Connect with us

ჯანმრთელობა

გარდა პარაზიტების განადგურებისა, გოგრის თესლი არაერთ უპირატესობას ფლობს. ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება

გიყვართ გოგრის თესლი? დღითიდღე ეს პროდუქტი სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ლოგიკური ახსნა მოეძებნება. გოგრის თესლს დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.

გოგრის თესლის ღირებული შემადგენლობა

მოცემული პროდუქტი მდიდარია C, E, A და K ვიტამინებით. E ვიტამინი, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, გოგრის თესლში წარმოდგენილია ყველა ფორმით, რაც მას ორგანიზმის გასაწმენდად და მისი თავდაცვითი ძალების ასამაღლელბად იდეალურ პროდუქტად აქცევს.

გოგრის თესლი გაჯერებულია თუთიით, რომელიც ჩვენი კანის, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი ელემენტია. თუთიის შემცველობით ის მხოლოდ ზღვის მოლუსკებს ჩამოუვარდება.

თუთიას, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს გოგრის თესლი, დადებითი გავლენა აქვს ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემაზეც. ის არეგულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას და თავიდან გვარიდებს სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარებას. ფოსფორისა და თუთიის კომბინაცია ამაღლებს სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების ხარისხს.

ფოსფორის შემცველობით გოგრის თესლი ნამდვილი რეკორდსმენია. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს ამ მინერალის დღიური ნორმის 153%-ს, მაგნიუმის დღიური ნორმის 148%-ს და მანგანუმის დღიური ნორმის 100%-ს. შთამბეჭდავია, არა? გარდა ჩამოთვლილი მინერალებისა, მოცემული პროდუქტი მდიდარია კალიუმით, სპილენძით, გოგირდით, რკინით და ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა ელემენტით.

გოგრის თესლის დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე 

ჩვემა დედებმა და ბებიებმა კარგად იციან, რომ გოგრის თესლი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტია ჩვენს სხეულში ბინადარი ჭიებისა და პარაზიტების გასანადგურებლად. გარდა ანტიპარაზიტული თვისებისა, გოგრის თესლი არაერთ უპირატესობას ფლობს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რის შესახებაც დეტალურად მოგითხრობთ დღევანდელ სტატიაში.

1. პროსტატიტის დროს

გოგრის თესლი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს პროსტატის ჯირკვალზე. წინამდებარე ჯირკვლის ანთების, პროსტატიტის დროს რეკომენდებულია ყოველდღიურად გოგრის თესლის მირთმევა.

2. იმუნიტეტის დაქვეითებისას

თუთიის, გოგირდის, E და C ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე, გოგრის თესლი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

3. ოსტეოპოროზის დროს

გოგრის თესლი უნიკალური პროდუქტია არა მხოლოდ იმის გამო, რომ შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, რომელიც აუცილებელია ჩვენ ძვლებისთვის, არამედ მდიდარია მაგნიუმით, რომელიც აკავებს ამ მინერალს ორგანიზმში და თავიდან გვარიდებს მის გამორეცხვას.

გოგრის თესლი კალციუმით მდიდარი უნიკალური პროდუქტია, რომელიც აუცილებელია ჩვენი ძვლებისთვის. გარდა ამისა, ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით მაგნიუმს, რომელიც აკავებს ამ მინერალს ორგანიზმში და თავიდან გვარიდებს მის გამორეცხვას.

კალციუმი, მაგნიუმი და თუთია – იდეალური სამეული ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის. განსაკუთრებით სასარგებლო გოგრის თესლი ხანდაზმული ადამიანებისთვისაა, როდესაც ოსტეოპოროზის განვითარების რისკი ძალიან მაღალია.

ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ამ პროდუქტს, ნაკლებად იტანჯებიან ხერხემლის დაავადებებისგან და სახსრების ტკივილისგან. ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება გოგრის თესლი სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკისთვის.

4. ჰიპერტონიის დროს

თუ სისხლის წნევის მკვეთრი ცვლილებებისგან იტანჯებით, თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლოა რეგულარულად გოგრის თესლის მირთმევა. გარდა წნევის დარეგულირებისა, მოცემული პროდუქტი შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს, რაც განპირობებულია მასში შემავალი ფიტოსტეროლებით – ბუნებრივი შენაერთები, რომლებიც წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს და ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს.

5. დეპრესიის დროს

გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიფტოფანს – ღირებული ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში მოხვედირსას გადაიქცევა სეროტონინად, ბედნიერების ჰორმონად.

6. ტოქსიკოზის დროს

ფეხმძიმობის დროს ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი ტოქსიკოზისგან იტანჯება. გოგრის თესლი არა მხოლოდ ეფექტურად უმკლავდება ღებინების შეგრძნებას, არამედ ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ამინომჟავებითა და ცხიმებით, რაც აუცილებელია ნაყოფის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის.

7. დიაბეტის დროს

დღეში 20-30 გრამი გოგრის თესლის მირთმევით სისხლში ინსულინის დონის დარეგულირებაა შესაძლებელი. საკმაოდ ხშირად ექიმები საკუთარ პაციენტებს, რომლებიც შაქრიანი დიაბეტისგან იტნაჯებიან, კვების რაციონის გოგრის თესლით გამდიდრებას ურჩევენ.

8. ქალური პრობლემების დროს

A , E ვიტამინებისა და თუთიის მაღალი შემცველობის ხარჯზე, გოგრის თესლს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე, თმაზე და ფრჩხილებზე. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოცემული პროდუქტი მდიდარია ფენოლური შენაერთებით, ლიგანებით, რომლებიც ბუნებრივ ფიტოესტროგენებს წარმოადგენენ. ყოველივე ამის შედეგად, გოგრის თესლი ნამდვილი ხსნაა ქალბატონებისთვის ქლიმაქსურ პერიოდში.

9. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს

უჯრედისით მდიდარი გოგრის თესლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ათავისუფლებს კუჭს სპაზმებისგან და საიმედოდ გვიცავს გაზების ფორმირებისგან.

10. შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს

რეგულარულად გოგრის თესლის მირთმევა თავიდან გვარიდებს შარდში კალციუმის ოქსალატის ფორმირებას, რაც შარდ-კენჭოვანი დაავადებები არაჩვეულებრივი პროფილაქტიკაა.

11. ნერვოზის დროს

მოცემული პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს და ომეგა 3-ის ნახევრადგაჯერებულ ცხიმოვან მჟავებს – ეს ნივთიერებები აძლიერებს ჩვენს ნერვულ სისტემას და გვიცავს ნერვული აშლილობისგან.

12. დამწვრობის დროს

გოგრის თესლი არაჩვეულებრივი საშუალებაა დამწვრობისა და ჭრილობების სამკურნალოდ. მისგან ამზადებენ ფაფას, რომელსაც ისვამენ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე და იტოვებენ სამოქმედოდ რამდენიმე საათით.

გახსოვდეთ, ყველაზე დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს ნედლი პროდუქტი შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შედეგად სასარგებლო ნივთიერებების გარკვეული ნაწილი იკარგება და გოგრის თესლი სამკურნალო თვისებებს კარგავს. საუკეთესო ვარიანტია მზეზე გამომშრალი თესლის მირთმევა.

საოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი უბრალო, ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, არა? ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვეთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიაგჩნიათ, არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის.