Connect with us

სხვა

სტაფილოს შენახვის წესები, მისი სწრაფად გაფუჭების თავიდან ასაცილებლად

ამბობენ, რომ ადამიანებში დანაკარგის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე მოგების სიხარული. ხოლო თუ ფულთან ერთად მძიმე შრომის შედეგებსაც კარგავ, ალბათ ამ ტკივილის აღწერა სიტყვებით შეუძლებელი იქნება. იმისთვის, რომ სტაფილოს მოსავალი არ გაგიფუჭდეთ, და შრომა წყალში არ ჩაგეყაროთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებთ.

როგორ შევინახოთ სტაფილო სახლის პირობებში

სტაფილო – ერთერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია. ის კაროტინის შემადგენლობით გამოირჩევა, ეს უკანასკნელი კი ორგანიზმში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – А ვიტამინად გარდაიქმნება.

როგორ შევინახოთ სტაფილო კერძო სახლში

გადაარჩიეთ სტაფილო. აირჩიეთ მხოლოდ ჯანმრთელი, დაუზიანებელი და გაფუჭებული ადგილების არ მქონე სტაფილოები, აჯობებს თუ შესანახად საშუალო ზომის ნაყოფს აარჩევთ. სასყრველი არ არის მწვანე ადგილების მქონე სტაფილოს შენახვაც. გადარჩევის შემდეგ მორჩენილი სტაფილოები შეგიძლიათ გაყინოთ ან გახეხოტ და გამოიყენოთ.

1. თუ დიდი ემალის ქვაბი მგეპოვებათ, მაში სუფთა და მშრალი სტაფილო ვერტიკალურად ჩაალაგეთ, ნაჭერი გადააფაერთ და თავსახური დააფარეთ. ასეთ პირობებში სტაფილო თებერვლამდე შეინახება.

2. სტაფილოს ხანგრძლივად შენახვაში მშრალი ნახერხი ან ხის ნაცარიც დაგეხმარებათ. სტაფილო შაქრის ტომრებში ან ყუთებში ჩაალაგეთ და ზემოდან ნახერხი მოაყარეთ. სტაფილო ბნელ და განიავებად ადგილას მოათავსეთ, ამგვარად ის გაზაფხულამდე გაძლებს.

3. ეს რეცეპტი უძველესი დროიდან მოდის. თიხა და კირი წყალში გააზავეთ და სტაფილოები მასში ამოავლეთ და გააშრეთ. თიხა ქერქს წარმოქმნის და სტაფილო აღარ გამოშრება, კირი კი მას დეზინფექციას გაუკეთებს და ლპობისგან დაიცავს.

4. მებაღეების აზრით სტაფილოს შესანახად საუკეთესო საშუალებას მისი ქვიშაში შენახვა წარმოადგენს.ამ მეთოდის გამოსაყენებლად სტაფილო ერთ ფენაზე დაალაგეთ და ქვიშა მოაყარეთ.

შემდეგ სტაფილოს მეორე ფენა და ისევ ქვიშა და ა.შ.გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო შრალი უნდა იყოს.

სტაფილოს ბინაში შენახვა

1. ქალაქის ბინებში ცოტა ადგილია, შეგიძლიათ სტაფილოს შენახვის ორგანიზება აივანზე მოახდინოთ. საუკეთესო ვარიანტია ნახვრეტების მქონე, მყარ ყუთში შენახვა. ბოსტნეულს მზის პირდაპირი სხივები არ უნდა დაეცეს, ის არც ვაშლთან ან კატოფილთან ერთად არ უნდა შეინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შიძლება სტაფილომ გემოვნური თვისბები დაკარგოს.

2. სტაფილო საშუალო ზომის ყუთებში მოათავსეთ. შეავსეთ ოდნავ ნოტიო ქვიშით, ნახერხით, ხახვის მშრალი ფოჩებით ან ქვიშისა და ხის ნაცრის ნაზავით.
თუ ცოტა სტაფილო გაქვთ, შეგიძლიათ ყოველი ნაყოფი გაზეთის მშრალ ფურცლებში შეინახოთ. ამ ხერხით სტაფილო, აივანზე გაზაფხულამდე შეინახება.

3. ქვაბში პარაფინი გაალღვეთ და მისით ნაყოფი კარგად დაფარეთ. ეს სტაფილოს შენავის ვადას 4 თვით გაზრდის.

როგორც ხედავთ სტაფილოს სახლის პირობებში შენახვა ძალიან ადვილია. უბრალოდ აუცილებელია შენახვის ყველა წესი დაიცვათ.