Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ აკრძალეს კალიუმის პერმანგანატი

კალიუმის პერმანგანატი, რომელიც ხალხში ცნობილია სახელით „მარგანოცვკა“, ადრე თითქმის ყველას სახლის აფთიაქში ჰქონდა. მოგვიანებით, რატომღაც გაქრა. როგორ იყენებ და ახლა რატომ არაა თავისუფალ გაყიდვაში?

20 წელზე მეტი ასაკის ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ მარგანცოვკას ადრე ბევრ საყოფაცხოვრებო საქმეში იყენებდნენ. KMn04 ნომერ პირველი საშუალება იყო მოწამვლის დროს – ღია ვარდისფერი ხსნარი კუჭის გაღიზიანებას იწვევდა და მის გამორეცხვას ხელს უწყობდა.

სანამ მის ურეცეპტოდ გაყიდვას აკრძალავდნენ, წყლის სადეზინფექციოდ და ჩვილების დასაბანად იყენებდნენ. მას იოდის ნაცვლად ანტისეპტიკურ საშუალებად იყენებდნენ: 0,5% ხსნარით დამუშავების შემდეგ ჭრილობა და წყლულები სწრაფად ხორცდებოდა.

კალიუმის პერმანგანატი ფეხის ოფლიანობას აქრობდა, კანს აშრობდა. ეს ეფექტი ჩუტყვავილას დროს ბუშტების სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობდა. ანგინას და გინგივიტს (ღრძილების ანთება) ასევე პირის გამოვლებით კურნავდნენ.

მებაღეებმა და მებოსტნეებმა იციან, რომ კალიუმის პერმანგანატის ხსნარით თესლების და ფესვების დამუშავება აღმოცენებას და გაფესვიანებს ხელს უწყობდა, ხოლო დაზიანებული ბოლქვი კარგად იზამთრებდა და გაზაფხულამდე არ ლპებოდა. თუ მცენარემ გაღვივების შემდეგ ლპობა დაიწყო, მიწას ასევე მარგანცოვკით რწყავდნენ. და მოულოდნელად, აფთიაქებში ამ შავი ფხვნილის გაყიდვა შეწყდა.

2007 წელს კალიუმის პერმანგანატის ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალა. როგორც გაირკვა, ბევრი არაფერს ამბობდა, რომ ის სახიფათოა.

პირველ რიგში, თუ კალიუმის პერმანგანატი კრისტალის სახით ადამიანის ლორწოვან გარსზე მოხვდება, შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.

მეორეც, ბავშვებმა მარგანოცვკას კიდევ ერთი სახიფათო თვისება გაიგეს და მისგან „ბომბების“ გაკეთება დაიწყეს. KMn04 აალებადი და ასაფეთქებელი ქიმიური ნაერთების კატეგორიას მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ თავის დროზე ძალიან პატარა ბოთლებში იყიდებოდა.

და მესამე, მარგანცოვკას გამოყენება პერვიტინის წარმოებაში დაიწყეს, რომელსაც ნარკოტიკული მიდრეკილების მქონე ხალხში „ვინტი“ ეწოდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ კალიუმის პერმანგანატი შეიყვანა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი წინამორბედების ჩამონათვალში“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ყიდვა შეუძლებელია. მარგანცოვკა სრულად არ აუკრძალავთ – უბრალოდ ახლა მწარმოებლებისგან შესანახად შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ, როგორც ასაფეთქებელი ნივთიერებების შემთხვევაში.

გარდა ამისა, მეწარმემ და მისმა თანამშრომლებმა ობიექტის რეალიზაციის მკაცრი აღრიცხვა უნდა აწარმოოს. კალიუმის პერმანგანატის ფასი ძალიან მაღალი არაა, აფთიაქის მფლობელმა მის შეძენაზე უბრალოდ უარი თქვეს, რომ ზედმეტი პრობლემა თავიდან აერიდებინათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.