Connect with us

საკითხავი

სტრესის სამკურნალო წამალი: 7 მიზეზი, რატომ არის სასარგებლო წვიმაში სეირნობა

წვიმის ხმა ბევრს მოსწონს, ზოგს რომანტიკის და სიმშვიდის შეგრძნების გამო. ზოგი კი ირწმუნება, რომ წვიმა სტრესის გაქრობასა და დამშვიდებაში ეხმარება. წვიმაში სეირნობა ნამდვილად განგკურნავთ, რადგან ის გონების დამშვიდების, აზრების და ემოციების გათავისუფლების ჯადოსნურ ძალას ფლობს.

წვიმის შემდეგ მიწის სუნს საკუთარი სახელიც კი აქვს – პეტრიქორი.

სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან petra, რაც ნიშნავს „ქვას“ და ichor – სითხე, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ღმერთების ძარღვებში მიედინება. ტერმინი 1964 წელს მეცნიერებმა იზაბელა ჯოი ბეარმა (ავსტრალია) და როდერიკ გ. ტომასმა (დიდი ბრიტანეთი) ჟურნალისთვის „Nature” მოიფიქრეს.

ამ სამეცნიერო ნაშრომში მათ ისაუბრეს იმ ფაქტზე, რომ წვიმის შემდეგ ქიმიური ნივთიერებების კომბინაციის წყალობით სპეციფიკური სუნი ჩნდება. საქმე იმაშია, რომ მცენარე ნალექების არ არსებობის დროს გამოყოფს ზეთებს, რომელსაც თიხნარი მიწა და მთიანი ქანები იწოვს. წვიმის დროს ეს ზეთები ჰაერში გამოდის ქიმიურ ნაერთებთან გეოსმინთან, აქტინობაქტერიების მეტაბოლურ სუბპროდუქტებთან ერთად, რაც ქმნის სუნს, რომელიც ჩვენ, ყველას ძალიან გვიყვარს.

რატომ არის წვიმაში სეირნობა არა მხოლოდ კარგი, არამედ აუცილებელი?

გთავაზობთ წვიმაში სეირნობის 7 უპირატესობას:

  1. წვიმის სუნი გონებას ამშვიდებს.
  2. მაღალი ტენიანობა კანისა და თმისთვის ძალიან სასარგებლოა. წვიმის წვეთები შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც კანს გარდაქმნის – ის უფრო ახალი და დასვენებული ხდება.
  3. იაპონელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ წვიმის დროს ან გრილ ამინდში ფიზიკური ვარჯიში ან აქტივობა უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე მშრალ და ცხელ ამინდში აქტივობა.
  4. წვიმის წვეთები მტვერს და მიკრობებს შთანთქავს, ამიტომ წვიმის ქვეშ სეირნობისას სუპერ სუფთა ჰაერით სიამოვნებას მიიღებთ.
  5. წვიმის დროს სეირნობისას თავს უფრო თავისუფლად და მეამბოხედ იგრძნობთ. ყველა წესის და საზღვრების მოხსნა, ბედნიერება და სიცილი მოგინდებათ.
  6. წვიმა ადამიანს ეხმარება პრობლემას სხვა კუთხით შეხედოს და პანიკის გარეშე მოაგვაროს.
  7. თანამედროვე სამყარო უფრო რაციონალური გახდა. რთულია იპოვოთ ადამიანი, ვინც წვიმის ქვეშ სეირნობს.

მაგალითი მოსაწყენი ხალხისგან არ აიღოთ. წვიმაში ისეირნეთ: გონება გაიწმინდეთ, ნეგატიური ფიქრები და ემოციები მოიშორეთ, იოცნებეთ, ქარისა და თავგადასავლებისკენ გაიქეცით!