Connect with us

სხვა

როგორ დავრგოთ მარწყვი სექტემბერში, ისე რომ ზაფხულში მოსავალზე აღარ ვინერვიულოთ

როგორ დავრგოთ მარწყვი შემოდგომაზე, იმისთვის, რომ კარგად განვითარდეს და გაზაფხულზე სასურველი მოსავლით გაგვახაროს?! ეს საკითხი ბევრ მებაღეს აწუხებს და ამ სტატიაში მასზე პასუხის გაცემას შევეცდებით.

როგორ დავრგოთ მარწყვი ზაფხულში

მარწყვის ნათესების განახლება მინიმუმ 3-4 წელიწადში ერთხელ არის საჭირო. თუმცა თუ მარწყვს შემოდგომაზე დავრგავთ, ზაფხულში კენკრა ჯერ არ გვექნება, ახალგაზრდა მარწყვი ხომ მაშინვე არ იწყებს ნაყოფის მოცემას.

ამიტომ უმჯობესია მარწყვი აგვისტოში ან სექტემბერის დასაწყისში დავრგოთ. გამოცდილი მებაღეები ამტკიცებენ, რომ ამის გაკეთება 15 სექტემბრამდე შეიძლება. უფრო გვიან დარგვის შემთხვევაში მცენარე დაფესვიანებას ვერ მოასწრებს. შედეგად, ძლიერი ყინვების დროს მცენარე შეიძლება დაიღუპოს.

უმჯობესი იქნება თუ მარწყვს ისეთ ადგილას დარგავთ სადაც ადრე ხახვი, კამა, ნიახური და სტაფილო იყო დათესილი. სასურველი არ არის მარწყვი ისეთ ადგილას დარგოთ სადაც ბადრიჯანი, კიტრი, წიწაკა, კომბოსტო და კარტოფილი იყო დათესილი. ამ მცენარეების დაავადებები შეიძლება მარწყვს გადაედოს.

მარწყვის დარგვის ტექნოლოგია

ჯერ ნაკვეთი ნაგვისგან გაწმინდეთ და გაასუფთავეთ. მოაშორეთ სარეველა ბალახი, მათი გამოყენება კომპოსტის დასამზადებლად შეიძლება. იმისთვის, რომ მავნებლებისგან გათავისუფლდეთ, მიწა ამიაკიანი წყლით ან სპეციალური პრეპარატით მორწყეთ და დაამუშავეთ. ხსნარი შემდეგნაირად მზადდება: 100 გრამ მაღალი კონცენტრაციის პრეპარატს 10 ლიტრ წყალში ხსნიან. ამ რაოდენობის ხსნარით 2 ჰექტრამდე მიწის დამუშავება შეიძლება.

მარწყვის დარგვამდე გრუნტი გაანოყიერეთ. ამისთვის 1 კვადრატულ მეტრზე 10 კილოგრამი კომპოსტი, 20 გრამი კალიუმის მარილი, 25 გრამი შარდოვანა და 40 გრამი სუპერფოსფატი დაგჭირდებათ.

სარგავი ორმოები 30-40 სანტიმეტრის დაშორებებით გააკეთეთ, მათი სიღრმე 10 სანტიმეტრი უნდა იყოს. ყოველ ორმოში ცოტაოდენი წყალი ჩაასხით, დააცადეთ გაიწოვოს და შემდეგ მარწყვის ნერგ დარგეთ, თუმცა ის მიწაში ძალიან არ ჩააღრმავოთ.

იდეალურ ვარიანტში ზრდის წერტილი მიწასთან ერთ დონეზე უნდა იყოს. ზოგჯერ ყოველ ორმოში 2 ცალ მარწყვის ნერგს რგავენ. ერთის დაღუპვის შემთხვევაში მას მეორე ჩაანაცვლებს.

როგორც კი დარგვას მორჩებით, რიგებს შორის მულჩირება გააკეთეთ. ამისთვის შეგიძლიათ მშრალი ბალახი, ჩალა ან ნახერხის ბურბუშელა გამოიყენოთ.

სექტემბრის დასაწყისი – იდეალური დროა მომავალ მოსავალზე ზრუნვის დასაწყებად. დარგეთ მარწყვი სექტემბერში და მომავალ წელს თქვენი ხელით მოყვანილი მოსავლით დატკბით!