თავის მოვლა
5 შინაურული სახის ნიღაბი, რომლებიც რეალურად ეფექტურია
მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც სილამაზის საიდუმლოს საკუთარ მაცივარში ინახავენ და მზად არ არიან შინაურული ნიღბები ჰოლივიდურ კოსმეტოლოგებში გაცვალონ. დღეს გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ კანის ახალგაზრდობა და მოქნილობა დაიბრუნოთ და სოფი ლორენთან მსგავსება აღმოაჩინოთ.
ნიღაბი ფირი
შავი წერტილების მოსაშორებელი სენსაციური შავი ნიღაბი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. მას შემდეგ, რაც შავი ნიღბის რეკლამირება ბლოგერებმა და ცნობილმა ადამიანებმა დაიწყეს, მისი ფასი ალიექსპრესზეც კი გაიზარდა. აი, გოგონა სახეზე შავ მასას ისვამს, ის იდეალურ გლუვ ფირად ჯდება, დროა ინსტაგრამში ეფექტური სელფი გადაიღოს და ნიღაბი ფრთხილად მოიშოროს, მასზე კი შავი წერტილებია! ეფექტურია? ძალიან.
მსგავსი ნიღაბი შეგიძლიათ თავად სულ რაღაც თეთრებად გააკეთოთ. თქვენ დაგჭირდებათ 1 აბი აქტივირებული ნახშირი, ჟელატინი და წყალი. ნახშირი დააქუცმაცეთ, 20 გრ ჟელატინი თბილ წყალში გახსენით, აურიეთ და ნახშირი დაუმატეთ. მასა სახეზე ფუნჯით წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. სელფის გადაღება არ დაგავიწყდეთ! 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ერთი მოძრაობით (ქვემოდან ზემოთ) მოიშორეთ. ეფექტი შეძენილ ნიღაბს არაფრით ჩამოუვარდება.
სოფი ლორენის ნიღაბი
ასაკოვანი სოფი ლორენი შეუდარებლად გამოიყურება და აღიარებს, რომ კანზე ყოველთვის თავად ზრუნავდა. თავის წიგნში „ქალები და სილამაზე“ მსახიობი გვიზიარებს ნიღბის რეცეპტებს, რომლებიც მას ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ვარსკვლავური ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ჟელატინი, კეფირი, თეთრი მშრალი ღვინო, ზეითუნის ზეთი, თაფლი და ცოტა მოთმინება. ნიღაბი მთელი ღამე უნდა გააჩეროთ. საღამოს 1 ჩ/კ ჟელატინი 100 მლ კეფირში გახსენით და მაცივარში მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ნარევს 1 ჩ/კ ღვინო, ზეითუნის ზეთი და თაფლი დაუმატეთ. მზა ნარევი სახეზე, ყელზე და დეკოლტეს ზონაზე 20 წუთით, შხაპის მიღებამდე წაისვით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მსახიობი ანტიასაკობრივ ნიღაბს კვირაში 3-4-ჯერ იკეთებს. თავად ნიღაბი მაცივარში დაახლოებით 7 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.
კვერცხის ნიღაბი
ნიღბის რეცეპტი კენდალ ჯენერმა საკუთარ ინსტაგრამზე გაგვიზიარა. დიახ, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ხალხურ რეცეპტებს იყენებენ. რატომაც არა, თუ ნიღაბი ნამდვილად ეფექტურია? კენდალი ამბობს, რომ 1 კვერცხის ცილას სქელი ქაფის მიღებამდე თქვეფს და ნახევარი ლიმონის წვენს ამატებს. ვარსკვლავის თქმით, ასეთი კვერცხის ცილა ფორებს ავიწროებს, ლიმონი კი ph დონეს აღადგენს, კანს დაბინძურებული ჰაერისგან იცავს.
ნიღაბი თავად გამოვცადეთ და ეფექტურია. მათეთრებელი ეფექტიც კი აქვს. მართალია, ზაფხულში გირჩევთ ფრთხილად გამოიყენოთ: ლიმონის მჟავას პილინგ ეფექტი აქვს და დამატებითი SPF დაცვის გარეშე მზეზე გასვლა არ ღირს, რომ პიგმენტური ლაქების გაჩენა თავიდან აიცილოთ.
ჰალვის ნიღაბი
მოულოდნელია, არა? ეს ნიღაბი აღმოსავლელ ქალებში პოპულარობით სარგებლობს. ჰალვის შემადგენლობაში ბევრი ცხიმი, ნატურალური კომპონენტი და ვიტამინია. ნიღბისთვის საკმარისია ჰალვა თბილ წყალს აურიოთ. ჰალვა დაფშვენით და ფაფის მიღებამდე წყალში აურიეთ. ტკბილი ნარევი სახეზე 15 წუთით წაისვით და წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კანს შესანიშნავად კვებავს, აქერცვლას და სიმშრალეს აქრობს. იდეალური რეცეპტია გაუწყლოებული და მშრალი კანისთვის. აი, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის არ გამოგადგებათ: სახეს კიდევ უფრო აცხიმიანებს.
კონიაკის ნიღაბი
სანამ სტუმრებს ელოდებით და ტირამისუს ამზადებთ, სახის კანზე იზრუნეთ. ნახევარი ჩაის კოვზი კონიაკი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ, რომ კანს ბზინვარება და თანაბარი ფერი მიანიჭოთ. 20 წუთში ექსპრესს ნიღაბი კანს ოდნავ გაახურებს, სისხლის მიმოქცევას გაააქტიურებს და შავი წერტილებს გააღიავებს. ასეთი მოვლის შემდეგ კოსმეტიკა არ დაგჭირდებათ. ჯანსაღი ფერუმარილი და სახის იდეალური ფერი მინიმუმ რამდენიმე საათი გაძლებს.