Connect with us

საკითხავი

რატომ უნდა გაწმინდოთ ფანჯარა ნივრით რეგულარულად

ნიორი ნამდვილად საოცარი მცენარეა! ალბათ იცით, რომ მისი თვისებები სურდოსთან გამკლავებით არ შემოიფარგლება. კაცობრიობა ნიორს საუკუნეების განმავლობაში იყენებს მედიცინაში, კულინარიასა და მებაღეობაში. თუმცა მას კიდევ ერთი გასაოცარი და ძალიან სასარგებლო თვისება აქვს. დღეს გიამბობთ, როგორ შეაჩეროთ ბზარი მინაზე ჩვეულებრივი ნივრის გამოყენებით.

როგორ შევაჩეროთ ბზარი მინაზე

ჩვენმა მკითხველმა გაგვიზიარა ამბავი, თუ როგორ აჩვენა მას სიძემ ნივრის ჯადოსნური მოქმედება. მან, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ამ მცენარეს ბევრი ყოფაცხოვრებაში იყენებს. მაგალითად, სახლიდან კოღოების და ბუზების გასადევნად, ოთახის მცენარეების გამოსაკვებად ან აგარაკზე თაგვების მოსაშორებლად. მაგრამ არ იცოდა, რომ ნიორს მინაზე ბზარის გავრცელების შეფერხება შეეძლო.

მას აგარაკზე, სახლში ჩვეულებრივი ფანჯრები აქვს ხის ჩარჩოებით. დროის და (ქალი გულწრფელად აღიარებს) არასრულყოფილი მოვლის გავლენით ზოგიერთი მინა დაიბზარა. ამის შემჩნევისას გაუჩნდა კითხვა: როგორ შევაფერხო მისი გავრცელება?

ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც ნიორი გაუსუფთავებია, იცის, რომ პროცესში ხელები წებოვანი ხდება. ეს წვენის წყალობით ხდება. ჩვენ სწორედ ის გვჭირდება. ამისთვის, რამდენიმე კბილი ნიორი გაასუფთავეთ, შუაზე გაჭერით და ბზარებს წაუსვით. ნივრის წვენი დამცავ ფირს ქმნის, რომელიც ბზარის გავრცელებას შეაფერხებს, ასევე ტენს შიგნით შემოსვლის საშუალებას არ მისცემს.

ჩვენი მკითხველის სიძემ ეს მეთოდი ერთხელ გამოიყენა, როცა ავტომობილის საქარე მინა დაებზარა. ნიორმა მისი გავრცელების შეფერხება შეძლო. შედეგად, მან ავტომობილით სარგებლობა კიდევ 2 თვე შეძლო, სანამ საქარე მინა არ გამოცვალა.

როგორც ამბობენ, საუკუნე იცხოვრე, საუკუნე ისწავლე. ეს ეფექტური, მარტივი ხრიკი მხედველობაში იქონიეთ, როცა მსგავს სიტუაციაში მოქმედება დაგჭირდებათ. ნივრის ასეთი ჯადოსნური თვისების შესახებ იცოდით? კომენტარები თამამად გაგვიზიარეთ. წარმატებას გისურვებთ!