Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ მენოპაუზა დაწყებამდე 10 წლით ადრე

მენოპაუზა – გარდაუვალი რეალობაა, რომლის გავლაც ყველა ქალბატონს მოუწევს. ფერტილურობის დასრულება საშუალოდ 50 წლის ასაკში ხდება, თუმცა ყოველ მეოცე ქალს ეს პერიოდი გაცილებით ადრე – 40 ან 30 წლის შემდეგ ეწყება. ყველაზე ხშირად ის სამედიცინო ჩარევებით არის განპირობებული: სიმსივნის თერაპია, ერთი ან ორივე საკვერცხის მოკვეთა და მსგავსი ტიპის სხვა ოპერაციები. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მენოპაუზის ადრეული დაწყება ვერაფრით აიხსნება, ის უბრალოდ დგება და უნდა შეეგუოთ. ამ სტატიაში წაიკითხავთ თუ როგორ უნდა იგრძნოთ მენოპაუზის მოახლოება და მოასწროთ რეპროდუქციული გეგმების რეალიზაცია.

მენოპაუზის წინა სიმპტომები

მენოპაუზის პირველი სტადია შეიძლება 4-დან 10 წლამდე გრძელდებოდეს და 30+ ასაკში დაიწყოს. საბედნიეროდ არსებობს გარკვეული სიგნალები რომლებიც დაგეხმარებიან იმის გაგებაში თუ რა ხდება.

ლიბიდოს შემცირება

განსაკუთრებით შემაშფოთებელია თუ სექსუალური სურვილი ისეთ შემთხვევაშ გიქრებათ როდესაც ჯანმრთელი ხართ და არ იღებთ მედიკამენტების რომლებსაც ლიბიდოზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ასევე საგანგაშოა ლიბიდოს შემცირება პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობების ქონის დროსაც. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ სექსი ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლებად გინდებათ, დროა ექიმს მიმართოთ.

ოფლიანობა

ყველამ ვიცით რომ ოფლიანობა, მოულოდნელი შეხურება ან დაცხომა მენოპაუზის მოახლოების ნიშანია. ახალგაზრდა, ჯანმრთელ ქალბატონებ შეხურების მსგავსი შეტევები შეიძლება მენსტრუალური ციკლის დროს ან ანტიდეპრესანტების მიღებისას დაემართოთ. თუმცა თუ გრძნობთ, რომ ეს ხშირად გემართებათ აჯობებს ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ.

უძილობა

ძილის დარღვევები თუ ძლიერ სტრესს ან ციკლის ბოლო კვირას ემთხვევა ეს ნორმალურია, თუმცა თუ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე გაქვთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა ყურადღებას არ საჭიროებს და ღამე მაინც ვერ იძინებთ – აჯობებს ექიმს მიმართთ. ძილის დარღვევა – ნებისმიერ შემთხვევაში საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

წონის მატება

წონის ნებისმიერი არამოტივირებული მატება – საშიში სიგნალია. თუ კვების ჩვევები არ შეგიცვლიათ, თქვენი აქტივობის დონეც იგიევე დარჩა, ფარისებრი ჯირკვალი ჯანმრთელია და არც რაიმე მედიკამენტებს იღებთ, თუმცა წონაში მაინც მოიმატეთ – აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

ადრეული მენოპაუზის სიმპტომები

თუ 40 წლის ასაკს უკვე გადაცდით, შეიძლება ამ “კლასიკურმა სიმპტომებმა” შეიძლება შეგაშინოთ. მოგითხრობთ, თუ რა შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი ფერტილურობის პერიოდის დასრულებისთვის ემზადება.

სხეულის პერიოდული წამოხურება

ადრეული მენოპაუზის სიმპტომები ბევრ რამეში ჩვეულებრივ სხეულის პერიოდულ წამოხურებას მოიცავს. წამოხურების რეგულარობა სხვადასხვაგვარია, ზოგს ის საათში ერთხელ აწუხებს, ზოგს კი უფრო უმართლებს და კვირაში ერთხელ აწუხებს ეს პრობლემა. ზოგჯერ წამოურებას სხვადასხვა ტრიგერები წივევს, მაგალითად, კოფეინის, ალკოჰოლის ან სუნელები გამოყენება. თუმცა უმეტეს შემთხვევაშ ეს სიმპტომი ყოველგვარი ტრიგერის გარეშე ჩნდება. ერთადერთი რისი რჩევაც შეგვიძლია – სტრესისა და შფოთვის გამორიცხვაა, ასევე – ყურადღებით მოეკიდეტ მედიკამნტების მიღებას.

არარეგულარული მენსტრუაცია

მენსტრუაციის გრაფიკის – ნებისმიერი დარღვევა ექიმთან მისვლის მიზეზია, რადგან როგორც წესი ეს რეპროდუქტიული სისტემის დარღვევებზე მიგვანიშნებს. გარდა ამისა ეს სიპტომი ადრეულ მენოპაუზაზეც მიგვანიშნებს.

ხშირი ხასიათცვალებადობა

მენპაუზის დროს ქალების ჰორმონალური ფონი საგრძნობლად იცვლება, პირველ რიგში ესტროგენის დონე ეცემა, რომელიც ტვინის მნიშვნელოვანი ფუნქციების გაუმჯობესებაზე აგებს პასუხს. მისი დაბალი დონე ჩვენ სევდას გვმატებს, ზრდის შფოთვას და შეიძლება ძილის დარღვევებიც გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხასიათს, თუ უფრო იოლად ღიზიანდებით, ვარდებით პანიკაში ან უარესად გძინავთ – ნამდვილად ღირს გინეკოლოგთან წასვლა.

ვაგინის სიმშრალე

ესტროგენის კიდევ ერთი ფუნქცია – ვაგინალური სითხის საკმარიი რაოდენობის გამომუშავება. თუ ამ ჰორმონის დონე შემცირდა (მენოპაუზისსას ასე ხდება) ვაგინალური სიმშრალე ჩნდება, მისი კედლები ნაკლებად ელასტიური და უფრო თხელი ხდება – ამ ყველაფერმა კი სექსის დროს მტკივნეულ შეგრძნებებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამ პრობლემის აცილებაში სხვადასხვა ლუბრიკანტები და მალამოები დაგეხმარებათ, ასევე შეიძლება ჰორმონალური თერაპიის გამოყენებაც – თუმცა ის აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინშნოთ!

ძილის დარღვევები

ესტროგენი პრიდაპირ კავშირშია სეროტონინის გამომუშავებასთან, ეს უკანასკნელი კი ორგანიზმს მელატონისის საჭირო დონის შენარჩუნებაში ეხმარება. მელატონინი გახლავთ ჰორმონი რომელიც ძილის ციკლებს არეგულირებს და მას უფრო ღრმასა და ხანგრძლივს ხდის. როდესაც ესტროგენის დონე გარკვეული მიზეზებით ეცემა, ამან შიეძლება ძილის სხვადასხვა დარღვევებამდე მიგვიყვანოს მაგალითად, სირთულეები დაძინებასთან, უძილობა და ღამით ხშირი გაღვიძება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.