Connect with us

ჯანმრთელობა

8 მიზეზი, რატომ უნდა ჩართოთ ბროწეული თქვენს რაციონში

შემოდგომის ბოლოს მაღაზიის დახლებზე ჩვეულ ვაშლს და ფორთოხალს ბროწეული ავიწროებთ. თუმცა ხალხი ამ ეგზოტიკური ხილის ყიდვას არ ჩქარობს. ბროწეულს ხომ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება – ის უნდა გარეცხოთ, როგორც ვაშლი, და შემდეგ გაასუფთაოთ, როგორც ფორთოხალი. ღირს კი ბროწეული ამდენ წვალებად? და თან როგორ! ჩვენ ამას დაგიმტკიცებთ.

ბროწეული უგემრიელესი და უნივერსალური პროდუქტია. მას ფანტასტიკური ღირსებები გააჩნია. ბროწეულის მარცვლები შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, ბრინჯის კერძებს, ხორცის კერძებს ან იოგურტს. შეგიძლიათ გაწუროთ. ერთი ბროწეული დაახლოებით 100 მარცვალს და 100 კალორიას შეიცავს, რაც იდეალურ დაბალკალორიულ წასახემსებლად აქცევს მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. ბროწეული რიგი სერიოზული დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, მათ შორისაა სიმსივნე და გულის დაავადებები. თქვენ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ?

1. ბროწეული ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს

ეს ხილი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ორგანიზმის ბევრ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. კერძოდ, ის ცუდი ქოლესტერინის დონეს, წნევას და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. დღეში 1 ბროწეული შეჭამეთ ან მარცვლეული სალათებს დაუმატეთ.

2. ბროწეული სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

ამ თვისების წყალობით განსაკუთრებული ღირებული ხილია დიაბეტიკებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც სისხლში შაქრის დონის სწრაფ ცვლილებას გაურბის. როგორც ცნობილია, შაქარი ბევრ დაავადებას იწვევს, მათ შორის გულის დაავადებებს, სიმსივნეს, სიმსუქნეს, შაქრიან დიაბეტს და კანის პრობლემებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შაქრის მოხმარების შეზღუდვა (ან საერთოდ ამოღება). იმის მიუხედავად, რომ ბროწეული „ტკბილ“ ხილად ითვლება, მისი გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 35, ანუ იმდენი, რამდენიც აქვს უმ სტაფილოს და მხოლოდ 5 პუნქტით მეტი, ვიდრე მწვანე ვაშლს.

3. ბროწეული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ძლიერი ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობის შემცველობით, რომლებიც ტვინის მოქმედებას სტიმულირებენ. ბროწეული ტვინზე დადებით გავლენას ახდენს. ეს ხილი მეხსიერებას და ნერვული სისტემის ფუნქციებს აუმჯობესებს, ასევე კოგნიტურ შესაძლებლობებს ზრდის. უფრო მეტიც, ბროწეული ალცჰაიმერის დაავადების რისკის შემცირებაშიც დაგეხმარებათ. ამ დაავადების მქონე ხალხისთვის სასარგებლო ხილად ითვლება.

4. ბროწეული წნევის შემცირებას ხელს უწყობს

კვლევამ დაამტკიცა, რომ ბროწეულს მაღალი არტერიული წნევის შემცირება შეუძლია. ეს ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ბროწეულის წვენი (რა თქმა უნდა, ახალი, უშაქრო) და მარცვლები არტერიულ კედლებზე დადებით გავლენას ახდენს. თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, მკურნალ ექიმს ბროწეულის უპირატესობები და შესაბამისი დოზირება ჰკითხეთ.

5. ბროწეულს სიბერესთან ბრძოლა შეუძლია

დიახ, ეს ნამდვილი გამაახალგაზრდავებელი გარსია. ბროწეული სიბერესთან ბრძოლის ფანტასტიკური თვისებებით ცნობილია. ბროწეულის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა ნაოჭებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. საქმე იმაშია, რომ ბროწეული შეიცავს ძლიერ ნატურალურ ანტიოქსიდანტს, პოლიფენოლს, რომელიც სიბერის ნებისმიერ ნიშნებს ებრძვის. განა ეს საბაბი არაა, რომ ბროწეული სალათს პირდაპირ ახლა დაუმატოთ?

6. ბროწეული სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს

რა თქმა უნდა, ხილ–ბოსტნეული სიმსივნეს ვერ განკურნავს, მაგრამ სიმსივნის უჯრედების ზრდის შეფერხება შეუძლია. ბროწეული მსგავსი თვისებების მქონე ერთ–ერთი საუკეთესო ხილია. ამ მიზნით სჯობს ბროწეულის წვენი დალიოთ ან მარცვლები შეჭამოთ.

7. ბროწეულს ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია

ბროწეულის მიღება ანთებას ამცირებს და ართრიტის სიმპტომებს ებრძვის. ეს ნაყოფი ხრტილების დაშლას ხელს უშლის. ანტიასაკობრივი თვისებების დახმარებით ბროწეული სახსრების ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ბროწეულის წვენი სახსრების ტკივილს ამცირებს.

8. ბროწეული განწყობას აუმჯობესებს

როცა ცუდ განწყობაზე იქნებით, ბროწეული გაჭერით და აუჩქარებლად ბროწეულის მარცვლები შეჭამეთ. თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ. ბროწეული დაგეხმარებათ სეროტონინის დონე გაზარდოთ და განწყობის ცვლილებები აკონტროლოთ. ასევე ბროწეული შფოთვას და დეპრესიას თავიდან აგაცილებთ. შემოდგომის უღიმღამო საღამოს, როცა ყველაფერი მობეზრებული გაქვთ, ჩვეულ ვიტამინების კოქტეილს რამდენიმე ბროწეულის მარცვალი და ცოტა მწარე შოკოლადი დაუმატეთ. ამბობენ, რომ ეს კომბინაცია სასწაულს ახდენს – განწყობა უმჯობესდება და ფიქრები ნათელი ხდება.