Connect with us

ჯანმრთელობა

ფილტვების სამკურნალო ხალხური საშუალება, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ. ხველა დაივიწყეთ

ძალიან ბევრ ადამიანს სასუნთქი გზების დაავადება აწუხებს. ყველაზე გავრცელებული უსიამოვნებაა ასთმა, ბრონქიტი და სხვადასხვა სახის ხველა.

ამ დაავადებების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, ალერგია ან თამბაქოს მოწევა. ჩვენი ბებიებისთვის ნაცნობი იყო სამკურნალო საშუალება, რომლის დახმარებით ყველა უსიამოვნებას აქრობდნენ. დღეს ამ ხალხური საშუალების რეცეპტს გთავაზობთ.

სამკურნალო საშუალება ფილტვების დაავადების დროს

ინგრედიენტები:

  • ½ კგ წითელი/იისფერი ხახვი
  • ½ კგ შაქარი
  • 2 ლიმონი
  • 1,5 ლ წყალი
  • 7 ს/კ ნატურალური შინაურული თაფლი

მომზადება:

  1. შაქარი ლითონის ჭურჭელში ზომიერ ტემპერატურაზე გააცხელეთ, მორევა არ დაგავიწყდეთ.
  2. ხახვი წვრილ ნაჭრებად დაჭერით და შაქარი დაუმატეთ. ცოტა შეწვით და წყალი დაუმატეთ.
  3. ეს ნარევი აადუღეთ, სანამ წყლის მესამედი არ აორთქლდება.
  4. ნარევი გასაგრილებლად გააჩერეთ.
  5. შემდეგ თაფლი და გაწურული ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ.
  6. ნარევი მთელი ღამე გააჩერეთ. ამის შემდეგ სითხე საწურში გადაწურეთ და მინის ბოთლში გადაასხით.

გამოყენება:

  1. 1 ს/კ სამკურნალო საშუალება ყოველი საკვების მიღების წინ დალიეთ.
  2. სრულ გამოჯანმრთელებამდე სამკურნალო კურსი გააგრძელეთ.

თუ ფილტვების დაავადებები თქვენთვის ნაცნობია, ეს საშუალება სცადეთ. ის ზიანს არ მოგაყენებთ, რადგან მასში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები შედის. ეს რეცეპტი თავად გამოიყენეთ და მის შესახებ მეგობრებსაც უამბეთ.