Connect with us

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ჭიქა? 5 შემთხვევა, როცა ლუდი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა

ლუდი მადას ზრდის, „ქალის“ ჰორმონის წარმოებას აჩქარებს და ჭარბი წონის მატებას ხელს უწყობს და ეს მიზეზებია, რომ ქაფიანი სასმელი ჭარბად არ მოიხმაროთ. თუ ზომიერებას დაიცავთ და კვირაში 1–2 ჭიქა ლუდს დალევთ, ის ჯანმრთელობისთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება. მეცნიერება ამაში სრულად გვეთანხმება. გიამბობთ, როგორ შეუძლია ლუდს ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

რევმატოიდული ართრიტისგან დაგიცავთ

3–4 პორცია კვირაში რევმატოიდული ართრიტის რისკს მესამედით ამცირებს – ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც ჟურნალში „ართრიტი და რევმატოლოგია“ გამოქვეყნდა. კვლევაში 1,9 მლნ–მა მოხალისემ მონაწილეობა მიიღო. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ საქმე ალკოჰოლის ანთების საწინააღმდეგო თვისებაშია.

კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას იცავს

ლუდი ერთგვარი ანტიმიკრობული სავლებია, რომელიც პირის ღრუს სახიფათო ბაქტერიებს ანადგურებს. ამით ლუდი დაგეხმარებათ სახიფათო კბილის ნადების მოშორებაში, რომელიც არა მხოლოდ კბილებისა და ღრძილებისთვის, არამედ გულისთვისაც საზიანოა.

მხედველობას აუმჯობესებს

ოფთალმოლოგიის შესახებ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა, რომელშიც 3654 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ის მოხალისეები, რომლებიც ლუდს რეგულარულად სვამდნენ, საბოლოოდ კატარაქტი 50%–ით უფრო ნაკლებად აწუხებდათ. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზია ანტიოქსიდანტები, რომელიც ლუდში ბევრია.

თირკმლებში კენჭების წარმოქმნას ამცირებს

თუ დღეში ერთ ჭიქა ლუდს დალევთ, თირკმლებში კენჭის გაჩენის რისკი 41%–ით შემცირდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის ავტორები, რომელიც ამერიკის საზოგადოების ნეფროლოგიის კლინიკური კვლევის ჟურნალში გამოქვეყნდა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლუდის შარდმდენი თვისებებით.

მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს ამცირებს

ერთი მხრივ, ლუდის მოხმარება წონას ზრდის, რაც თავის მხრივ, დიაბეტის განვითარების რისკსაც ზრდის. მეორე მხრივ, ამ სასმელის ანთებით საწინააღმდეგო თვისება დაავადებისგან ბუნებრივად გიცავთ, რაც 15 კვლევის მეტაანალიზმა დაადასტურა. თუ კვირაში 2–4 პორცია ლუდს დალევთ, თქვენი პირადი რისკი 30%–ით შემცირდება.