Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მდგომარეობაში უფრო სასარგებლოა ხილ-ბოსტნეული: უმი თუ გაყინული?!

ჩვენ ხშირ შემთხვევაში უმი, ახალდაკრეფილი ბოსტნეულისა და ხილის მირთმევას ვამჯობინებთ რადგან ვთვლით, რომ მათში გაცილებით მეტი სასარგებლო მიკროელემენტებია. რამდენად სარწმუნოა ეს ფაქტი?! რომელი პროდუქტის მიღება ჯობს გაყინულ მდგომარეობაში?! დღეს სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ!

ბოსტნეულს უმეტესობას გაყინვამდე მდუღარე წყლით ამუშავებენ. ამგვარად ის სასარგებლო თვისებებს კარგავ. თუმცა აჯობებს გვახსოვდეს, რომ ბევრი პროდუქტი სასარგებლო თვისებებს არა დამდუღვრის, არამედ მოწყვეტიდან – 24-48 საათის შემდეგ კარგავს.

ალი ბოზარიმ (Ali Bouzari) და მისმა კოლეგებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან პროდუქტებში გაყინვამდე და გაყინვის შემდეგ არსებული საკვები ნივთიერებების შემადგენლობა შეადარეს, თუმცა მნიშვნელოვანი გასნხვავება ვერ იპოვეს. ამასთანავე აღმოჩნდა, რომ გაყინულ სიმინდში, მწვანე ლობიოსა და მოცვში გაყინვის შემდეგ უფრო მეტი С ვიტამინია ვიდრე გაუყინავში. გაყინული ბროკოლი კი უფრო მეტ В2 ვიტამინს შეიცავს.

ამ კვლევიდან დასკვნეს, რომ საყინულეში შენახული ხილ-ბოსტნეული თავის თვისებებს ინარჩუნებს, სხვაობა მხოლოდ გემოშია!