Connect with us

ჰოროსკოპი

ბედნიერი თუ უიღბლო? რას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი ფენშუის მიხედვით

ფენშუის შესახებ გავრცელებულ მითებს შორის გამოირჩევა მითი კარგი და ცუდი ციფრების შესახებ.

როგორ შეიძლება ციფრი იყოს კარგი ან ცუდი?

რა თქმა უნდა, კონკრეტული ციფრით არავინ გარდაცვლილა და ავად არ გამხდარა, მაგრამ არსებობს მთელი მეცნიერება (ნუმეროლოგია), რომელიც აღმოსავლეთში პოპულარობით სარგებლობს და სადაც ციფრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ითვლება, რომ თითოეულ ციფრს გარკვეული ენერგია და მახასიათებელი თვისებები აქვს. ეს რაღაც საშიში არაა, უბრალოდ ინფორმაციაა, რომლის გაგებაც ცუდი არ იქნება.

მარტივი მაგალითი ნომერ 4–თან, რომლისაც ჩინეთსა და ჰონგ–კონგში ასე ეშინიათ. ალბათ გსმენიათ, რომ ის წარუმატებლობის სიმბოლოდ მიიჩნევა. სინამდვილეში საქმე მარტივადაა: კანტონურ ენაზე „4“ ისე ჟღერს, როგორც სიტყვა „სიკვდილი“, ამიტომ ხალხს ამ სიტყვის დღეში რამდენჯერმე წარმოთქმა არ სურს. თუ კანტონურ ენაზე არ ლაპარაკობთ, მნიშვნელობა მაშინვე ეკარგება. სწორედ ამიტომ, არ შეგეშინდეთ და არ ინერვიულოთ, თუ თქვენი ბინის, მანქანის ან დაბადების თარიღში ამ ციფრს დაინახავთ.

ამ ციფრის რეალური ენერგია ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს იძლევა, ადამიანს ეხმარება უფრო ძლიერი და ამტანი გახდეს.

ციფრების მნიშვნელობა

ნომერი 1

სიჯანსაღე, გულახდილობა, ახალი საწყისისკენ სწრაფვა.

ნომერი 2

პარტნიორობა, ბალანსი, სტაბილურობა, თანამშრომლობა.

ნომერი 3

ოჯახი, შემოქმედება, თვითგამოხატვა.

ნომერი 4

როგორც ნომერი 3: ოჯახი, შემოქმედება, თვითგამოხატვა.

ნომერი 5

ცვლილებები, თავგადასავლები, რადიკალური ცვლილებები.

ნომერი 6

მოთმინება, ზრუნვა, პრაქტიკულობა.

ნომერი 7

მარტოობა, განჭვრეტის უნარი, პიროვნული ზრდა.

ნომერი 8

სიუხვე, სიმდიდრე და კეთილდღეობა.

ნომერი 9

მიღწევები, კმაყოფილება და წარმატება.

ნომერი 0

სიცარიელე, დასაწყისი და დასასრული.

დანარჩენი რიცხვები ამ ციფრების კომბინაციას წარმოადგენს, რომლის ერთობლიობით ზოგადი დახასიათება შეგიძლიათ მიიღოთ. თუ ციფრი ბევრჯერ მეორდება, მაგალითად 222 ან 333, ეს ენერგიას აძლიერებს, თუ ბოლოს 0–ია, ის ენერგიას ბევრჯერ ამრავლებს.

ახლა თითოეული ციფრის მნიშვნელობას გადახედეთ, თქვენი ბინის ნომერს შეადარეთ და ნახეთ, მოცემული ინფორმაცია რეალობას შეესაბამება?

ოღონდ ეს მნიშვნელობა ზედმეტად ზეპირად არ აღიქვათ, ჩვენ ყველა ხომ განსხვავებულები ვართ!