Connect with us

ჯანმრთელობა

5 პროდუქტი რომელთა 18 საათის შემდეგ გამოყენება საზიანოა

გახდომის მსურველები დარწმუნებულნი არიან, რომ გახდომისთვის 18-19 საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა საკმარისია. თუმცა თანამედროვე დიეტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ კვება მთელი დღის განმავლობაში აუცილებელია, თუმცა საკვები პატარა პორციებად უნდა მიიღოთ და უნდა იცოდეთ დღის რომელ მონაკვეთში რომელ საკვებზე უნდა თქვათ უარი.

როდესაც ადამიანი ჭამას თავს ანებებს, ორგანიზმი “თავს იზღვევს” და ცხიმის დაგროვებას იწყებს, გარდა ამისა ხდება ნივთიერებათა ცვლის შენელება. ბოლო დროს ადამიანებმა უმი საკვების მიღება დაიწყეს, ზოგ მომენტში რაციონის გამრავალფეროვნებას ზეითუნის ზეთითა და სალათით ცდილობენ. გაითვალისწინეთ, რომ უმი ბოსტნეულით კვება დროთა განმავლობაში ნივთიერებათა ცვლას ანელებს. არსებობს რამდენიმე პროდუქტი რომელთა ერთდროულად მირება დაუშვებელია, მაგალითად, მაკარონი და ხორცი. ამ სტატიაში 5 ისეთ პროდუქტზე ვისაუბრებთ, რომელთა მიღებაც საღამოს საათებში რეკომენდებული არ არის.

1. სითხეები

19-20 საათის შემდეგ მირებული ნებისმიერი სითხე შეშუპებას იწვევს, რომელიც მეტ-ნაკლებად შესამჩნევია. ზოგს შესაძლოა თვალებს ქვეშ მუქი რგოლები გაუჩნდეს, ზოგს კი უბრალოდ ქორწინების ბეჭედი “დაუპატარავდება”.

მაღალი ხარისხის მწვანე ჩაის შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს, რადგან ის ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა თუ შეშუპების თავიდან აცილება გსურთ, მაინც აჯობებს ჩაიზე უარი თქვათ.

2. ალკოჰოლი

თუ ალკოჰოლის დალევას თავს ვერ არიდებთ და მისი დალევა აუცილებელია, ეცადეთ ის დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღოთ. ღამით ალკოჰოლის, მარილიანი, ცხიმიანი, ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღება თირკმელებსთვის კოლოსალურ დატვირთვას წარმოადგენს. მართალია ზოგჯერ მოდუნება და გარკვეული ზომით ალკოჰოლის მირება საშინელ დანაშაულს არ წარმოადგენს, მაგრამ, ეცადეთ ეს დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ დაძინებამდე 90%-ით მაინც უნდა გამოფხიზლდეთ, ეს ალკოჰოლიზმისგან, დეპრესიისგან და რათქმა უნდა ნაბახუსევისგანაც დაგიცავთ.

3. სწრაფი ნახშირწყლები: ფქვილოვანი ნაწარმი და ტკბილეული

საღამოს თუ ცომეულს არ მიიღებთ – განწყობა გაგიუმჯობესდებათ.

თუ ძილის წინ სალათებს, ხილს და სხვა ნელა ათვისებად პროდუქტებს მიირთმევთ, როლებიც ბოჭკოსა და ნელ ნახშირწყლებს შეიცავენ – თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგება. სწრაფი ნახშირწყლები კი ორგანიზმს “მკვდარი ტვირთით” ამძიმებენ და ამან შეიძლბა რეგულარულ კუჭის შეკრულობამდე მიგიყვანოთ.

4. მარილიანი მარილიანი საკვები

მარილი – ღამის ტეთრი სიკვ დილი თირკმელებისთვის.

თუ ღამით სულ რამდენიმე მარილიან ჩიფსს მიირთმევთ, შედეგი ზუსტად ისეთი ქიენაბ როგორც პირველ პუნქტშია აღწერილი. მარილი ორგანიზმის ქსოვილებში სითხის დაგროვებას უწყობს ხელს, ამიტომ დიდი ალბათობით, მარილიანი საკვების მირთმევის შემდეგ – დილით შეშუპებები გექნებათ.

5. ცხიმიანი საკვები

ცხიმები თმისთვის, ფრჩხილებისთვის, კანითვის – ძალიან სასარგებლოა, თუმცა აქ საუბარია მის ნორმალურ ოდენობაზე და მისი მირების სწორ დროზე. შეიძლება იფიქროთ, რომ ღამით მირთმეული, შებოლილი ქათმის ერთი ნაჭერი ვერაფერს დაგაკლებთ, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე რადენობაში კი არა ცხიმების შემცველობაზეა! კუჭს მის გადასამუშავებლად ნახევარი ღამის განმავლობაში მოუწევს მუშაობა.

თუნდაც მალე ჩაგეძინოთ, შეიძლება კოშმარული ან შფოთვით სავსე სიზმრები ნახოთ, შესაბამისად ჯანმრთელი ძილზე ლაპარაკიც ზედმეტია.