სახლი და დიზაინი
როგორ შევკეროთ პუფები ერთ დღეში: დეტალური ინსტრუქცია
როცა ასეთი პუფი პირველად დავინახე, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ბოლოს და ბოლოს, მოსახერხებელი და კომფორტული ავეჯი მოიგონეს. დაუყონებლივ მისი შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ჩემთვის შესაფერისი რატომღაც ვერ ვიპოვე. გადავწყვიტე თავად შემეკარა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გამომივიდა. გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას.
ასეთი პუფები კარგია იმით, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ სახლისთვის, აგარაკისთვის, კაფისთვის ან თუნდაც ოფისისთვის. აღარაფერს ვამბობ ზომაზე, მასალასა და ფერზე. შესაფერისი ნაჭერი შეარჩიეთ და პუფების შეკერვა დაიწყეთ.
როგორ შევკეროთ პუფები სახლის პირობებში
თქვენ დაგჭირდებათ:
- ქსოვილი შიდა ჩეხოლისთვის
- ქსოვილი გარე ჩეხოლისთვის
- 2 ელვა შესაკრავი
- პოლისტიროლი გრანულებში
- საკერავი მანქანა
- დახაზული ქაღალდი
- ფანქარი
- ცარცი
- სახაზავი
- ქინძისთავები
დეტალური ინსტრუქცია:
1. გამოჭერით თარგი ისე, როგორც სურათზეა მოცემული. თქვენ 6 მსხლის ფორმის ნაწილს და 2 ექვსკუთხედს (სავარძლის ზედა და ქვედა ნაწილი) მიიღებთ.
2. ქინძისთავების და ცარცის გამოყენებით თარფი შიდა ჩეხოლის ნაჭერზე გადაიტანეთ. გამოჭერით და შესაკერად 1 სმ სიფართე შესაკერად დატოვეთ. ამავე მეთოდით გამოჭერით გარე ჩეხოლის ნაჭერით.
3. შიდა ჩეხოლი 2–ჯერ გაკერეთ და ქვედა ნაწილში პატარა ხვრელი დატოვეთ. ელვა ჩააკერეთ. შიგნით გრანულებით ან რაიმე შემავსებლით გაავსეთ. შიდა ნაკერები ხელით აუცილებლად ამოიხვიეთ, რომ არ გაიხეს და დაიშალოს.
4. გარე ჩეხოლიც ასე შეკერეთ. ელვა მიაკარეთ, რომ გასარეცხად მისი მოხსნა შეძლოთ.
ამ მარტივი პროცედურებით სახლის პირობებში პუფების შეკერვას შეძლებთ. თუ თარგის და კერვის შესახებ მინიმალური წარმოდგენა გაქვთ, საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. დამწყებიც კი შეძლებს! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.