Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ძლიერი ბალახი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, სიმსივნეს აფერხებს, შეუცვლელია ასთმის, პოდაგრის დროს

ისეთი დაავადება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ამ დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ ყველა შესაძლო მეთოდის შესწავლა დაიწყეს.

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა

ექიმმა ელვირ გონსალეს დე მეჰიამ, ილინოისის უნივერსიტეტში კვების მეცნიერების კათედრის პროფესორმა, თავის კოლეგებთან ერთად შეისწავლა, თუ რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ბალახი და სანელებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულზე. გაირკვა, რომ თავშავა და როზმარინი სისხლში შაქრის დონის შემცირებით ლიდერები არიან. ისინი შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, მათ შორის ფლავონოიდებს და პოლიფენოლებს, რომელთაც ფერმენტების PTP1B და DPP-IV შეფერხება შეუძლიათ.

ეს ენზიმები ინსულინის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გარკვეულ იქნა, რომ როგორც სათბურის პირობებში გაზრდილი, ასევე ბუნებაში შეგროვებული და გამომშრალი თავშავა და როზმარინი კარგ სამკურნალო თვისებებს ფლობენ. თუმცა ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ბალახი უფრო სასარგებლო აღმოჩნდა.

როზმარინი მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.

როზმარინის გამორჩეული სარგებელი

1. უამრავი ანტიოქსიდანტის შემცველობის წყალობით ანთებას აქრობს.

2. ტვინს აჯანსაღებს, მასში სისხლის ძლიერ ნაკადს იწვევს.

3. სტრესს ამცირებს, სისხლში კორტიზოლის დონეს ამცირებს.

4. თმის ზრდას სტიმულირებს. როზმარინის ეთერზეთის შამპუნსა და ნიღბებში დამატება ძალიან კარგია.

5. მთელ ორგანიზმს აძლიერებს, პათოგენებისგან წმენდს, უჯრედებს აახალგაზრდავებს.

უნიკალური როზმარინის ჩაის მიღება სცადეთ! 1 ჩ/კ ხმელ, დაქუცმაცებულ როზმარინს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ჩაი 15 წუთით დააყენეთ და სამკურნალო ნაყენი დალიეთ.

როზმარინის ჩაის მისაღებად საუკეთესო დროა – საღამო, ეს ძილის წინ გააკეთეთ. დღეში 1 ჭიქა სასმელი დიაბეტით დაავადების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს და სხვა სახიფათო დაავადების, მაგალითად, სიმსივნის, შეფერხებას ხელს უწყობს.

როზმარინი და თავშავა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამხმარე საშუალება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ეს ბალახები ხანდაზმულებისთვის ძალიან კარგია: ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს და მეხსიერებას აბრუნებს. ასევე როზმარინი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება!

ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ!