Connect with us

ჯანმრთელობა

რა მოხდება თუ ენას არ გაიწმენდთ: 5 უსიამოვნო შედეგი

ყველასთვის ცნობილია, რომ კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მათი დღეში 2-ჯერ გახეხვა აუცილებელია, თუმცა ალბათ ისიც იცით, რომ ენის გაწმენდაც არ გახლავთ ნაკლებად მნიშვნელოვანი. ენაზე უამრავი ბაქტერიაა. ენის წმენდამ შეიძლება ძალიან ბევრი უსიამოვნო შედეგისგან გვიხსნას.

ღირს თუ არა ენის გაწმენდა

ენა ბაქტერიების ღრუბელს წარმოადგენს. ბაქტერიები იოლად ფარავენ მის ზედაპირს და პირის ღრუში ვრცელდებიან. იმის წარმოდგენაც კი უსიამოვნოა თუ რამდენი ბაქტერიაა თქვენს ენაზე. იმისთვის, რომ პირი მაქსიმალურად ჯანმრთელი იყოს, აუცილებელია კბილების გაწმენდვის პარალელურად – ენაც გაისუფთავოთ!

რა მოხდება თუ ენას არ გავიწმენდთ?

თუ ენას არ გაიწმენდთ, კბილების გახეხვის შემდეგ ბაქტერიები ენიდან კვლავ კბილებზე გადაინაცვლებენ. ენის გახეხვის შემთხვევაში თქვენ უფრო ჯანმრთელი კბილები, ღრძილები და სუნთქვა გექნებათ!

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში

პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ენაზე გავრცელებული ბაქტერიებია. ისინი ძირითადად ენის უკან გროვდებიან და უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ენის წმენდა სწორედ ამ ადგილით უნდა დაიწყოთ!

სოკოვანი ინფექცია პირის ღრუში

სოკოს შესახებ ინფორმაცია ბევრს აქვს თუმცა ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ეს ინფექცია პირშიც ვრცელდება. ის ენაზე თეთრი ლაქების სახით ვლინდება და მისგან გათავისუფლება შესაბამისი მედიკამენტების გამოყენების მეშვეობით შეიძლება. ენის წმენდა შესანიშნავი პროფილაქტიკაა სოკოს წინააღმდეგ.

პერიოდონტიტი

თუ ენის ბაქტერიები რეგულარულად ხვდებიან კბილებში, ამან შეიძლება პერიოდონტიტი გამოიწვიოს. ამ დროს ღრძილები წითლდება და ანთებითი პროცესი ვითარდება. თუ ღრძილებს კარგად და სწორად არ მოუვლით, ეს დაავადება შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. ამ დაავდებას ადამიანი არა მხოლოდ კბილების დაკარგვამდე მიყავს არამედ, გულის შეტევის მიღების რისკსაც კი ზრდის. ამიტომ კბილების გახეხვისას აუცილებლად გაიწმინდეთ ენა.

გემოს აღქმის შესუსტება

საყვარელი კერძის მირთმევისას თუ გემოს შესაბამისად ვეღარ აღიქვამთ, ეს შეიძლება ენაზე დაგროვილი ბაქტერიების ფენის ბრალი იყოს. როგორც კი ენის წმენდას დაიწყებთ, გემოს რეცეპტორები კვლავ თავიანთ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდებიან და კვლავ შეძლებთ საყვარელი კერძებით ტკბობას.

შავი და სქელი ენა

ეს ყველაზე სახიფათო პრობლემაა. ენა შეიძლება მაშნ გამუქდეს როდესაც მუქ სასმელებს მუდმივად სვამთ. თუ ამ ლაქებს არ მოიცილებთ, თქვენი ენა ძალიან არასასიამოვნო შესახები გახდება!

ენის წმენდის უპირატესობები

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ენის წმენდა ბაქტერიებისგან გვათავისუფლებს, გვაშორებს მკვდარ უჯრედებს, სოკოს და ტოქსინებს. ეს შეიძლება სხვადასხვა პრობლემებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება იყოს, მათ შორის იმუნიტეტის დაქვეითების, უსიამოვნო სუნის, კბილებთან და საკვების მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებისაც კი.

როგორ გავუწმინდოთ ენა

ენის გაწმენდა ძალიან იოლია, შეგიძლიათ უბრალო მეტალის კოვზიც კი გამოიყენოთ. კოვზი კიდით ენაზე გადაიტარეთ, სხვადასხვა მიმართულებით, შემდეგ კი პირის ღუში წყალი გამოივლეთ. ამის გაკეთება კბილის ჯაგრისითაც შეიგიძლიათ. იმოქმედეთ ფრთხილად რათა ზედმეტი უხეშობისგან ენის ლორწოვანი გარსი არ დააზიანოთ.