Connect with us

ჯანმრთელობა

მუცელი გტკივათ? 7 სიმპტომი რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

მუცლის ტკივილი დროდადრო თითქმის ყველას აწუხებს, თუცა გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მათ შესახებ ყველას ავიწყდება და ჩვეულ ცხოვრების რითმს უბრუნდებიან. თუ მუცლის ტკივილები ხშირი მოვლენაა ის შესაძლოა რამდენიმე სერიოზული დაავადების განვითარებაზე მიგანიშნებდეთ. ამ სტატიაში მუცლის რეგულარული ტკივილების გამომწვევ 7 სიმპტომზე ვისაუბრებთ.

გაღიზიანებული ნაწლავის სიმპტომი

ეს სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა რომლის განვითარების მიზეზები ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საქმე ნაწლავის მომატებულ მგრძნობელობასთან გვაქვს. მუცლის ტკივილი რომელსაც შებერილობა, მომატებული გაზების წარმოქმნა და ნაწლავის მშაობაში არსებული დაღვევები ახლავს – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მანიშნებელია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ნაწლავის ანთება: მუცლის ტკივილი და სპაზმები

ნაწლავის ანთება – საერთო ტერმინიი იმ მდგომარეობის აღსანიშნად რომელიც საკვები ტრაქტის ქრონიკული შეშუპებით ხასიათდება, უფრო კონკრეტულად კი კრონის დაავადებითა და წყლულოვანი კოლიტით. ეს ორივე დაავადება ძალიან მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება, რაც დიაგნოსტიკას საკმაოდ ართულებს. ნებისმიერ შემთხვევაში თუ მუცლის ტკივილი სპაზმებით და სისხლდენით მიმდინარეობს – აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მჟავა რეფლუქსი: წვა და ტკივილი მუცლის ცენტრალურ ნაწილში

კუჭის წვას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეჩეხება ყველა, თუმცა თუ წვა ძალიან ძლიერია და პირში მწარე გემო ამოგდით, ესეიგი საქმე მჟავა რეფლიუქსთან გვაქვს – მდგომარეობა რომლის დროსაც კუჭის წვენი საყლაპავ მილში გადადის. თუ ამ მდგომარეობას ყურადრებას არ მიაქცევთ და არ იმკურნალებთ შეიძლება საყლაპავი ტრაქტის მუშაობის ქრონიკულ დარღვევებამდე მივიდეთ. ასე, რომ ღირს ექიმთან დროულად მისვლა.

კენჭები ნაღვლის ბუშტში: ტკივილი ჭიპის არეში

თუ ტკივილს მუცლის ცენტრალურ ნაწილში გრძნობთ, ტკივილი ყრუა და მხრისკენ გადაიცემა – ესეიგი საქმე ნაღვლის ბუშტთან გვაქვს. მაღალ რისკ ჯგუფში არიან 40 წლის ასაკს გადაცილებული შვილიანი ქალები. საქმე იმაშია, რომ ესტროგენის დონის ცვლილებები რომელიც ორსულობის დროს ხდება – კენჭის წარმოქმნას იწვევენ.

წყლული: მწველი ტკივილი მუცელში, რომელიც ჭამის შემდეგ მსუბუქდება

წყლულოვანი ტკივილების სიმპტომები – მუცლის შებერილობა, მადის დაკარგვა, ბოყინი, წონის კლება. თუმცა ერთ-ერთ მთავარ სიმპტომს ის წარმოადგენს, რომ ჭამის შემდეგ ტკივილი ქრება და მალევე ბრუნდება. ამ დაავადების გაჩენის მთავარ მიზეზს ბაქტერია Helicobacter pylori, მუდმივი სტრესი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება წარმოადგენს, მაგალითად ასპირინი და იბუპროფენი. ეს შეიზლება საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყოს და ეცადეთ ექიმს დროულად მიმართოთ.

დივერტიკულიტი: უეცარი ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილში

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაწლავური დაავდებაა ასაკოვან ადამიანებშია – დივერტიკულიტი, მსხვილი ნაწლავის კედლებზე არსებული მცირედი შეშუპებებია. თუ დროულად არ მიმართავთ ექიმს, შესაძლოა ეს ნაწლავის პერიფერირებად ან პერიტონიტად გადაიქცეს. დაავადების სიმპტომებია – გულის რევა, ცხელება, ტკივილები მუცლის ქვედა მარცხენა ნაწილში, შებერილობა და შეკრულობა.

აპენდიციტი: ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა მარჯვენა მხარეში

აოენდიციტის დროს ტკივილი მოძრაობის დროს ძლიერდება, ასევე ყოველ ჯერზე როცა პაციენტი ახველებს, აცემინებს ან ღრმად ჩაისუნთქებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს დაავადება ყოველთვის მაღალი ტემპერატურით არ ხასიათდება – პირიქით მას ზოგჯერ დაბალი ტემპერატურაც ახასიათებს. თუ ამგვარ პრობლემას შეეჩეხეთ, მაქსიმალურად სწრაფად მიმართეთ ექიმს.