Connect with us

ჯანმრთელობა

ეს სანელებელი სწრაფად და ეფექტურად დაკლებაში დაგეხმარებათ. დაზოგეთ დიდი ძალისხმევა!

ძირა ან, როგორც მას კიდევ უწოდებენ, კუმინი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია აზიაში. ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ძირა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მედიცინასა და კულინარიაში. არომატული ჩაი ამ სანელებლის დამატებით იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

მას შესანიშნავ გამამხნევებელ და აგმზნებ საშუალებად მიიჩნევენ. მისი მთავარი სასარგებლო თვისება ისაა, რომ წონის დაკლებას, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და საჭმლის მონელებას ხელს უწყობს.

ძირას სარგებელი

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 88 ქალი მონაწილეობდა. ყველა მოხალისე გახდომაზე ოცნებობდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს სადილის და ვახშმის შემდეგ აძლევდნენ იოგურტს, რომელშიც 3 გრ ძირა იყო შერეული. დანარჩენებს კი ჩვეულებრივ იოგურტს აძლევდნენ. ყველა საცდელი სუბიექტი 3 თვის განმავლობაში ერთი და იმავე დაბალკალორიულ დიეტას იცავდა. შედეგად, ქალების ჯგუფმა, რომლებიც იოგურტს ძირით მიირთმევდნენ, 15%–ით უფრო მეტი დაიკლო, ვიდრე მეორე ჯგუფმა.

ორგანიზმი დაგროვებული წიდებისგან რომ გაწმინდოთ და მნიშვნელოვნად დაიკლოთ, ძირა ხორცის და ბოსტნეულის კერძებს დაუმატეთ. ოღონდ ფრთხილად იყავით. ძირა, როგორც ნებისმიერი სანელებელი, შეგიძლიათ მხოლოდ მცირე რაოდენობით მიიღოთ. ის უკუჩვენებულია ხალხისთვის, ვისაც გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვა დაავადებები აწუხებს.

ამ სასარგებლო სანელებლის შესახებ, რომელიც გახდომას ხელს უწყობს, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.