სახლი და დიზაინი
ბარელიეფი – ხელოვნების ნიმუში სოდისა და წებოსგან
კედლის ბარელიეფი ინტერიერის დიზაინში სიახლეს წარმოადგენს. ასეთი დეკორის მეშვეობით ოთახის გალამაზებაა შესაძლებელი. რამდენიმე საუკუნის წინ ბარელიეფით მდიდრულ სასახლეებს ალამაზებდნენ, თუმცა დღეს მისი გამოყენება საკუთარ სახლშიც შეგიძლიათ, თან ისე, რომ სკულპტორის დაირავება არც დაგჭირდებათ. ტექნიკა რომელსაც დღეს გასწავლით, ძალიან მარტივია, საჭირო მასალას კი ნებისმიერ საყოფაცოვრებო მაღაზიაში იპოვით.
ტრაფარეტის ფუძე
ტრაფარეტის ფუძისთვის თვის ავიღოთ ფანერის ან ხის ნაჭერი. მასზე დავიტანოთ გრუნტი: შევურიოთ აკრილის საღებავი და “პვა” წებო (1:1) და წაუსვათ ხეს. კაგად გაანაწილეთ კიდეებშიც.
ტექსტურული პასტა
ახლა კი ტექსტურის პასტა მოვამზადოთ. მის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ “პვა” წებოს ვურევთ აკრილის საღებავს და ნახევარ ჭიქა სოდას. ამ ბარელიეფში პასტა სპილოს ძვლის ფერი იქნება, თქვენ შეგიძლიათ ფერი თვენი გემოვნებისამებრ შეარჩიოთ. ფითხის (მასტიხინი, ნიჩაბი, “შპატელი) მეშვეობით ტრაფარეტს პასტის სქელი ფენა გადაუსვით. მისი იდეალურად მოსწორება საჭრო არ არის რადგან ზედაპირი ვისას უნდა გავდეს. დატოვეტ გასაშრობად.
ნახატი
ტრაფარეტის გამოსაჭრელდ დაგვჭირდება ნახატი, გამჭვირვალე პლასტმასის საქაღალდე და საკანცელარიო დანა. გამოჭერით საჭირო ზომის პლასტმასი და წებოვანი ლენტით დააფიქსირეთ. დანის მეშვეობით ნახატი ისე გამოჭერით რომ ნახატის ადგილას სრულად ცარიელი ადგილები დარჩეს.
მივცეთ ფორმა
მზა ტრაფარეტი დავდოთ ფუძეზე და წებოვანი ლენტით მივაწებოთ. მასტიხინის მეშვეობით პასტის 50 მილიმეტრიანი ფენა დაადეთ. ჩვენი მიზანია მასიური ნახატის შექმნა რომელიც ქვისგან გამოთილს ემგვანება. როდესაც პასტა გაშრება, ტრაფარეტს მოვხსნით და ფომის კიდეებს ვასწორებთ. ფრთხილად შემოატარეთ მასტიხინი სურათის კიდეებს და რელიეფის ფორმირება მოახდინეთ. თუ რომელიმე ელემენტი საკმარისად გამოხატული არ არის, შეგიძლიათ პასტა დაუმატოთ.
შეღებვა
დროა ნამუშევარი შევღებოთ. აარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფერები ჩალისფერ-ყავისფერი ტონებიდან. მუქი ტონით ჩაღრმავებები შეღებეთ, ამობრუცული ნაწილები კი ღია ტონის საღებავით. ეს თქვენს ბარელიეფს კონტრასტულობას შესძენს.
დასრულება
მშრალ ფუნჯს ოდნავ დაასველებთ თეთრ სარებავში და არელიეფს გადაუსვამთ, ეს მას სიძველის და ანტიკურობის ეფექტს შეძენს. გაშრობის შემდეგ აირეთ წვრილი ზუმფარა და გადაატარეთ ნამუშევარს.