სახლი და დიზაინი
რატომ უნდა ჩადოთ მარილით სავსე ტომარა სარეცხი მანქანის დორულაში
რას არ მოიფიქრებენ დიასახლისები, რომ ცხოვრება გაიმარტივონ! განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რეცხვას ეხება. მაგალითად, სხვადასხვა სარეცხი საშუალების გამოყენება, რომლის გამოყენებას სხვა ვერავინ მოიფიქრებდა. მხედველობაში გვაქვს არა რაიმე ქიმია, რომელიც „ჯადოსნური“ მეთოდით ნივთებს ლაქებს აშორებს, არამედ საყოფაცხოვრებო საშუალებები.
აი, მაგალითად, რატომ უნდა ჩადოთ მარილი სარეცხ მანქანაში? არ იცით? სხვათა შორის, ეს ძველი და საკმაოდ სასარგებლო მეთოდია, რომლის შესახებ დეტალურად გიამბობთ.
თეთრეულის სარეცხი საშუალება
მარილი სარეცხ მანქანაში
თქვენ დაგჭირდებათ ცხვირსახოცი, ძაფი და მარილი. უბრალოდ ნაჭერზე ცოტა მარილი დაყარეთ და შეკარით ისე, რომ მარილი რეცხვის დროს არ გადმოიყაროს. მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი მარილი გამოიყენოთ – ის ყველაზე უკეთ გამოგადგებათ.
ასეთი მოქმედება 2 შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ. პირველ რიგში, მარილი წყალს დაარბილებს და მასში გარეცხვით ნივთები ფორმას არ დაკარგავს. მეორეც, მარილი თეთრეულს არა სუფთას, არამედ ქათქათას გახდის. ასევე ნივთებს ჩამჯდარ ყვითელ ლაქებს მოაშორებს.
სანამ ჩვენთვის ნაცნობი სარეცხი მანქანა მოხმარებაში შემოვიდოდა, ჩვენი ბებიები წყალში მარილს ამატებდნენ. სწორედ ამ მიზეზით (მარილი + ხელით რეცხვა) მათი ტანსაცმელი შედარებით უფრო გვიან ცვდებოდა, ვიდრე თანამედროვე ნივთები.
სხვა რჩევები რეცხვის დროს
წინდები სჯობს ცივ წყალში გარეცხოთ. საქმე იმაშია, რომ წინდების მთავარი სიბინძურე – ოფლი და კანის ნაწილები თავისი არსით ცილებია. ცილები კი ცხელ წყალში წინდის ბოჭკოებს „ეკვრის“.
ბალახით, წვენით ან მიწით დაბინძურებული მაისური შეგიძლიათ ფენით ეფექტურად გაწმინდოთ. დაბინძურებული ნაწილი ელექტრომოწყობილობით გააცხელეთ და ლაქის მოსაშორებელი საშუალება წაუსვით, შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. წინასწარი გახურება საშუალების უფრო გააქტიურებაში დაგეხმარებათ.
თუ თეთრეულის გაშრობის დრო არ გაქვთ და სასწრაფოდ გასვლა გჭირდებათ, საჭირო ნივთები მშრალ და ფუმფულა პირსახოცში გაახვიეთ, შემდეგ სარეცხ მანქანაში მოათავსეთ და „გაწურვის“ რეჟიმი ჩართეთ. ეს მოქმედება ტენის ნარჩენებებს ძალიან სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ.
თუ გსურთ, თეთრეული ქათქათა დარჩეს, კონდიციონერით და ფხვნილით არ გარეცხოთ. მხოლოდ სპეციალური მათეთრებელი და ჩვეულებრივი მარილი გამოიყენეთ. სხვა ყველაფერი ქსოვილებს ავსებს და სწრაფად აფერმკრთალებს.
ტანსაცმელი ფერების მიხედვით არ გადაარჩიოთ, არამედ მასალის მიხედვით. უბრალოდ თეთრი ნივთები ცალკე გარეცხეთ, სქელი და თხელი ქსოვილების ფერადი ნივთები ასევე ცალ–ცალკე გარეცხეთ.
თუ ელექტროდამუხტული ნივთების პრობლემა გაწუხებთ, სარეცხი მანქანის დოლურაში რამდენიმე ფოლგის ბურთი დაამატეთ. ეს საკითხს მარტივად მოგიგვარებთ.
მაისურზე ტონალური კრემის და ტუჩსაცხის კვალს საპარსი ქაფი შესანიშნავად მოაშორებს.
ქუდები სარეცხ მანქანაში ფორმას კარგავს. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიყენოთ. ასე აქსესუარის ფორმას შეინარჩუნებთ.
სარეცხი მანქანა ჭუჭყისგან რომ გაწმინდოთ, ზოგჯერ უშუალოდ რეცხვის წინ ცოტა პირის სავლები სითხე დაუმატეთ. ასე მანქანა სუფთა დარჩება და დიდხანს გემსახურებათ.
რომ არ იმკითხაოთ, სად გაქრა მორიგი წინდა რეცხვის შემდეგ, რამდენიმე თხელი ქსოვილის ტომარა შეიძინეთ: თითო ტომარა თითო ოჯახის წევრზე. ახლა შეგიძლიათ წინდები მასში მოათავსოთ და არ ინერვიულოთ, თუ ვისი წინდა სად გაქრა და რატომ არ აქვს ზოგიერთ წინდას წყვილი.
თუ ტანსაცმელს დიდხანს გააშრობთ, განსაკუთრებით მზეზე, ის თავდაპირველ ფორმას და ფერს დაკარგავს. ეს კი ხარისხზე და გარეგნულ მხარეზე ცუდ გავლენას ახდენს. ამის შესახებ არ დაგავიწყდეთ.
თუ ნაზი ქსოვილის ტანსაცმელი გარეცხვის შემდეგ დაჯდა, მას თავდაპირველ გარეგნობას საბავშვო შამპუნის გამოყენებით დაუბრუნებთ. 1 პატარა ხუფი შამპუნი თბილი წყლით სავსე ტაშტს დაუმატეთ და მასში ტანსაცმელი დაახლოებით 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ პირსახოცით და ტრადიციული მეთოდით გააშრეთ. მზადაა.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პატარა რჩევები სახლის საქმეების შესრულებაში დაგეხმარებათ და ამიერიდან თქვენს კარადაში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება უფრო გაგიმარტივდებათ. შესანიშნავია, რომ ლამაზი და ხარისხიანი ტანსაცმლის შენარჩუნება სპეციალური ქიმიური საშუალებების გარეშე შეიძლება.