Connect with us

თავის მოვლა

რამდენიმე ხრიკი როგორ შევნიღბოთ ჰერპესი ტუჩზე

ჰერპესი ტუჩზე ყველაზე თავდაჯერებულ გოგოსაც ანერვიულებს. ზოგი მზადაა, ამ ავი ბორცვის გამო საოცნებო ბიჭთან პაემანზე უარი თქვას. თუ გამონაყარის სწორად შენიღბვა ვიცით, ტუჩზე ჰერპესის დამალვა შეუძლებლად გვეჩვენება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. და ამას დაგიმტკიცებთ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ჰერპესი ვირუსია, რომელიც სუსტი იმუნიტეტის მქონე ხალხს უჩნდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, გაყინვით ან მზეზე გადახურებით.

ის მუდმივად ჩნდება. ჯერ ტუჩი ან ლოყის კანი სივდება, შემდეგ წვა, ქავილი იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება წვრილი ბუშტები, რომლებიც გახეთქვის შემდეგ მუქ გარსს ქმნიან. შეგიძლიათ გამონაყარს გამოჩენის საშუალება არ მისცეთ. ამისთვის პირველი სიმპტომის გამოჩენიდან 24 საათში მტკივნეულ ადგილზე წაისვით კრემი ზოვირაქსი, აციკლოვირი ან პანციკლოვირი – დღეში 5-ჯერ, ყოველ 4 საათში.

თუ ბუშტები მაინც გამოჩნდა, არ ინერვიულოთ, ჰერპესის შენიღბვას დეკორატიული კოსმეტიკით შეძლებთ. ამ პატარა უსიამოვნების დამალვაში დაგეხმარებათ მხოლოდ 3 საშუალება – ტონალური კრემი, პუდრა, ტუჩსაცხი და, რა თქმა უნდა, მარჯვე ხელი.

ტონალური კრემი არა მხოლოდ ჰერპესზე, არამედ მთელ სახეზე წაისვით. უცხიმო ტონალური საფუძველი გამოიყენეთ.

ჰერპესის დამალვას ტუჩსაცხით შეძლებთ, მაგრამ ის მკვებავი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, მუქი ფერის ტუჩსაცხი არ უნდა იყოს. დიახ, გაჯერებული შინდისფერი ან წითელი ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ასეთი ფერი გამონაყარს უფრო გამოკვეთს. სწორედ ამიტომ, თუ ჰერპესის დამალვა გსურთ, უპირატესობა ღია, გაუმჭვირვალე ფერებს მიანიჭეთ.

ესეც, მთელი საიდუმლო. თუ მოულოდნელად ტუჩზე ჰერპესი გაგიჩნდათ, უბრალოდ ეს პატარა ხრიკები გამოიყენეთ და მას ვერავინ შეამჩნევს.