ყვავილები
ყინვაგამძლე მცენარეები, რომლითაც შეგიძლიათ აივანი ან ლოჯი მორთოთ
რაც თავი მახსოვს ჩვენს სახლში ყოველთვის რაღაც იზრდებოდა: ნემსიწვერა, ალოე, კაქტუსი, იების ოჯახი კი ჯერ კიდევ ბებიისგან მივიღეთ. ოთახის მცენარეები კატებმაც ვერ გადაგვაყვარეს. ისინი ხან მიწას თხრიან, ხან ქოთანს ტეხავენ, ხან ფოთლებს წიწკნიან. ეს და ბევრი სხვა პრობლემა თავისთავად გაქრა, როგორც კი აივანზე ზამთრის ბაღი მოვაწყვეთ.
როგორც ამბობენ, მგელიც დანაყრებულია და ცხვარიც გადარჩენილი. ოთახში ფანჯრის რაფები უფრო სუფთა გახდა. ამასთან წელიწადში 2–ჯერ გადაადგილების აუცილებლობა გაქრა. ყველაფერი კი განახლებული კოლექციის წყალობით. ახლა უპირატესობას ვანიჭებთ ყინვაგამძლე მცენარეებს, რომლებმაც ჩვენი ლოჯია ნამდვილ ყვავილების ბაღად გადააქციეს.
ყინვაგამძლე მცენარეები
კომბოსტო
ოღონდ არა უბრალოდ, არამედ დეკორატიული კომბოსტო. მისი ფოთლები შეიძლება ნაზ პასტელურ ან კრემისფერში იყოს შეღებილი. გარეგნულად დიდ, ნახევრად დახურულ კვირტს ჰგავს. ჩვეულებრივად ყვავილობს – ძლიერ ყინვამდე.
კამელია
მარადმწვანე მცენარე, რომელიც 10 გრადუსიან ყინვაშიც იზრდება. ყვავილობს 0-დან 15 გრადუს ტემპერატურაზე და თავისი დიდი ყვავილებით ნოემბრიდან ზამთრის ბოლომდე თვალს ახარებს. იდეალურია ცუდად დათბილული აივნებისთვის!
წიწვოვანი
ჩემი ფავორიტები! უპრეტენზიო მცენარე ყოველთვის ფერადად გამოიყურება და კარგ სუნს აფრქვევს! შეუმინავ აივანზეც კი თავს შესანიშნავად გრძნობს. ოპტიმალური ტემპერატურა 6-10 გრადუსი ყინვაა. რეკომენდებულია შემდეგი სახეობები: ბზა, ღვია, ვაშლანა, კვიპაროზი, ტუია და დეკორატიული ნაძვი.
კაქტუსები და სუკულენტები
ჩვენი ძველი კოლექციიდან კაქტუსებმა აივანზე გადმოინაცვლეს და ახალ გარემოს შესანიშნავად შეეგუეს. ზამთარში მორწყვა პრაქტიკულად არ სჭირდება, თითქოსდა იძინებენ. ამასთან ჩვენი მჩხვლეტავი მეგობრები ლამაზები რჩებიან!
დაფნა
დაფნის ფოთოლი სამზარეულოში სანელებლების თაროზე სასურველი სტუმარია. რატომ არ გავზარდოთ სახლში? ის 5-15 გრადუს სითბოში თავს კარგად გრძნობს. დაფნისთვის გამოდგება დახურული აივანი, რადგან ყინვა მაინც არ უყვარს.
ჰებე
კიდევ ერთი მარადმწვანე მცენარე, რომელიც სიცივეს (6-10 გრადუსი სითბო) კარგად ეგუება. ზამთარში ძინავს, მაგრამ ლამაზი ზოლიანი ფოთლები თვალს მთელი წელი ახარებს.
სუმბული
ბაღის მცენარე, რომლითაც შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. მაგალითად, სუმბული აივანზე 5-8 გრადუს სითბოში უფრო დიდხანს იყვავილებს, მაგრამ კვირტების გამოჩენას სჯობს ბინაში დაელოდოთ და აივანზე მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოთ.
ყოჩივარდა
ზამთრის კლასიკა. ის ზუსტად შუა ზამთარში ყვავილობს. ვარდისფერი, თეთრი და წითელი ყვავილები ფერებს მატებს, თუმცა ძალიან პრეტენზიულია. ყოჩივარდა ხშირად უნდა მორწყათ, მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ და ორპირი ქარისგან დაიცვათ. მხოლოდ კარგად შემინული აივნისთვის გამოდგება.
მანანა
თუ მანანას შოვლას შეძლებთ, ის მთელი ზამთარი პატარა, ნაზი ვარდისფერი ყვავილებით გაგახარებთ. მცენარე ყინვაგამძლეა, მაგრამ მიწა სჯობს ტორფით შეფუთუთ.
ჭანჭყატა
თუ ჰებე ვერ იპოვეთ, ლამაზ ჭანჭყატას თქვენი გახარება შეუძლია. ერთფერიანი ფოთლები სიცივეს უფრო იტანენ. მცენარე 10-16 გრადუსზე თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა ექსტრემალურ პირობებში 35 გრადუს ყინვასაც მამაცურად უძლებს. ასეთი სტრესი არ მიაყენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ.
ცოტა დრო დაგვჭირდა, რომ აივანზე ბაღი მოგვეწყო. თავიდან ყველაფერი ზედმეტი მოვიშორეთ, ფანჯრის რაფები გავათავისუფლეთ და როგორც იქნა, რამდენიმე რბილი სავარძელი დავდგით. ახლა იდეალური ადგილია, რომ საყვარელი ყავით სიამოვნება მივიღო. თქვენ რომელი ყინვაგამძლე მცენარით გააფორმებდით აივანს ან ლოჯიას?