Connect with us

ჯანმრთელობა

„სამხრეთის“ დაავადება: როტავირუსი – როგორ ვიმკურნალოთ და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავად არ გავხდეთ

ზაფხული არა მხოლოდ ტურისტების მომრავლების (სამწუხაროდ, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად შემცირებულია), არამედ როტავირუსის ინფექციის სეზონია. ტრადიციულად, ივლისი–აგვისტოს პერიოდში ზღვის კურორტებზე „ნაწლავური“ ან „კუჭის“ გრიპის შემთხვევები მკვეთრად იზრდება. წლევანდელი სეზონიც გამონაკლისი არ ყოფილა. დღეს გიამბობთ, თუ როგორ ვლინდება როტავირუსი, რით არის სახიფათო და რა გავაკეთოთ პროფილაქტიკის მიზნით ან როგორ გამოვჯანმრთელდეთ სწრაფად.

უსიამოვნო და სახიფათო

როტავირუსის ინფექცია ან როტავირუსის გასტროენტერიტი მწვავე ნაწლავური ინფექციაა, რომელსაც ვირუსი Rotavirus იწვევს. ხშირად ავადმყოფებენ ბავშვები: თითქმის ყველა ბავშვს ერთხელ მაინც „კუჭის გრიპი“ აწუხებს. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვებში მოულოდნელი დიარეის შემთხვევების 95% სწორედ როტავირუსის ინფექციით არის გამოწვეული.

გავრცელების მიუხედავად ინფექცია შეიძლება ძალიან საშიში იყოს: ცხოვრების დაბალი დონის და არასაკმარისად განვითარებული მედიცინის მქონე ქვეყნებში ნაწლავური ინფექციები ბავშვების და ჩვილების სიკვდილის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია.

როტავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს დაავადების მიმართ იმუნიტეტი არ უვითარდება, მაგრამ ყოველ შემდეგ ჯერზე დაავადება უფრო ადვილად გადააქვს.

სხვაზე გადაცემა

ვირუსის გადაცემის მთავარი გზაა – ფეკალურ–ორალური (ანუ პათოგენი ორგანიზმში პირის ღრუდან ხვდება), ასევე კონტაქტურ–საყოფაცხოვრებო. ხშირად ვირუსის გადამტანია თავად ვირუსის მატარებელი (ხშირად ზრდასრული ადამიანი), რომელსაც გამოხატული სიმპტომები არ აქვს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ როტავირუსის პათოგენს საკმაოდ მაღალი გამძლეობა ახასიათებს და გარე გარემოში სიცოცხლისუნარიანობას თითქმის 30 დღე ინარჩუნებს. ხშირად ვირუსის გადაცემა ხდება პირადი ჰიგიენის დაუცველობით, სათამაშოთი და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ასევე პათოგენი შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს ცუდად გარეცხილი ხილ–ბოსტნეულიდან ან წყლიდან.

როტავირუსის სიმპტომები

როტავირუსის ინკუბაციის პერიოდია 12-დან 17 საათი. ხშირად პირველი სიმპტომი ვირუსის მატარებლთან ან ნივთთან კონტაქტიდან 1 დღეში ვლინდება. აი, დაავადების ყველაზე გავრცელებული ნიშნები.

  • მრავალჯერადი ღებინება და დიარეა
  • ტკივილი
  • მუცლის შებერილობა და გვრემა
  • მადის დაქვეითება
  • სხეულის ტემპერატურის შემცირება
  • ყელის სიწითლე
  • სურდო
  • თვალის ლორწოვანი გარსის ანთება
  • მშრალი ხველა
  • ყელის ლიმფური კვანძების გადიდება

როტავირუსის დროს ყველაზე დიდ საფრთხეს ორგანიზმის გაუწყლოება წარმოადგენს, განსაკუთრებით ხშირად ეს ბავშვებში ხდება. ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ შესაძლო სიმპტომებს, როგორიცაა გახშირებული პულსი, არტერიული წნევის შემცირება, მძიმე შემთხვევაში – გონების დაკარგვა.

როგორ ვიმკურნალოთ როტავირუსი?

რაიმე მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ დაავადების გამომწვევ პათოგენებზე იმოქმედებდა, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სიმპტომური მკურნალობა პრაქტიკულად არ ხდება. პირველ რიგში, ორგანიზმის გაუწყლოებას უნდა ებრძოლოთ. პაციენტს შეგიძლიათ მოუმზადოთ რეგიდრონის ხსნარი (1 პაკეტი 1 ლ ანადუღარ წყალში) და ყოველ საათში 50 მლ დაალევინოთ. თუ პრეპარატი ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ 1 ლ ანადუღარი წყლის, 1 ჩ/კ საკვები მარილის, 1 ჩ/კ სოდის და 2–4 ს/კ შაქრის ნარევი.

მაღალი ტემპერატურა შეგიძლიათ პარაცეტამოლით შეამციროთ, მაგრამ ექიმები ამის გაკეთებას 39 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე არ გირჩევენ: პათოგენი მხოლოდ 38 და მაღალ ტემპერატურაზე იღუპება. პირველი სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში შეგიძლიათ მიიღოთ პრობიოტიკები, რომ ნაწლავების დარღვეული მიკროფლორა აღადგინოთ.