Connect with us

ყვავილები

რატომ ვამატებ ლიმონის მჟავას მცენარეების სარწყავ წყალში

ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩემი ოთახის მცენარეები თავს ცუდად გრძნობდნენ. ფოთლებმა გაყვითლება და ცვენა დაიწყო, ქოთნებს ავადმყოფური შესახედაობა ჰქონდათ. მეზობელმა მიშველა, რომლის აყვავებული მცენარეები ქუჩიდანაც კი ჩანს. მან მითხრა, რომ ლიმონის მჟავა შველის.

უკვე თავს ვიმტრევდი და ფიქრებით საყვარელ ოთახის მცენარეებს ვემშვიდობებოდი. რა არ ვცადე: სასუქი, განიავება, ადგილის შეცვლა, მორწყვის რეჟიმი. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია უბრალოდ ლიმონის მჟავა მცენარის მოსარწყავად გამოიყენოთ. გამოცდილებას გიზიარებთ.

რატომ არის სასარგებლო ლიმონის მჟავა მცენარეებისთვის

ალბათ, იცით, რომ ონკანის წყალი მცენარეების მოსარწყავად არ გამოგადგებათ. საქმე იმაშია, რომ მასში ძალიან ცოტა მაგნიუმის და კალიუმის მარილებია. სწორედ ამიტომ, ონკანის გამდინარე წყალი ხისტია. ეს ნიადაგიდან მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უშლის. შედეგად, მცენარეები ჭკნება. სამწუხაროდ, ამ დროს არანაირი ზომების მიღება არ გიშველით.

არ იცით, თქვენი წყალი ხისტია თუ არა? ოთახის მცენარე თავად გეტყვით. თუ შეამჩნიეთ, რომ ფოთლებზე გაჩნდა ქლოროზი, ის ხმება ან ყვითლდება, ეს ერთგული ნიშანია. ასევე მიწაზე შეიძლება პატარა თეთრი გარსი გაჩნდეს. იდუმალი თეთრი ლაქები თიხის ქოთანზე – კიდევ ერთი მიზეზია, რომ წყლის სიხისტემ დაგაფიქროთ.

წარმოიდგინეთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაღაზიაში ძვირადღირებული საშუალების შეძენა არ მოგიწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო ინგრედიენტს თქვენს სამზარეულოში იპოვით. ლიმონის მჟავა წყალს ეფექტურად არბილებს და ტუტე გარემოს ანეიტრალებს. ამრიგად, თქვენს მცენარეებზე იზრუნებთ. არანაირი თეთრი ნადები, ქერქი ან მშრალი ფოთლები.

მნიშვნელოვანია, რომ ლიმონის მჟავა წყალში სწორად გახსნათ, რომ სარწყავი ხსნარი მოამზადოთ. საკმარისია, 0,5 ჩ/კ 5 ლ წყალში გახსნათ. სჯობს ცოტა დაუმატოთ, რადგან დიდი დოზა ნიადაგს დაამჟავებს.

თუ ხსნარს აზალიას, ფრთათეთრას, ვარდის, კამელიას ან ჰორტენზიას მოსარწყავად ამზადებთ, შეგიძლიათ ის უფრო კონცენტრირებული გახადოთ. ამ ყვავილებს მჟავე ნიადაგი უყვართ. აი, დეკემბერას, დიფენბაჰიას, სპატიფილუმს და ანტურიუმს ტუტე ნიადაგი უყვართ. სწორედ ამიტომ, წყალს ცოტა ლიმონის მჟავა დაუმატეთ.

ახლა ჩემი ოთახის მცენარეები ჯანსაღი გარეგნობით თვალს ახარებენ. თუ მსგავსი პრობლემა თქვენც გაწუხებთ, ჩემი რჩევები აუცილებლად გამოიყენეთ. ოთახის მცენარეებისთვის ლიმონის მჟავა შეუცვლელი საშუალებაა. თქვენ წყლის დასარბილებლად რომელ საშუალებას იყენებთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.