Connect with us

ყვავილები

ყვავილების დედოფალი: რატომ არის კარგი ბაღში ცნობილი ინგლისური ვარდის ქონა

ინგლისური ვარდი (English Rose) – სახეობათა ჯგუფია, რომლის სელექციაზე მე-20 საუკუნის ბოლოს ცნობილი ინგლისელი სელექციონერი დევიდ ოსტინი მუშაობდა. ის ფრანგულ, დამასკურ, ბურბონულ და სხვა სახეობებს აჯვარებდა ჰიბრიდულ ვარდებთან და ვარდების ფლორიბუნდ კლასთან.

ინგლისური ვარდი ყვავილების ფორმით და ბუჩქის მოყვანილობით განსხვავდება. ის ძველი სახეობების უპირატესობებს (თასის ფორმის ყვავილები, ბუჩქის ჰარმონიული ფორმა, არომატის მრავალფეროვნება), დაავადებების მიმართ გამძლეობას და მრავალფეროვან ფერებს აერთიანებს. ინგლისური ვარდი უწყვეტი ყვავილობითაც ფასდება, რაც თანამედროვე ჰიბრიდულ ჩაის ვარდებს და ფლორიბუნდის ვარდებს ახასიათებთ.

ინგლისურ ვარდებს შორის სხვადასხვა ფორმის ბუჩქს შეხვდებით: გვხვდება დაბალი და მაღალი, მცოცავი და მიწაზე დაფარული, სქელი და გაიშვიათებული. ბევრი სახეობა ჩრდილის ატანით გამოირჩევა (ინგლისში არც თუ ისე ბევრი მზიანი დღეა), სწორედ ამიტომ დაჩრდილული ბაღებისთვის გამოდგება. ის საკმაოდ უპრეტენზიოა, თუმცა ზამთარში შეფუთვა სჭირდება.

ვინ არის დევიდ ოსტინი, რომლის სახელთან ასოცირდება „ინგლისური ვარდის“ სახელი?

დევიდ ოსტინი 1926 წელს აღმოსავლეთ შროპშირში ფერმერების ოჯახში დაიბადა. მშობლებში მასში საქმის გამგრძელებელს ხედავდნენ. როცა ბიჭი გაიზარდა, მისი ხელები ფერმისთვის არც თუ ისე საჭირო იყო. ამ დროს ინგლისელი ფერმერების ცხოვრება არც თუ ისე მარტივი იყო: ბევრი ფიზიკური შრომა, ნაკლები ტექნიკა და საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. 14 წლისას მშობლებისგან მოულოდნელად ვარდების სელექციით დაინტერესდა. მშობლებმა ეს სასაცილოდ ჩათვალეს და შვილის ექსპერიმენტს ხელი არ შეუწყვეს, ერჩივნათ, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის მოეკიდა ხელი.

რა თქმა უნდა, დევიდის ოჯახში არავინ ფიქრობდა, რომ ერთხელ ბიჭის ჰობი რაღაც უფრო დიდში გადაიზრდებოდა და შვილის ნამდვილი მოწოდება გახდებოდა, რომ მისი სახელი ვარდების წარმოებას და სელექციას სამუდამოდ დაუკავშირდებოდა და მას მსოფლიო პოპულარობას მოუტანდა.

თუმცა ზუსტად ასე მოხდა: ბიჭმა ინგლისელი ფერმერის ოჯახიდან თითქმის 75 წელი თავის ჰობს დაუთმო. 50 ჰა ფერმის ნაკვეთზე დევიდის ფირმის მეცხოველეობის განყოფილება, სანერგე განყოფილება, სათბურები და ექსპერიმენტული ველები განთავსდა.

დევიდ ოსტინმა დიდხანს იცოცხლა – 96 წელი, ამ დროში ოფიციალურად 200-ზე მეტი ჯიშის ვარდი დაარეგისტრირა.

სელექციონერის ნიჭის თაყვანისმცემელი იყო დედოფალი ელისაბედ II. ის დევიდ ოსტინს არაერთხელ შეხვდა. მისი ვარდები სამეფო ოჯახის რეზიდენციებში ყვავის. დედოფლის 50 წლიანი იუბილეს საპატივცემულოდ დევიდმა ვარდების ახალ ჯიშს დაარქვა „Jubilee Celebration”. მას ხშირად უყვარდა ვარდებისთვის რეალური ადამიანების სახელების დარქმევა (ერთ–ერთი მათგანი მეუღლეს, მეორე კი შვილიშვილს მიუძღვნა). მის კოლექციაში არის ვარდების სახელები მსახიობების და ლიტერატურული პერსონაჟების საპატივცემულოდ.

ვარდების სახელები

დიდ ბრიტანეთში „ინგლისურ ვარდს“ უწოდებენ ყველაზე ლამაზ ქალს და გოგოს, რომელიც ბრიტანელების აზრით ახალგაზრდა ლედის სტილს ასახავს და რომლის საგვარეულო ფესვებიც სწორედ ინგლისში მდებარეობს. ამ სახალხო ტიტულს ატარებდა პრინცესა დიანა, ასე უწოდებენ მსახიობს კეტრინ ზედა ჯონს, კეიტ უინსლტს და ბევრ სხვას.

ბაღის მოდა „ბუნებრივი სტილისკენ“ როგორც არ უნდა შეიცვალოს, ვარდი არსად ქრება, როგორც არ ქრება ყველაზე ცნობილი საგვარეულოს გერბიდან.

ინგლისური ვარდის ყველაზე ცნობილი სახეობებია: ვარდი Graham Thomas, ვარდი Charlotte, ვარდი Golden Celebration, ვარდი William Morris, ვარდი Jubilee Celebration, ვარდი Lady of Shalott, ვარდი Strawberry Hill, ვარდი The Pilgrim, ვარდი Anne Boleyn, ვარდი The Mayflower.

ინგლისური ვარდის მეზობლები შეიძლება გახდნენ ნემსიწვერა, მარმუჭი, სალბი, კატაპიტნა, ჭორტანა, კატაბარდა, მარცვლეული, ია. წიწვოვანი მცენარეები მისთვის კარგ ფონს ქმნიან.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.