმნა გამოიწვიოს. ეს ნაწილაკები შეიძლება ფილტვებში მოხვდეს და ამოსუნთქვით, ოფლით ან შარდით გამოვიდეს – ეს ყველაფერი კი სხეულის სუნზე გავლენას ახდენს.
უკვე დღეს კვლევები ადასტურებს, რომ ფილტვის სიმსივნე, დიაბეტი, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, მელანომა სხეულის სუნზე გავლენას ახდენს, თუმცა ამ სიგნალების ზუსტად გაშიფვრის შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ. სამაგიეროდ, ექიმებმა სუნით სახიფათო დაავადების, მათ შორის მომაკვდინებელი დაავადებების გამოვლენა ისწავლეს.
პრეეკლამფსია
მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ორსულ ქალებში ვითარდება და შეიძლება სასიკვდილო პრეეკლამფსიის ნაადრევი ნიშანი იყოს, რომელიც სუნთქვის არომატით ვლინდება. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც Advanced Material Science-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მკვლევარებს შეუძლიათ პრეეკლამფსია 84%–იანი სიზუსტით სუნთქვის ანაბეჭდის საფუძველზე გამოავლინონ.
ფილტვების სიმსივნე
კარგი ამბავი: ებრაელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს მოწყობილობა NaNose, რომელიც ალკოტესტერს ჰგავს. მას 90%–იანი სიზუსტით ფილტვების სიმსივნის დიაგნოსტირება შეუძლია. მოწყობილობა განსაკუთრებულ „სუნს“ პოულობს, რომელსაც სიმსივნური უჯრედები გამოყოფენ.
ღვიძლის უკმარისობა
უმი თევზის სუნი, რომელიც ოფლს, შარდს და სუნთქვას ასდის – ნიშანი, რომ ღვიძლი გაუმართავად მუშაობს და მომწამვლელი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება. ეს ნიშანია, რომ ექიმს დროულად მიმართოთ.
გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზი აუტოიუმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკუთარ ცენტრალურ ნერვულ სისტემას უტევს. შედეგად, დაზიანებულმა ნერვმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ჩხვლეტა, მხედველობის და სიარულის პრობლემები. დაავადების დიაგნოსტირება ხშირად ზურგის ტვინზე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით ხდება, მაგრამ ამ უსიამოვნებას საკუთარი „სუნთქვის ანაბეჭდი“ აქვს.
ინფექციური დაავადებები
ადამიანებს, რომლებიც ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით დაავადებულნი არიან, მაგრამ დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ არ აქვთ, სხეულის სუნი ეცვლებათ. თუ თქვენს ახლობელს სუნი შეეცვალათ, მასთან ახლო კონტაქტზე დროებით უარი თქვით და თვითიზოლაციაში დარჩით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდოდ რაიმე ვირუსის მატარებელია.
ღრძილების დაავადებები
პირის ღრუში გოგირდის მსგავსი, უსიამოვნო სუნი – ნიშანია, რომ პირის ღრუში ღრძილების დაავადებები ან კბილების აბსცესი ვითარდება. სტომატოლოგთან ვიზიტი არ გადადოთ!
დიაბეტი
პირის ღრუს უსიამოვნო სუნი დიაბეტის განვითარების ნიშანიც შეიძლება იყოს. თუ ორგანიზმი საჭირო რაოდენობის გლუკოზას ვერ იღებს, ის ენერგიის საწარმოებლად ცხიმს იყენებს, ვითარდება კეტოზი, რომელსაც თითქმის ყოველთვის პირის ღრუს დამახასიათებელი სუნი ახლავს.