ჯანმრთელობა
ინფარქტი ქალებში სულ სხვაგვარად ვლინდება: 5 უცნაური და მოულოდნელი სიმპტომი
სიუ პალმერმა ძლიერი გულისრევის შეგრძნებით გაიღვიძა. ქალს ღებინება დაეწყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივ მოწამვლად მიიღო და დაწოლას აპირებდა. თუმცა მისი ქმარი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამან მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
„დილით რომ დავწოლილიყავი, როგორც ვაპირებდი, შეიძლება აღარც გამეღვიძა“ – ამბობს ქალი.
სიუ იხსენებს, თუ როგორ ხუმრობდა და თვალებს იფშვნეტდა, როცა სასწრაფო დახმარების მიმღებში იჯდა. თავად იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება გულის შეტევა ჰქონდეს, სისულელედ მიაჩნდა: თავს სავსებით ნორმალურად გრძნობდა! პირველმა ელექტროკარდიოგრამმა არანაირი გადახრა არ აჩვენა, თუმცა მეორე ექიმმა შეამჩნია რაღაც, რამაც აიძულათ ქალი დაუყონებლივ საოპერაციოდ გაეყვანათ!
როცა სიუმ ნარკოზიდან გაიღვიძა, გაიგო, რომ მას ინფარქტი ჰქონდა. შეტევა მაშინ დაიწყო, როცა ის საავადმყოფოში მოვიდა. მისი პირველი კორონარული არტერია 10%–ით დაბლოკილი იყო, ცენტრალური კი 70%–ით! ქალი დაუყონებლივ საოპერაციოში რომ არ წაეყვანათ, ეს ფატალურ შედეგს გამოიწვევდა!
ქალების უმეტესობას ინფარქტის ნიშნები სუსტად გამოხატული აქვთ ან საერთოდ არ ვლინდება!
ინფარქტი ქალის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. უფრო მეტიც, 2/3 ქალებს, რომლებიც მოულოდნელად ინფარქტით კვდებიან, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდათ.
ყველასთვის ცნობილია, რომ ინფარქტი ვლინდება მკერდში ან ხელში ტკივილით, მაგრამ ქალებში სიმპტომები ხშირად მკაფიოდ გამოვლენილი არაა ან საერთოდ არ ვლინდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახიფათო დაავადების ნაკლებად გამოხატული ნიშნების ცოდნა.
ყურადღება მიაქციეთ ყველა უცნაურ სიმპტომს ნიკაპიდან ჭიპის ზონამდე!
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ სხეულზე ნიკაპიდან ჭიპის ზონამდე ყველა უცნაურ სიმპტომს ყურადღება მივაქციოთ. ეს შეიძლება იყოს ზურგის ან ყბის ტკივილი, კბილის ტკივილი! ყურადღება მიაქციეთ, რომ ინფარქტი არა მხოლოდ ტკივილით, არამედ გულმკერდში დისკომფორტის გრძნობით ვლინდება!
კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომი საჭმლის მონელების ან კუჭის პრობლემები. ხშირად გულის პრობლემებს თან ახლავს გულისრევა, თავბრუსხვევა და ღებინება. გარდა ამისა, იზრდება დაღლილობა, ქოშინი – გულის შეტევის ერთ–ერთი მთავარი, მაგრამ ნაკლებად გამოხატული სიმპტომი.
სასწრაფო დახმარების გამოძახებისას არ მოგერიდოთ ექიმს უთხრათ, რომ გულის შეტევაზე ეჭვი გეპარებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ჩივილს სერიოზულად არ აღიქვამენ! ექიმს ელექტროკარდიოგრამის გადაღება სთხოვეთ!
სამწუხაროდ, ინფარქტი შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც დაემართოს. აუცილებელი არაა მწეველი იყოთ, სწრაფი კვების პროდუქტებით იკვებოთ და ჭარბი წონა გქონდეთ. სწორედ ამიტომ, თქვენი სხეულის სიგნალებს მოუსმინეთ და ჯანმრთელად იყავით!