Connect with us

ჯანმრთელობა

ტიბეტელი ბერების ჯანმრთელობის საიდუმლო – 10 ვარჯიში

ბევრ ჩვენგანს ავიწყდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმონალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჰორმონები ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ყველა მის ორგანოს (თავის ტვინი, გული, თირკმლები, ღვიძლი და ა.შ.) არეგულირებს.

ენდოკრინული ჯირკვლების გასაძლიერებლად რამდენიმე ვარჯიში არსებობს, რომლებსაც ტიბეტელი ბერები ასრულებენ. ვარჯიშები ძალიან მარტივია და დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ლოგინიდან ადგომაც კი არ მოგიწევთ!

ვარჯიში 1: ხელების დაზელვა

ლოგინში დაწოლილმა ხელები რამდენიმე წამით დაიზილეთ მანამ, სანამ ხელები არ გახურდება. ამავდროულად, ამ მომენტისთვის თქვენი ბიოველის დიაგნოზი შეამოწმეთ. თუ ხელები მშრალი და ცხელია, ორგანიზმში ენერგეტიკის მხრივ ყველაფერი კარგადაა. თუ ხელისგული თბილია, თქვენი ბიოველი შემცირებულია. თუ ხელისგული არ გახურდა და სველია, ეს ორგანიზმში სერიოზულ დარღვევაზე საუბრობს. ვარჯიში ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულეთ, რადგან ის ყველა დარღვევის და დაავადების მოშორებაში დაგეხმარებათ.

ვარჯიში 2: პალმინგი

გახურებული ხელისგულები თვალის გარსებზე დაიდეთ. თვალზე ზეწოლა დაიწყეთ შემდეგი ტემპით: 1 წამი – 1 მოძრაობა. ამრიგად, 30 წამში 30 მოძრაობა შეასრულეთ. შემდეგ თვალებზე ხელისგულები მინიმუმ 30 წამით გაიჩერეთ. თუ ცუდი მხედველობა გაქვთ, 2 წუთით გაიჩერეთ. ამ დროში თვალის გარსი და მის ირგვლივ ყველა რეცეპტორი იკვებება. მხედველობა ნელ–ნელა გაუმჯობესდება. მხედველობის გარდა თმის ბუნებრივი ფერიც აღდგება.

ვარჯიში 3: ყურებზე ზეწოლა

ხელებით ყურებს დააწექით, ამასთან თითები უკან კეფას დაადეთ, ხელისგულები კი ყურებს დააჭირეთ და 30 მოძრაობა გააკეთეთ ტემპში: 1 მოძრაობა 1 წამში. გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება არსებული ქრონიკული დაავადებების სიმპტომები გამოვლინდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ყურებს უკავშირდება.

ვარჯიში არ შეწყვიტოთ, უბრალოდ მოძრაობა უფრო „ნაზად“ შეასრულეთ, თუ ტკივილის შეგრძნება გაქვთ. ცოტა ხანში ყურის ქრონიკული ანთება გაქრება. სმენაც გაუმჯობესდება. პრაქტიკულად, 6 თვეში შეიძლება ყველა ქრონიკული დაავადება გაქრეს. სერიოზული დაავადების განსაკურნებლად შეიძლება უფრო დიდი დრო დაგჭირდეთ: 1 ან 2 წელი.

ვარჯიში 4: სახის დაჭიმვა

შემდეგი ვარჯიში: ცერა თითი ყურზე დაიდეთ, ხელები მუშტად შეკარით და ნიკაპიდან ყურამდე სახის გაჭიმვა დაიწყეთ, სახეს ძლიერ დააწექით. 30-ჯერ გააკეთეთ. ამ ვარჯიშის შემდეგ სისხლის ნაკადის გაზრდას იგრძნობთ და შეიძლება ოდნავ გაოფლიანდეთ. სახის ოვალის დაჭიმვით ლიმფური ნაკადი უმჯობესდება.

ვარჯიში 5: შუბლის მასაჟი

მარჯვენა ხელისგული შუბლზე დაიდეთ, მარცხენა ხელისგული ზემოდან  და საფეთქლიდან საფეთქლამდე მოძრაობა დაიწყეთ. შეგიძლიათ ხელები შუბლს არ შეახოთ და ვარჯიში სახიდან რამდენიმე სმ–ს დაშორებით გააკეთოთ. თუმცა თუ შუბლზე ნაოჭების გაქრობა გსურთ, კანს უნდა შეეხოთ. 30 წამში 30 მოძრაობა შეასრულეთ. ვარჯიში ცხვირის ყველა სინუსს გააჯანსაღებს, ასევე ჰიპოფიზის მუშაობას გაააქტიურებს.

ვარჯიში 6: თხემის მასაჟი

ვარჯიში თხემის არეში მოქმედებს. ჩვენ თავს ზემოთ ხელებით “დავფრინავთ”. კისრის ქვეშ მუთაქა დაიდეთ ან ბალიში დაახვიეთ, ხელებით რგოლი გააკეთეთ. მარჯვენა ხელი ქვემოთ, მარცხენა ხელი ზემოთ. თავიდან რამდენიმე სმ–ს დაშორებით შუბლიდან კეფისკენ მოძრაობა შეასრულეთ. 30-ჯერ გააკეთეთ.

შემდეგ თხემთან „დაეკიდეთ“ და ერთი ყურიდან მეორისკენ მოძრაობა შეასრულეთ. ასევე 30–ჯერ შეასრულეთ. ვარჯიში ძალიან კარგია მათთვის, ვისაც მაღალი ან დაბალი წნევა აქვს. წნევა ნორმას უბრუნდება. ამ ვარჯიშის დროს მხრების სახსრების მოძრაობა უმჯობესდება, ასევე ხელის კუნთები ვარჯიშდება. მხრების ტკივილი მცირდება და თუ ადრე ხელების აწევა არ შეგეძლოთ, ახლა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამის გაკეთებას მარტივად შეძლებთ.

ვარჯიში 7: ფარისებრი ჯირკვლების მასაჟი

შემდეგი ვარჯიში: მარჯვენა ხელი ფარისებრ ჯირკვალზე დაიდეთ, მარცხენა ხელი კი ზემოდან. მარცხენა ხელით სხეულიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ფარისებრი ჯირკვლიდან ჭიპამდე მოძრაობა შეასრულეთ. ასე 30-ჯერ გააკეთეთ. ბოლოს მარცხენა ხელი მარჯვენაზე დაიდეთ და ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გაჩერდით.

ვარჯიში 8: მუცლის მასაჟი

მუცელზე წრიული მოძრაობები შეასრულეთ. მარჯვენა ხელი ქვემოთ, მარცხენა ზემოთ. 30-ჯერ გააკეთეთ. ამ ვარჯიშით ქრონიკული ყაბზობა გაქრება და ნაწლავების მოქმედება დარეგულირდება.

ვარჯიში 9: შენჯღრევა

ეს ვარჯიში სჯობს იატაკზე შეასრულოთ, თუ საკმაოდ უხეში ლოგინი არ გაქვთ. ხელები და ფეხები ასწიეთ, ხელისგულები და ტერფები იატაკის პარალელურად. თავიდან ხელები მაჯაში ატრიალეთ, ფეხები კოჭებში, შემდეგ შენჯღრევა დაიწყეთ. ამ ვარჯიშით კაპილარებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ასე წვრილი ენერგეტიკული არხებიც იწმინდება. 30-მდე დაითვალეთ (თუ შესაძლებლობა გაქვთ, უფრო დიდხანს შეასრულეთ).

ვარჯიში 10: ტერფების დაზელვა

დაჯექით და ტერფების მასაჟი დაიწყეთ. შეგიძლიათ ერთდროულად გააკეთოთ ან ჯერ ერთ ფეხზე, შემდეგ მეორეზე. თუ ტერფები მშრალია, რაიმე ზეთი, მაგალითად ზეითუნის ზეთი წაისვით. ტერფებზე მტკივნეული წერტილის აღმოჩენისას, მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ტერფის ცენტრზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ. 30 წამით ან უფრო დიდხანს შეასრულეთ. ესეც, მთელი ნაკრები!

კიდევ ერთხელ:

ტიბეტური ჰორმონალური ვარჯიში შინაგანი სეკრეციის ყველა ჯირკვლის მუშაობის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ჰორმონები კი მთელი ორგანიზმის მუშაობას მართავენ. ის ორკესტრის კარგი დირიჟორივითაა! ამ ვარჯიშების დახმარებით 6 თვიდან რამდენიმე წელში ჯანმრთელობის აღდგენას შეძლებთ იმის მიუხედავად, თუ რა სიმძიმის დაავადება გაქვთ. ოღონდ იმ პირობით, რომ მუდმივად ივარჯიშებთ.

ამასთან, თავს მუდმივად ენერგიულად იგრძნობთ და როგორც მინიმუმ ცხოვრების 25 წელს დაიმატებთ. ცოტა ხანში ამ მარტივი ვარჯიშს გვერდს ვეღარ აუვლით. სჯობს დილის 6 საათამდე ივარჯიშოთ, მაგრამ თუ არ გამოგდით, დღის განმავლობაში შეასრულეთ.